ანდრი ჟოლდაკის Gaslighting-ი ანუ ფსიქოლოგიური მანიპულაცია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ზუკა ნემსაძე
ანდრი ჟოლდაკის Gaslighting-ი ანუ ფსიქოლოგიური მანიპულაცია
ქართული თეატრის სცენაზე, არა ერთ უცხოელ რეჟისორს უმუშავია.ზოგიერთი მათგანის პროექტი წარმატებული აღმოჩნდა,ზოგიერთმა კი ქართველი მაყურებელი ვერ დააინტერესა. სულ ახლახან, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის აფიშაზე, წარმოშობით უკრაინელი, რუსულ-გერმანული განათლების რეჟისორის, 2006 წლიდან კი გერმანიაში მცხოვრები ანდრი ჟოლდაკის სახელი გამოჩნდა - სპექტაკლით „ლურჯწვერა“. ქართველი მაყურებელი ასე თუ ისე ჟოლდაკს იცნობს, უფრო მეტიც მის მიერ დადგმული სპექტაკლი, ქართულ სცენაზე უნახავთ კიდეც.
ქართველი მაყურებელი, უცხოელი რეჟისორების ქართულ სათეატრო სივრცეში მუშაობით ასე თუ ისე, ჯერჯერობით, გათამამებული არ ვართ, მაგრამ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის, სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის მონდომება, იმ ფონზე, როცა ქართველი რეჟისორების გარკვეული ნაწილი ძილბურანშია, ახალ სეზონს აღგდენილი ან ძველი სპექტაკლებით ხსნიან და სამწუხაროდ, მაყურებელს ახალს ვერაფერს სთავაზობენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, დოიაშვილის ძალისხმევით, 99-ე სეზონს ცნობილი და პრესტიჟული რეჟისორის პრემიერით ხსნის. პრემიერამდე იყო ქასთის შერჩევის პროცესი, რომელიც ათობით ახალგაზრდა მსახიობმა გაიარა. ჟოლდაკი ეძებდა უნივერსალურ მსახიობებს, რომლებსაც მხოლოდ გარდასახვის უნარს როდი გამოარჩევდა, არამედ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: ტექნიკას, პლასტიკას, სხეულის ფორმას, ხმას, დიქციას, ექსცენტრულობასა და არტისტულ ქარიზმას. სწორედ ამ ნიშნით აირჩია მან მსახიობები სპექტაკლისთვის.
ახალმა თეატრმა, ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ნამდვილად ახალია, (ყველანაირი გაგებით) - სივრცე, დარბაზი, ატმოსფერო, სპექტაკლები და მსახიობები, რომლებიც, როგორ დრამაში, ასევე ქორედრამაში, მიუზიკლებსა და ვოდევილებში ერთნაირი წარმატებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე. დოიაშვილის ახალი თეატრის კარი ღიაა გამორჩეული ახლაგაზრდა (და რა მხოლოდ) რეჟისორებისთვის, მსახიობებისთვის, სცენოგრაფებისთვის, მუსიკოსებისთვის. ეს რომ ასეა, თეატრის რეპერტუარი და ამ სპექტაკლების პროგრამებიც ცხადყოფს. ამიტომაც არის მაყურებლის დიდი ინტერესი ამ თეატრის მიმართ.
ჟოლდაკი ჩვეულებრივი მანიპულატორია, რომელმაც შეძლო მაყურებლიდან დაწყებული, თეატრის კრიტიკოსებითა და სათეატრო სფეროს წარმომადგენლებით დამთავრებული, ეჭვი აღეძრა იმაში, თუ რა ნახეს: „ლურჯწვერა“ თუ „ სისხლიანი ქორწილი“?. სპექტაკლმა სასიამოვნოდ გააოცა და განაცვიფრა მაყურებელი. ამაში კი დიდი როლი, რეჟისორთან ერთად, სცენოგრაფმა დანიელ ჟოლდაკმა, კოსტუმების მხატვარმა სიმონ მაჩაბელმა, განათების მხატვარმა მიხეილ ბაქრაძემ, ხმის რეჟისორმა ემზარ ბეგიაშვილმა, რეჟისორის ასისტენტებმა ანნა დოიაშვილმა, გურანდა იაშვილმა, გიორგი კლაინმა, ტექნიკურმა რეჟისორმა ნინო ჭავჭავაძემ შეიტანეს და რა თქმა უნდა მსახიობებმა: ნინო კასრაძემ, შაკო მირიანაშვილმა, ნანა ბუთხუზმა, ზუკა პაპუაშვილმა, მარიამ ბალახაძემ, ელენე თავართქილაძემ, მიხეილ აბრამიშვილმა, ანდრო ბარათაშვილმა.
