top of page

აკრობატიკა, როგორც ვიზუალიზმის ზეიმი

2.jpeg

აკრობატიკა, როგორც ვიზუალურობის ზეიმი          

 

სოფო ნადიბაიძე                                                                                                                                                                                                                                        

თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა, ამჯერად, შვეიცარიიდან ფინცი პასკას „ალერსისა და უხილავი ჟესტის თეატრს“ უმასპინძლა. დასმა წარმოგვიდგინა სპექტაკლი „დონკა: წერილი ჩეხოვს“, რომლის ავტორი და რეჟისორი თავად დანიელე ფინცი პასკაა. მისი ნამუშევრები (ცირკის ელემენტები, ცეკვა, აკრობატიკა, თეატრი, ოპერა, დოკუმენტალიზმი) დაკავშირებულია ერთმანეთთან.      

                                                                                                                           

სპექტაკლის მთავარი იდეა ანტონ ჩეხოვისათვის პატივის მიგება იყო. რეჟისორმა და მსახიობებმა ერთიანობაში შექმნეს ანტონ ჩეხოვის შემოქმედების იმიტაციის ატმოსფერო - თეთრი ფერის კოსტუმები, ექიმები, მედდები პირდაპირ კავშირშია ჩეხოვის თავდაპირველ პროფესიასთან.          

                                                                                       

სპექტაკლში იმიტირებულად წარმოდგენილი იყო ანტონ ჩეხოვის შემოქმედება („თოლია“, „სამი და“, „დუელი“, „პალატა N6“), რაც სპექტაკლის ფაბულას წარმოადგენს. კომიკურად გადმოცემული სცენები, მულტიმედიური სანახაობა, სილამაზის აღქმა, თავბრუსხვევის, გაბრუების, გაჟრჟოლების, სიფაქიზის, სილაღის ეფექტს აკრობატული თეატრის წარმოდგენა ქმნის, რაშიც ყველაზე კარგად ვიზუალური აღქმა გეხმარება. სტრუქტურულად ნამდვილად გამართული იყო წარმოდგენა (ტექსტი, მიზანსცენა, მრავალფეროვანი ნომრების ჩვენება),  სცენურ სივრცეს ერგებოდა, მაგრამ აზრობრივად ნამდვილად არ იყო გამართლებული.

                                                           

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მაყურებელი  არ არის განებივრებული საერთაშორისო  ფესტივალზე წარმოდგენების დროს სცენიდან ქართული სიტყვების შეძახილით, მე მაინც მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით გაოცება და გაკვირვება სრულიად ზედმეტია.             

                                                                                                  

მსახიობების შესაძლებლობები უსაზღვროა, რეჟისორის ხედვა მრავალფეროვანი, სცენები კი ტექნიკურად გამართული, რამაც ზუსტად განაპირობა ,,აკრობატული შოუს“ ვიზუალური აღქმის ზეიმი.                        

bottom of page