

„ძახილი!“ - წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის გადაძახილია. ეს გახლავთ შემოქმედებითი გუნდის მიერ შექმნილი თეატრალიზებული თხრობა ადამიანურ ღირსებაზე, სამშობლოსათვის თავდადებაზე, გმირობაზე, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ნათლისა და ბნელის მარადიულ დაპირისპირებაზე. „ძახილი!“ წინაპრების არ დავიწყების, წარსულის გადააზრების მაგალითზე აწმყოს შეფასება/გაანალიზების და მომავლის განჭვრეტის მცდელობაა.

ოკუპაციის დღეს, ორიგინალურად, მოკრძალებულად და გულწრფელი ემოციით გამოეხმაურა მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული სათეატრო დასი, რომელსაც ბოლო წლებია სათავეში უდგას ტატო გელიაშვილი. მას კარგად იცნობენ სათეატრო სფეროში, როგორც რეჟისორს, მსახიობს, სცენოგრაფს, ქორეოგრაფს - მოკლედ არტისტს, რომელიც ყველაფერს გემოვნებით, საქმისადმი სიყვარულით, პროფესიონალიზმით, მკვეთრად გამოხატული სამოქალაქო პოზიციით და რუდუნებით ქმნის თავის თანამოაზრეებთან ერთად.

საბა ასლამაზიშვილმა და მანანა ანთაძემ, გიორგი კაშიასგან განსხვავებით, პროზაული ნაწარმოების გასცენურებისას, პერსონაჟთა სამეტყველო ენა გაათანამედროვეს, მოთხრობაში არსებული ზოგიერთი პერსონაჟი ამოაგდეს, მაგალითად ესმა - მარინეს დედა, ასევე, დავით კარუგდელაძე (კაშიას სპექტაკლში რამის მთავარ პერსონაჟად ქცეული), მისი მეუღლე - ნატალია, და, ზემოთ, როგორც ვთქვი ახალი პერსონაჟი - მუნჯი მ თხრობელი - დაამატეს.

სახელმწიფო და თეატრი - საუკუნეები დასჭირდა ამ ურთიერთობის დალაგებას - გვახსოვს ის დროც, როცა სახელმწიფო თეატრს პოლიტიკურ იარაღად იყენებდა და ურჩი რეჟისორები რეპრესიის მსხვერპლნი ხდებოდნენ და მძვინვარებდა ცენზურა. არც ის დროა შორს როდესაც ჩნდება პოლიტიკური თეატრის, ამჯერად იმდროინდელი წყობის წინააღმდეგ მიმართული (ბერტოლდ ბრეხტი და სხვანი).

კლდიაშვილს პროზასა თუ დრამატურგიაში ეროვნული ნიშან-თვისებები, მახასიათებლები, საზოგადოებაში არსებული სოციალური, ყოფითი თუ პიროვნული პრობლემები სულში ჩამწვდომი იუმორნარევი ტკივილით აქვს ასახული, ამავდროულად, მწერლის სტილი სხარტი, მოქნილი, ძალდაუტანებელია. მის ნაწარმოებებში პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირების მწვავე პრობლემატიკაა დასმული.

მაშინ, როცა ქართული თეატრების უმრავლესობა, ხოლო ზოგიერთი თეატრის მხოლოდ დასის წევრები გაიფიცნენ და პროტესტმა დარბაზებიდან ქუჩებში გადაინაცვლა, გამაყრუებელი ხმაურის, მარშების და აქციების პარალელურად, თბილისის ქუჩებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრის „სტუდია მოდინახეს“ აფიშა გამოჩნდა, რომელიც პრემიერას იუწყებოდა. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტმა რეჟისორმა (ავთანდილ ვარსიმაშვილის ჯგუფი) გიორგი ჭანტურიამ მიხო მოსულიშვილის პიესა „უკანასკნელი თოლია“ დადგა. სპექტაკლი ჟიული შარტავაზე.