ჩვენს წინ თამაშდება მითი, რომელიც ცხოვრებაზე რეალურია, ვუყურებთ წარმოდგენას, რომელიც ბოდვას გავს, რომელიც რეალურზე უფრო რეალურია. „ამბავი პოეტურ სიყვარულზე - პოეზიისა და სიყვარული გარეშე“ - ბევრი ურთიერთ გამომრიცხავი კომპონენტი თუ მოვლენა გვხვდება სპექტაკლში. მაყურებელი მზად უნდა იყოს, რომ აქ ნეიტრალური არაფერია, არამედ რადიკალური პოლუსები ქმნიან ქაოსს, ამიტომაცაა, რომ ალოგიკური ლოგიკურად, ხოლო არარეალური რეალურად გვეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურ მანიპულაციასთან ფრთხილად უნდა იყო და როცა მანიპულატორ ჟოლდაკის მორიგ ნამუშევარზე მიდიხარ ელოდები რაღაც არაორდინალურს, სადაც ყველა წესი და კანონი ფორმით უგულვებელყოფილია, ხოლო არსი არა.
ფანტასმაგორია, იგივე ბოდვითი ჩვენება, თავისათავად მოიაზრებს, სხვადასხვა ჟანრის, სიტუაციის, მოცემულობის შერწყმას, ისე როგორც ერთ კონკრეტულ სპექტაკლში გვხვდება სხვადასხვა ხერხი და ფორმა. მაყურებელი სპექტაკლის მსვლელობისას უცქერდა საოპერო, საბალეტო, დრაამტული თეატრის ნაზავს.
რეჟისორისთვის „ლუჯწვერა“ თუ „სისხლიანი ქორწილი“ წყაროა, მასალა ინდივიდუალური, თვითმყოფადი, სუბიექტური ასოციაციებისთვის. მან თავს მისცა უფლება ის ეფიქრა, რაც უნდოდა, ის ეგრძნო რაც უნდოდა, გაეცინა იმაზე, რაზეც თავად მოუსურვებდა ეცინა ან ეტირა. მძაფრსიუჟეტიან ფანტსამაგორიას იუმორიც სდევდა და მსახიობების პროფესიონალიზმმა (განსაკუთრებით მესამე მოქმედებაში) სუსტი გულის მქონე ადამიანებს გადაგვატანინა ის, რაც ვნახეთ. ბევრი საინტერესო მეთოდი, რეჟისორული ხრიკი თუ გადაწყვეტილება ჰქონდა, უცხოელ რეჟისორს, 2 საათსა 10 წუთში წარმოდგენილი. (დროის სიდიდემ გული არ გაგიხეთქოთ, პირიქით ვერც კი ხვდებით ეს დრო როდის გადის).
არაერთხელ მომისმენია, ნინო კასრაძეზე: „რობიკოს შემდეგ, ნინო, ის ნინო აღარ არის“... „ლუჯწვერა“ დასტური იყო სწორედ იმის, რომ ნინო კასრაძე სხვაა და სხვა სიმაღლეზეა. კასრაძემ სრულიად დაივიწყა ვინ იყო იგი! სცენაზხე ის 20 წლის ახტაჯანა, ფსიქოლოგიურად მძიმე, ზოგჯერ აღვირახსნილი, ზოგჯერ მშვიდი ქალიშვილს წარმოგვიდგენს და სპექტაკლის მსვლელობისას გვიჩვნებს ამ გოგონას გზას მის დაღვინებებამდე, დაქალებამდე. ფინალში ნინო კასრაძის გმირი მებრძოლი, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე გონიერი ქალია. ასეთ გარდასახვას კი მსახიობმა მისი ნიჭიერებით, ძალით და ოსტატობით მიაღწია. შტამპები თუ მითები მის შესახებ, სადღაც გაქრა.
შაკო მირიანაშვილი სამსახიობო ოსტატობის მასტერკლასს სთავაზობს მაყურებელს. ქმნის, „დედიკოს ბიჭის“, უსუსურის, შემდეგ კი მოძალადე, გავლენიანი კაცის მხატვრულ სახეს. მსახიობი არცერთი წამით არ არის ხელოვნური, ყოველი მისი მოქმედება და სიტყვა უემოციოდ არ ჟღერს და არც ქრება მაყურებლის მეხსიერებიდან.
