top of page

არ მჯერა!

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

274126183_658943335370819_1290656722934084565_n.jpg

თამთა ქაჯაია

არ მჯერა!

 „ეს არის იაფი პროვინციული თეატრის კანონი -

ყველა გამარჯვებული ფრაზის ზემოთ და ქვემოთ გადახტომა.

ძველად მსახიობებს უთქვამთ :

„ოჰ ,და ამ ფრაზაზე სანთელ მოგცემ“, ანუ ისე ვხტები ,

რომ მთელი აუდიტორია გაიფურჩქნება! ისე,

რამდენიმე ბალახი ხტუნავდა სცენაზე! ვინ უფრო მაღალია,

ვინ უფრო მკვეთრად წამოხტება!“ -

კონსტანტინე სტანისლავსკი

 

 

 

ახმეტელის თეატრში  „მედეა და  ოიდიპოსი“ თანამზრახველებად მოგვევლინნენ და ეცადნენ, (ნამდვილად ცდა არ დაუკლიათ), რომ კარგი გემოვნებიანი სპექტაკლი ეჩვენებინათ. სპექტაკლის რეჟისორი ირაკლი გოგია გახლავთ, პიესის ავტორი კი ანტონინ მარტო (ირაკლი კაკაბაძე). სპექტაკლის სათაურმა დიდი ინტერესი და ინტრიგა გამოიწვია ჩემში, თან როდესაც გავიგე, რომ ახმეტელის თეატრში პროტაგონისტად  რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი გვევლინებოდა  ნახვის მოლოდინი  კიდევ უფრო გამიმძაფრა. მაგრამ ჰოი საოცრებავ, სცენაზე ზესტაფონელი მედეა  (მანანა აბრამიშვილი) შემრჩა ხელში, ოიდიპოსთან (ანდრია გველესიანთან) ერთად, რომლებსაც ზესტაფონის ფეროს აფეთქება ჰქონიათ გადაწყვეტილი.  შეუცვლიათ მთავარი საფიქრალი, დაუვიწყებიათ წარსული და თანამედროვეობის სატკივარზე დაუწყიათ ფიქრი. თუმცა ეს ყველაფერი ესე მარტივად არ იწყება, როგორც მე დავიწყე სპექტაკლის ანალიზი, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან.

სპექტაკლს გიორგი ცხადაძე და  იურა ვასაძე ხსნის. ფარდა  არ იხსნება და მოქმედება დახურული ფარდის წინ მიმდინარეობს. გვექმნება განცდა, რომ მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ წინა არის და მაყურებელს დიდი მოულოდნელობები გველოდება წინ.  თუ ნებისმიერ თეატრში ტელეფონების გამორთვას გთხოვენ აქ პირიქით ჩართვისკენ მოგვიწოდებენ, რომ გავაზიაროთ სპექტაკლის ვიდეოები. „კალმის და ფურცლის დრო დასრულდა ახლა ტელეფონების დროა“  - ეს ალბათ ერთგვარი ხერხია, რომ თეატრმა მაყურებელი მოიზიდოს, რაც ნამდვილად სჭირდებათ.  მსახიობები წარმოდგენის დაწყებისას ღია კითხვებით მოგვმართავენ მაყურებელს და ინტერესდებიან ჩვენი სოციალური თუ მატერიალური მდგომარეობით. მაგალითად: - „რამდენია თვიური შემოსავალი“ - უმრავლესობა  მაყურებლისა  ვპასუხობთ და ვხვდებით, რომ წარმოდგენაზე მხოლოდ მსახიობები არ არიან მთავარი გმირები და ჩვენც, როგორ მაყურებელს რეჟისორმა ჩვენი მცირე როლი მოგვანიჭა.  ჩვენი როლი ხან როგორც მოპასუხის რანგშია ხან კი ნაფიცი მსაჯულის.  სპექტაკლი ძირითადად გაჯერებულია მუსიკალური გათანამედროვებული ტრივიალური  ტექსტებით, მსახიობების რესურსი მაქსიმალურად გამოყენებულია, მოგეხსენებათ ანდრია გველესიანი მსახიობობასთან ერთად მომღერლობასაც ითავსებს.

სულ მალე, (თუმცა ჩემთვის საკმაოდ გაიწელა დრო) გვევლინებიან ოიდიპოსი და მედეა, ისინი მაყურებლის რიგში სხდებიან და იწყებენ ტექსტის კითხვას. პარალელურად სცენაზე გადის ოიდიპოსის და მედეას ერთად გატარებული დროის ეპიზოდები რომელსაც ახლა ცოცხლად მსახიობები ახმოვანებენ. რთული იყო ჩემთვის ამ მიზანსცენის ამოხსნა, რადგან ვერაფრით დავაკავშირე და ამოვხსენი ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან. რაში სჭირდებოდა რეჟისორს  ეკრანის გამოყენება, ან მიკროფონიდან ტექსტის კითხვა, რისი თქმა უნდოდა ამით,  დღემდე ამოცანად დარჩა, თუმცა თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ სპექტაკლის ნახვას შესაძლებელია იპოვოთ კითხვებზე პასუხი.