არსებობს წიგნები, რომლებიც არ გბეზრდება, რამდენჯერმე უბრუნდები და ასაკის ცვლასთან ერთად, სხვანაირად აღიქვამ, სიახლეებს აღმოაჩენ. ძალიან რთულია, შექმნა პროფესიული ლიტერატურა, რომელსაც ექნება, როგორც სამეცნიერო, ასევე მხატვრული ღირებულება. მხატვრული ლიტერატურის თუ პროფესიული ნამუშევრების შემქმნელ ავტორთა შორის, მყავს ფავორიტები, რომელთა გადაკითხვა თუ მათზე მუშაობა, არასდროს მბეზრდება.

ყველასათვის ცნობილმა რეჟისორმა, ზურაბ გეწაძემ, 22 ნოემბერს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტალურ სცენაზე, (ტექსტი - ბასა ჯანიკაშვილი) „მშვიდობით თემურ“ პრემიერა წარმოდგვიდგინა. აღნიშნული პიესა გროტესკითა და შავი უიმორითაა გაჯერებული თუმცა, მასში განვითარებული იუმორით გადმოცემული პარადოქსულობა, აბსურდის თეატრის ელემენტებსაც შეიცავს - რეჟისორის წინამორბედი სპექტაკლებიც ხომ ამავე ჟანრის სპექტაკლებია („მელოტი მომღერალი ქალი“, „მარტორქები“).

პერსონაჟს ყოველდღიური, საოფისე ჩაცმულობა აქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დეკორაციაც საკმაოდ მინიმალისტურია და მთავარ რეკვიზიტად რჩება დიდი ხავერდისფერი ე.წ. ფარდა, რომელშიც პირველ მოქმედებაში მთავარი გმირი დროდადრო თავადაც გაეხვევა ხოლმე, რომ თვალნათლივ გვანახოს სცენები, რომლებიც მის ცხოვრებაში გათამაშდა.

კომედიის ფესტივალის ფარგლებში რუსთავის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი - კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო. სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ რუსთავის თეატრის მსახიობები (ირაკლი ჯიშკარიანი, ანდრია ვაჭრიძე) და თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები (ვატო სანიკიძე, სოფი ხიზანიშვილი, კესო დვალიშვილი, მაშიკო თვალაბეიშვილი, ნინი ურუმაშვილი, მარიამ მღებრიშვილი, ნინა შონია) სპექტაკლის რეჟ ისორია სოსო ნემსაძე, რომელიც თავის მხრივ, ასევე პედაგოგია სტუდენტების.

რამაზ იოსელიანის ჰელვერს ასაკი არ აქვს, იგი მეოცნებე, სულელური აზრების, საცოადავი თუმცა გულწრფელი, სუფთა პერსონაჟის სახეს ქმნის. იოსელიანის მიერ, გათამაშებული დეტალი, ყველა ქცევა, ყველა სასცენო მოძრაობა მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. იგი ახერხებს, პერსონაჟის ყველა შრე გააერთიანოს და თანმიმდევრულად გამოხატოს, რითაც დამაჯერბლობას იძენს.

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ხშირად გვანებივრებს საინტერესო, ღრმა, მრავალფეროვანი და ემოციური სპექტაკლებით. ამ მხრივ აღსანიშნავია როგორც საშუალო თაობის, ისე დამწყებ რეჟისორთა წარმოდგენები, კერძოდ, დავით ჩხარტიშვილის ტრილოგია ფროლიან ზელერის „ვაჟიშვილი“, „მამა“, „დედა“, ნანუკა ხუსკივაძის „გაუგებრობა“, გიორგი თენაძის „ოთარაანთ ქვრივი“ და სხვა.

უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ კლასიკური ტრაგედიის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე აქტუალობა არ დაუკარგავს (ამაზე დიდი ხანია აღარავინ დაობს და თავისთავად ცხადია). პიესის ღრმა ფილოსოფიური და ემოციური შრეები საშულებას აძლევს თითოეულ თაობას ტექსტში საკუთარი თავი, ცხ ოვრება და სამყარო დაინახოს.

უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ მსოფლიოში ალბათ იმდენჯერ დაიდგა და იმდენმა დადგა, რამდენი ათწლეულიც გავიდა მისი შექმნიდან და რამდენი თეატრიც ყოფილა და არსებობს. დანიის უფლისწულის ამბავი საქართველოშიც უყვართ (1858 წლის პირველი თარგმანიდან) და საკმაოდ ხშირადაც წარმოადგენენ ხოლმე. განსაკუთრებით, ბოლო წლებში. მათგან, ზოგმა „იცის“, რაზე და რატომ დგამს ამ, „ჟამთა სიავის ამსახველ ტრაგედიას“, ზოგი უბრალოდ, დგამს.

დამოუკიდებელი თეატრის „ჰამლეტი“ ახალგაზრდული სულისკვეთებით დადგმული სპექტაკლია. „თუ გინდა, ახალგაზრდად დარჩე, ახალგაზრდული თვალით შეხედე სამყაროს...“ - გაისმის კიდეც ასეთი ფრაზა სპექტაკლის პროლოგში. „ჰამლეტი“ კერძო და ამავდროულად თავისუფალ „ჰარაკში“ მისმა მხატვრულმა ხელმძღვანელმა სანდრო კალანდაძემ დადგა. რეჟისორმა გარშემო შემოიკრიბა სხვადასხვა თაობის არტისტები, რომელთაც ბევრი რამ აერთიანებთ და შექმნეს სამ ნაწილიანი წარმოდგენა, რომელიც ეხმიანება არა მხოლოდ დღევანდელობას, არამედ ერთგვარი გაფრთხილებაცაა მომავლისთვის. რა შედეგზე გადის ბრძოლა ძალაუფლებისთვის?! ფინალში ვხედავთ გვამებით მოფენილ სიცარიელეს, სიბნელეს, სიჩუმეს.

გაფრთხილება: თუ სპექტაკლი არ გინახავთ, მაშინ ჯერ ნახეთ და წინამდებარე ტექსტი მერე წაიკითხეთ, რადგან წერილში გამოყენებული ტერმინოლოგია და ფრაზები მომდინარეობს წარმოდგენიდან. თუ მაინც შენსას არ იშლი და ცნობისმოყვარეობა გკლავს, მაშინ მომზადებული მაინც უცქირე (და აუცილებლად ბოლომდე) ახალი თეატრის დადგმას „სირანო უნდა მოკვდეს“

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, უკვე რა ხანია, პოპულარობას ქართველ მაყურებელში არ კარგავს, პირიქით, ყოვლედღიურად იხვეჭს სახელს, დღითიდღე ამრავალფეროვნებს რეპეტუარს. თეატრმა ჟოლდაკის ფანტასმაგორიით გახსნილ სეზონს მეორე პრემიერა შეაშველა - „სირანო არ უნდა მოკვდეს“. თარგმანი ირინა ბაგაურს ეკუთვნის, პიესის ავტორი კი, ლეონარდო მანძანი და როკო პლაჩიდი არიან, სპექატკლის მხატვარი ჯუზეპე სტეალტოა, კოსტუიმებზე კი, გრაციელა პეპემ და დავით გევქოვმა იმუშავეს, მუსიკის ავტორები, ალესანდრო ლევრერო, ფრანკო ვიზიოლი და ერეკლე გეწაძე არიან, ეს უკანაკნელი კი დიჯეის როლში გვევლინება სცენაზე.

ზუგდიდის თეატრში დავით კლდიაშვილის სახელგანთქმული მოთხრობა გიორგი კაშიამ ალექსანდრე ქოქრაშვილის ინსცენირების მიხედვით განახორციელა, თუმცა, კვლავ რეპეტიციებზე მიგნებული ტექსტისა და მოვლენების იმპროვიზირებით. სპექტაკლი ჩვენი საუკუნის ატრიბუტიკით, - მანქანით, მობილური ტელეფონებითა და ნარკოტიკების მომხმარებელ-მოხმარებით შეივსო, ხოლო ორი დროის ტანდემი „ნეიტრალური“ პოზიციით განზავდა, რაც აისახა კოსტუმებით, თანამედროვე ტექსტებში დროდადრო გაჟღერებული იმერული კილოკავით.