ზუკა პაპუაშვილმა, მშვიდობის მტრედის ფერებში და ხასიათში ვერაგი პერსონაჟი წარმოგვიდგინა, რომელიც ყველანაირ სიმშვიდეს ანგრევს, ანადგურებს, საკუთარი ვნების, ჟინის, სურვილების დასაკამყოფილებლად. ზუკა პაპუაშვილმა არა ერთ გზის დაადასტურა თავისი ნიჭიერება, მეტადრე ისეთ სცენურ პარტნიორებთან, როგორც ნინო ბურდული ან ნინო კასრაძეა. ის მათ ვერ შთანთქეს, ვერ დაჩრდილეს. ახალგაზრდა მსახიობს ამაში კი ხელს უწყობს: ფაქტურა (რომელიც ისედაც დადებითად განგაწყობს), პლასტიკა, ფიგურა, მეტყველება და სამსახიობო ოსტატობა, სხვათა შორის, ზომიერი სიშიშვლეც, რომელიც მხატვრულობას და ესთეტიკურობას არ სცდება. ზუკა პაპუაშვილი უდავოდ პერსპექტული მსახიობი მგონია.
ნანა ბუთხუზი, დაქვირევივებული, შვილმკვდარი დედის პერსონაჟის მხატვრულ სახეს ქმნის, იგი ვულკანივით იფრქვევა სცენაზე, წვავს და ანადგურებს ყველაფერს. შთამბეჭდავად, წარმოგვიდგინა, მისია, რომელიც მას დააკისრეს. ყვირილი სცენას იშვიათად უხდება, ეს ის იშვიათი თამაშია, სადაც ვულკანური ამოფრქვევა საინტერესო და შთამბეჭდავია. მარიამ ბალახაძე, როგორც მსახიობი-შემსრულებელი „ლურჯწვერას“ ერთგვარი მარგალიტია, რომელიც შესანიშნავად ასრულებს ტანგოს, რომელსაც პარტნიორობას სახლის კარი უწევს.
სპექტაკლში ასევე ელენე თავართქილაძე (სტუდენტი) და მსახიობი ანდრო ბარათაშვილი მონაწილეობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდურად ჩნდებიან სცენაზე, ისინი ასე თუ ისე ახერხებენ, შესაძლებლობების წარმოჩენას. თავს ართმევენ რეჟისორის დაკისრებულ მოვალოებას და ოსტატი მსახიობებისთვის ღირსეულად, სასცენო პარტნიორობის გაწევას.
„გემრიელ ლუკმაზე“ ბოლოს ვიტყვი, ეს მიხეილ აბრამიშვილია, როგორც მსახიობი და სპექტაკლში საოპერო არიების შემსრულებელი. მაყურებელი თავად ნახავს, როგორ რთულ პირობებში უწევს, მსახიობს ფიზიკური დატვირთვის, როლის თამაშის შემდეგ, არიების შესრულება, ისე რომ ვერც კი ხვდები, რომ ორი წუთის წინ, ეს მსახიობი სცენაზე იდგა და დარბოდა, დაღლილია, ან სუნთქვა არ ჰყოფნის, პირიქით, ის სრული სიმშვიდით და ექსპრესიით ასრულებს არიას. სპექტაკლის განსაკუთრებული ხიბლია ცოცხლად გახმოვანებული მსახიობების მოქმედებები. პარტერიდან მაყურებლის დასახანად პერსონაჟებს ახმოვანებენ მსახიობები: გიორგი ქლაინი, მარიამ ბალახაძე და ანდრო ბარათაშვილი.
მაყურებელმა თავად უნდა ნახოს, ჟოლდაკის დატრიალებული ქარიშხალი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, რათა დარწმუნდეს, რომ ხელოვნება არღვევს წესებს და კანონიკის რღვევა ნამდვილი შემოქმედებითი ჯგუფის ხელში, იღებს განსაკუთრებულ შედეგს.
თუ მზად ხარ, რომ ჟოლდაკის Gaslighting-ს ანუ ფსიქოლოგიური მანიპულაციას გაუძლო, მაშინ „ლუჯწვერა“, ვასო აბაშიძი სახელობის ახალ თეატრში შენ გელოდება. მთავარია, გაიაზრო, რომ ჟოლდაკი მანიპულატორია და ეს ის მომენტია, რომ საკუთარი თავი აიძულო, მანიპულატორს არ ეომო, შეჰყვე თამაშში და მისგან ბევრი რამ წამოიღო.. შეჩერდე, იფიქრო, თავი დაიძვრინო და გააგრძელო... გაგრძელება ყველაზე რთულია?! არა! ჟოლდაკის ნახვის შემდეგ, ისეთი ადვილი არაფერია, როგორც გაგრძელება!