იხსნება ფარდა და იწყება ნამდვილი წარმოდგენა, სცენაზე ხედავთ ერთად უამრავ სკამს, მხატვარი (ირაკლი ბილისეიშვილი)  არ დაიჯერებთ და ინტუიციით წინასწარ მივხვდი, რომ ახლა ლოკაციის შეცვლის დრო დგებოდა და ჩვენთვის, მაყურებლისთვის მზადდებოდა სცენაზე დარბაზი. გამიხარდა, რომ ამოვიცანი რეჟისორის ჩანაფიქრი (რადგან სხვა არაფერი იყო ამოსაცნობი) და ნაფიცი მსაჯულის ამპლუაში წარვდექით მაყურებელი. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გაგვერკვია არიან თუ არა ოიდიპოსი და მედეა დამნაშავეები. ჯერ  ღიად დავაფიქსირეთ აზრი ვისაც საშუალება მოგვეცა, შემდეგ კი ფარული კენჭისყრით გადავწყვიტეთ მათი ბედი. (არ მახსოვს მგონი, საბოლოოდ დამნაშავეებად სცნეს).

სცენაზე, სადაც ჩვენ ნაფიცი მსაჯულნი ვართ, პარალელურად ტელევიზორებია განლაგებული და  საინფორმაციო გამოშვებაა ჩართული საკმაოდ ხმამაღლა, თუ ამას დავუმატებთ  მცირე სცენაზე  გამოყენებულ მიკროფონებს (ესეც ვერ ამოვხსენი, რისთვის იყო საჭირო)  ალბათ მიხვდებით, რომ თავი სპექტაკლზე კი არა  ქუჩის შეკრებილ აქციაზე მეგონა.  აქვე აღვნიშნავ, რომ როდესაც ასეთი პოლიტიზებული ქვეყანა გვაქვს, დიდი თუ პატარა თავით არის გადავარდნილი პოლიტიკაში სპექტაკლზე მისულს კიდევ პოლიტიკური გარემო გაღიზიანებს (ერთ - ერთმა მაყურებელმა წამოძახილით აღნიშნა მიშა სააკაშვილის სასამართლოზე  ხომ არ ვართო ). ნინო ციმაკურიძის პერსონაჟი ოპოზიციას წარმოადგენს, რომელიც დაუსრულებლად და დაუღალავად იბრძვის სამართლიანობისთვის.  რისით თქმა უნდოდა ამ სპექტაკლის რეჟისორს .. თუმცა  ამაზე აღარც ვფიქრობ, რადგან ეს არის მუსიკალური წარმოდგენა სადაც  მსახიობები ცდილობენ რაღაც გვითხრან, რადგან გაუგებარია მთავარი სათქმელი.

დასასრულს მინდა, ვთქვა, რომ რეჟისორზე და მის გემოვნებაზეა დამოკიდებული სპექტაკლის წარმატება.  „დეკორაცია, რეკვიზიტი და კოსტიუმები ვერ იმოქმედებენ. უნდა იმოქმედონ მსახიობებმა, ხოლო დანარჩენმა კომპონენტებმა უნდა უზრუნველყოს მოქმედების ორგანული და დაძაბული მსვლელობა იმ  „გრძნობათა ბუნებაში“ რომელსაც ავტორის ხედვა განსაზღვრავს. „ - გიორგი ტოვსტონოგოვი“ . მინდა გამოვყო მანანა აბრამიშვილის „შესრულება“, რომელიც სტაჟითა და  გამოცდილებით დანარჩენი მსახიობებს ვერ შეედრება.  მისი მედეა ფურცელზე წაკითხული პერსონაჟია, რომელსაც მე, როგორც მაყურებელი ვერ ვიჯერებ და არ მჯერა! თეატრი - ფიქრისა და თანაგრძნობის ადგილია ამბობს ავგუსტ სტრინდბერგი თუმცა ეს ციტატა ამ სპექტაკლთან რა კავშირშია ვერ გეტყვით. და სულ ბოლოს  - „სპექტაკლში მნიშვნელოვანია გრძნობის ჩვენება, რომელიც შტამპის იდენტურია , მაგრამ შტამპი არ არის გრძნობის გამოხატვა. თუ ადამიანი ცეკვავს ეს არ არის შტამპი. შტამპი მაშინ არის როდესაც „სიხარულის გამოსახატად“ ყველაზე ზედაპირულ გარეგნულ თამაშის ხერხს მიმართავს. „ - გიორგი ტოვსტონოგოვი.

bottom of page