გიორგი კაშიას და ზუგდიდის თეატრის „სამანიშვილის დედინაცვალი“ სულის შემძვრელი სპექტაკლია, თუკი მას არა მხოლოდ შევხედავთ, არამედ განვჭვრეტთ. მასშია არა ნათქვამი, არამედ რეალიზებული დეკონსტრუქცია იმ დესტრუქციული პარადიგმისა, დესტრუქციული დროისა, რომელსაც ქვია პრეზენსი - ამ შემთხვევაში ქართული, და არა აწმყო. რადგან დიდი სხვაობაა აწყმოსა და პრეზენსს შორის, და მისი არსი უნდა გმოვ თქვათ: აწმყო არის ის, რაც ეხლაა და რაც ჩაივლის, და შეიცვლება სხვა აწმყოთი, როგორც მდინარეში იცვლება წყალი;

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე ავსტრიელი დრამატურგის პეტერ ტურინის პიესა „ერთად ალცჰაიმერით ცხოვრება მშვენიერია“, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ დადგა. პიესა ავსტრიული მხარის თანხმობით სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის, მზია გარდავაძემ თარგმნა.

დარბაზში შესული მაყურებლის თვალწინ ნაცნობი გარემო იშლება. სცენა დატვირთულია დეკორაციით, რომელიც პირველივე ასოციაციით სოფლის ღარიბ, თბილ კერას მოგვაგონებს, მაგრამ სიმბოლური დატვირთვა არ წარმოადგენს. სახლს თეთრი ფარდა ორ ნაწილად ყოფს, პირველი ნაწილი დატვირთულია ავეჯით: ხის კარადები, დივანი, ტანსაცმლის საკიდი, მაგიდა, კედლები რომლებიც ღუმლის კვამლისგან და სიძველისგან არის ჩაშავებული ზედ კი ხალიჩა და ხატები კიდია. მეორე მხარეს თეთრი თხელი ფარდა ფარავს, რომელსაც ლანდი გასდის და მის უკან მიცვალებული ასვენია.

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის თეატრისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გააქტიურდა. რამდენიმე წლის წინ, ამ ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში შედგა პრემიერა სპექტაკლისა „კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“, რომელშიც რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

საზოგადოების ცხოვრებაში, რომლის წევრების ურთიერთობები და დესტრუქციული ყოფა მდორედ და თითქოს დროის მიღმა ვითარდება, ხოლო მოვლენების ერთგვარობა ერთმანეთს ჯაჭვურად გადაეცემა თუ ერთიდან მეორეში გადადის - მყარი და სტაბილური არაფერია. საზოგადოების - რომელსაც საყრდენები არ გააჩნია და აღარაფერი შეუძლია, თავის გადარჩენაზე მხოლოდ ფიქრისა და გადარჩენის წარმოსახვითი გზების ძიების გარდა. მაგრამ ყველაზე უიმედო და გამოუვალ ვითარებაშიც, ყოველთვის ჩნდება ვიღაც, ვინც არღვევს ყოფიერების მდორე და მოჩვენებით მსვლელობას და დამარცხების საფასურად, იმარჯვებს.

ტურინი პიესებში განსაკუთრებით ყურადღებას აქ ცევს სოციალური კრიტიკისა და თანამედროვე ცხოვრების ტრაგიკომიკურ ასპექტებს. ტურინის დრამატურგია ხშირად აღწერს ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებს, ინდივიდის მარტოობას, მარგინალიზაციას, სოციალური უთანასწორობისა და იმედგაცრუების თემებს. ტურინის ტექსტებში მნიშვნელოვანია სოციალური რეალიზმი და კრიტიკული ანალიზი, რაც მის ნამუშევრებს საზოგადოებისთვის აქტუალურ და დამაფიქრებელ მასალად აქცევს.

ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ თავისუფალი ადაპტაციის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, ქვესათაურით „სირანო უნდა მოკვდეს“ შემოგვთავაზა ახალმა თეატრმა 1 ნოემბერს თეატრში მისულ მაყურებელს. თარგმანის ავტორია - ირინა ბაგაური; პიესისა და დადგმის ავტორი - ლეონარდო მანძანი და როკო პლაჩიდი; მხატვარი - ჯუზეპე სტელატო; კოსტიუმების მხატვარი - გრაციელა პეპე, დავით გევორქოვი; მუსიკა - ალესანდრო ლევრერო, ფრანკო ვიზიოლი, ერეკლე გეწაძე; ტექნიკური რეჟისორი - ეკატერინე გაბაშვილი; განათების მხატვარი - მიხეილ ბაქრაძე, ოთარ კალანდაძე; ხმის რეჟისორი - კახა ხოშტარია, ბაჩო შუბითიძე-ხატიაშვილი;

სასოწარკვეთილების მტანჯველ, ხანგრძლივ გზაზე მარტო დარჩენილები
თბილისის სამეფო უბნის თეატრში დაგხვდებათ დრამა ერთ მოქმედებად, სადაც
სიტყვები ვერ გადმოსცემენ პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობას, ხოლო სიჩუმე
უფრო მეტყველია, ვიდრე კომუნიკაცია. იუნ ფოსესკალამს ეკუთვნის პიესა
„მკვდარი ძაღლები“, რომელიც დავით ხორბალაძემ დადგა.

ახალი თაობის - ყოველი ახალი რეჟისორის (მსახიობისა და სხვების) გამოჩენა (უკვე სტუდენტობის პერიოდიდან) იწვევს ინტერესს. და მათ „თვალთვალის“ ობიექტებად აქცევს. და ინფორმაციაც, ვიღაც „ახლის“ შესახებ, თეატრალური სფეროს წარმომადგენელი თუ მოყვარული საზოგადოების ერთი ჯგუფიდანს სხვებს გადაეცემა. ყოველთვის არსებობს „აღმოჩენის“ მოლოდინი, რომელიც ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ, ბუნებრივია, არა. როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, რეალობასა და ხელოვნებაში, შედეგი ყოველთვის და ძირითადად, ორია - კი ან არა.

ჩემი მიზანია არ დამცდეს სპოილერი, თუნდაც უმცირესი ოდენობით (თუკი არ ჩავთვლით ერთ ფრაზას...). რადგან ესაა სპექტაკლი-საიდუმლო, და მისი იდუმალება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გასტანს მისი არარეპროდუცირებადობა ტექნიკური საშუალებებით, და მერე ფოტოებისა და ვიდოების გამოფენა სოციალურ ქსელში. თავი შევიკავოთ ამისგან, აუცილებლად! - თუ გვინდა, რომ არ მოვკლათ „ბავშვი“... რადგან „ბავშვი“ (ბრჭყალებში) ესატყვისება ჩემთვის ამ სპექტაკლის სახეს, მის სიმბოლოს. „რა ეშველება ორ მილიარდ ბავშვს?!...“ მაპატიეთ მეორე ფრაზისთვის... „ყურადღება!... ასე ვთქვათ.“

ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი კაშია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში პირველად დგამს დავით კლდიაშვილს, სამანიშვილის დედინაცვალი - ინსცენირების ავტორი - ალექსანდრე ქოქრაშვილი. (მანამდე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში საინტერესი და ორიგინალური დადგმა „ირინეს ბედნიერება“ შესთავაზა მაყურებელს)

მესხიშვილის თეატრის „ჰელვერის ღამეს“ ინტერესით რომ ელოდა მაყურებელი ლოგიკურია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის გიორგი თავაძის პირველი სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში და მეორე იმიტომ, რომ სპექტაკლში მონაწილეობს თანამედროვე ქართული თეატრის სცენის ორი განსხვავებული და თითქოს შეუთავსებელი ოსტატი: ევა ხუტუნაშვილი და რამაზ იოსელიანი. ამასთანავე რა დასამალია და სარისკო იყო, გიორგი მარგველაშვილის გრიბოედოვის თეატრში წარმატებული სპექტაკლის შემდეგ, „ჰელვერის ღამის“ ახალი რედაქციის შექმნის მცდელობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მესხიშვილის თეატრის დადგმა რადიკალურად განსხვავებულია მისი წინამორბედებისგან.

ინტრიგებით და ვნებებით სავსე ვენეცია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რუმინელმა რეჟისორმა ადრიან ჯურჯეამ გააცოცხლა. წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თამაშდება, სადაც ორივე მხარეს მაყურებელთა სკამებია განლაგებული. პერსონაჟთა სამოქმედო არეალი კი მაყურებელთა შორის არის „გაჭრილი“ ვენეციური არხივით.

ნინო მაღლაკელიძე ხელოვანი მკვლევარია, „თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიის“ („CARL -Art Laboratory”) და „24-საათიანი თეატრის ფესტივალის“ დამფუძნე ბელი, რომლის ძირითად ფოკუსს სხვადასხვა თემატიკის ექსპერიმენტული პერფორმანსები წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში ეს თემები ეხება ადამიანის, როგორც ინდივიდის საკუთარ თავთან, გარემოსთან თუ საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ამ ურთიერთობებისას წარმოშობილ სირთულეებს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თვალთმაქცობის სამყაროში! სადაც ყველაფერი მორალური ამორალურია და ყველაფერი ნამდვილი - ყალბი. ამ საუფლოში მორალური პრინციპებით მცხოვრები ადამიანები ფარისევლები არიან, უზნეოდ მცხოვრები ადამიანებიც ფარისევლები არიან, ყველა ფარისეველია, მათ შორის ის, ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებს“ - ვკითხულობთ ილიაუნის თეატრში ახლახან განხორციელებულ, ქეთევან სამხარაძის სპექტაკლის „მიზანთროპი“ანოტაციაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ანოტაციის შინაარსი თანხვედრაშია სპექტაკლის კონცეფციასთან. ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ რისი ჩვენება და რაზე საუბარი სურს რეჟისორს.

ერთდროულად რთულ და საინტერესო თეატრალური პროცესების კვალდაკვალ საფესტივალო ცხოვრება და სიახლეები გრძელდება. ბათუმში ზაფხულის ხმაურის ჩაწყნარება დიდად შესამჩნევი არ აღმოჩნდა, რადგან შემოდგომის პირველ თვეში ბათუმის II საერთაშორისო თოჯინების თეატრალურმა ფესტივალმა ქალაქი ხელახლა აახმაურა.
ფესტივალი 23-27 სექტემბერს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალმა მეორე სეზონში შეიძინა ახალი სტატუსი და გრძელდება საერთაშორისო ფესტივალის სახელით.

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას თეატრმა 157-ე სეზონი პრემიერით, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „კუკარაჩა“ ახლებური სცენური ვერსიით გახსნა. დადგმის ავტორი, რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძეა, რომელსაც უფროსი თაობის თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შორის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სცენაზე გადატანის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.

ქართული თეატრის სცენაზე, არა ერთ უცხოელ რეჟისორს უმუშავია.ზოგიერთი მათგანის პროექტი წარმატებული აღმოჩნდა,ზოგიერთმა კი ქართველი მაყურებელი ვერ დააინტერესა. სულ ახლახან, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის აფიშაზე, წარმოშობით უკრაინელი, რუსულ-გერმანული განათლების რეჟისორის, 2006 წლიდან კი გერმანიაში მცხოვრები ანდრი ჟოლდაკის სახელი გამოჩნდა - სპექტაკლით „ლურჯწვერა“. ქართველი მაყურებელი ასე თუ ისე ჟოლდაკს იცნობს, უფრო მეტიც მის მიერ დადგმული სპექტაკლი, ქართულ სცენაზე უნახავთ კიდეც.

რევაზ ლაღიძის „ლელა“ კაცობრიობის მარადიულ თემებს ეფუძნება - სიყვარულის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეას. გოჩა კაპანაძის დადგმა კი აქცენტს ბედისწერასა და ემიგრაციაში იძულებით გადახვეწილი ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე აკეთებს. აქ კონფლიქტს სწორედ ბედისწერასთან ბრძოლა წარმოშობს, რომელიც კერძო პრობლემას სცდება და სამშობლოს ინტერესებს კვეთს - ბრძოლა თავისუფლებისთვის სამშობლოს დასაცავად აერთიანებს დაპირისპირებულ, კონფლიქტში მყოფ ადამიანებს. სწორედ ამ იდეას ემყარება „ლელას“ ახალი დადგმა, რითაც ჟანრობრივად ოპტიმისტურ ტრაგედიას უტოლდება.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის რებრენდინგი არა მხოლოდ სახელწოდებაში, ახალ შენობასა და სცენაში, არამედ შემოქმედებით პროცესებშიც გამომდინარეობს. ახალი თეატრის რეპერტუარი საკმაოდ მდიდარია, რადგან მოიცავს როგორც დრამატულ დადგმებს, ისე ქორეოდრამას, მიუზიკლს, ვოდევილებს და სხვადასხვა სახეობისა თუ სტილის სპექტაკლებს.

მსოფლიოში აღიარებულ, წარმოშობით უკრაინელ რეჟისორს ანდრი ჟოლდაკს ქართველი მაყურებელი ქეთი დოლიძის წყალობით იცნობს (ისე როგორც მიხეილ მარმარინოსს), თავის მხრივ, უკრაინელი რეჟისორიც უკვე კარგად იცნობს საქართველოს და ქართველებს, ამიტომ არ გასჭირვებია და არც სურვილი დაჰკარგვია მას მეორედ („დედოფალი ლირის“ შემდეგ) ემუშავა ქართველ მსახიობებთან.

უნდა ითქვას, რომ ჩვენს სასცენ ო რეპერტუარში პოლიტიკური სპექტაკლების ხელმეორედ დამკვიდრება პოზიცია-ოპოზიციის ჭიდილის ფონზე მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენათა მონაწილენი ქუჩაში მიმდინარე პროცესების უშუალო მონაწილენიც კი არიან. ცხადია ამგვარ ვითარებაში სცენიდან ნათქვამი სიტყვა განსაკუთრებით მართალი და ემოციურია.

ქართული თეატრი, დღეს, ხშირად გვთავაზობს სპექტაკლებს, სადაც რეალობის ბნელი მხარეა წარმოჩენილი. ზოგან კომედიური ქარაგმებით, ზოგან მთელი სიმძიმითაა გადმოცემული საქართველოს ჭირი. მსგავსი დოკუმენტური თუ პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სპექტაკლები საჭირო და აუცილებელია საზოგადოების ტონუსში მოსაყვანად, გამოსაფხიზლებლად.

გოჩა ხვიჩიამ პიესაზე სამუშაოდ სხვადასხვა თეატრის ხელოვანები გააერთიანა: სცენოგრაფი და ქორეოგრაფი ტატო გელიაშვილი, რეჟისორის თანაშემწე ირაკლი ნავერიანი, ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თ ეატრის მსახიობი მარო ჯოხაძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი თათია თათარაშვილი, მარნეულის თეატრის მსახიობები ქეთი აბაშიძე და ზურა ხაფთანი.

ჭიათურის თეატრის სპექტაკლი „ბოშები“ ნანახი არ მქონდა, თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს და არც სხვა სპექტაკლები მაქვს ნანახი, ჩემდა სამარცხვინოდ! და ამ გაგანია ზაფხულის პაპანაქება სიცხეში, სხვა მაყურებელთან ერთად მეც ვეწვიე თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს, სადაც ჭიათურელმა არტისტებმა სპექტაკლის სანახავად მიგვიპატიჟეს.

ნანა ფაჩუაშვილი დამაინტრიგებელ, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ემოციურ პერსონაჟს ქმნის. იმის თქმაც კი შემიძლია, რომ არ ჩამორჩება ჯუდი დენჩის (Judi Dench as Barbara Covett) საყოველთაოდ აღიარებულ ბარბარა კოვეტი ს რიჩარდ ეირეს ფილმში „NOTES ON A SCANDAL“, სადაც მსახიობი ფანტასტიკურად ასრულებს თავის საკულტო როლს (იგივე მერის, ქართულ ადაპტაციაში).

პოლონელი დრამატურგის ინგმარ ვილკვისტის პიესა ,,ჰელვერის ღამე“ ქართულ თეატრში პირველად არ იდგმება. იგი, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის მიერ შარშან წარმატებით დაიდგა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე. ამჯერად, ეს პიესა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ სულ სხვა სტილით განასახიერა.

ამ დადგმის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როდესაც სპექტაკლ „ანდერძის“ სანახავად, ზუგდიდში ჩავედით. მაშინ გავეცანი ახალგაზრდა რეჟისორ დავით თურქიაშვილს, რომელიც ჩემი ამხანაგის შვილიშვილი თუ არა, შვილი მაინც მეგონა, მაგრამ თურმე - არა... და ასე, სუფრასთან საუბრისას, აღმოვაჩინე ბიჭი, დაფიქრებული სხვადასხვა საკითხებზე, უპირველესად, თეატრის მამოძრავებელ ძალებზე. როგორც ყველა ახალგაზრდა, იგი ეძიებს საკუთარ ადგილს და სათქმელს თეატრალურ სივრცეში.

ადრე, ჯერ კიდევ პანდემიამდე, ჩემს ყმაწვილობაში, ხშირად მომისმენია, რომ ქართულ თეატრს მაყურებელი არ ჰყავს, ქართულ თეატრში „გემოვნებიანი სპექტაკლი“ დიდი ხანია არ დადგმულა და „გენიალური სპექტაკლები დიდი არტისტებით“, რაც თეატრების რეპერტუარში იყო - გაქრა, მხოლოდ მოგონებებში, ფოტოებსა და ცუდი ხარისხის ვიდეოებში შემორჩა...

თუ თანამედროვე ქართული თეატრის ბედ-იღბალი განაღვლებთ და გსურთ გამოემშვიდობოთ და გამოიგლოვოთ ნაფტალინის სუნით გაჯერებული ხელოვნება, მობრძანდით არჩილ ქიაჩელის პანაშვიდზე, პეტრიაშვილის პირველ ნომერში , ღვინის ქარხნის მარნის ტერიტორიაზე. მანამდე კი ხელსახოცები მოიმარჯვეთ, სიცილისგან გადმოღვრილი მწარე ცრემლების მოწმენდა ტანსაცმლით რომ არ მოგიწიოთ.

საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტების, რეჟისურის დოქტორანტისა და მაგისტრანტის ნამუშევარი იყო ერთადერთი, რომლიდანაც არც ერთი მონაკვეთი არ იქნა ამოღებული. უნგრეთის თეატრალური ელიტის მიერ დამსახურებული სიმპატია კი თეორიის სფეროს არ დასჯერებია. 2024 წლის 14 აპრილს MITEM – ის ფესტივალზე შედგა უნგრეთის მხრიდან სრული დაფინანსებით შექმნილი სპექტაკლ - ,,Tragedy of man / FALL…” - ის პრემიერა. სპექტაკლის ავტორები კი ისევ ქართველი: ტატო გელიაშვილი და თათა თავდიშვილი არიან.

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში სპექტაკლის პრემიერა 2024 წლის 1 ივნისს გაიმართა. რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საბა ასლამაზიშვილია და „ანას მომენტი“ მისი მესამე სპექტაკლია ფოთის თეატრში. წარმოდგენა რომანისგან განსხვავებით თავისუფალია გრძელი მონოლოგებისაგან, რამდენიმე პერსონაჟი საერთოდ არ ჩანს და ტექსტი საკმაოდ შესამჩნევად არის დამონტაჟებული. ამბავში ერთდროულად არაერთი პრობლემა ვითარდება.

ფოთის თეატრმა მარი ბექაურის რომანის სცენურ ინტერპრეტაციას უმასპინძლ ა - ანას მომენტი, რეჟისორი საბა ასლამაზიშვილია, რომლის ინტერესის სფეროსაც ომი, რამდენიმე თვეა წარმოადგენს, ჯერ კიდევ თბილისში, მან ჰაინერ მიულერის პიესა დადგა ომის თემატიკაზე. ბექაურის ტექსტ მონოლოგებით არის გაჟღენთილი და ის სიმართლისთვის, თეატრის სცენას შესაძლო ორგანულად მორგებოდა.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, დამნაშავედ მოქალაქის გამოყვანა აერთიანებს ყველა გემოვნებისა და ესთეტიკის მატარებელ ქართველ რეჟისორს. ახლა ჩვენ ერთი კონკრეტული სპექტაკლის გარშემო ვართ მოკრებილები, რამდენიმე თვის წინ, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გასტროლით ბათუმის თეატრი იყო ჩამოსული, რომლებმაც წარმოადგ ინეს სპექტაკლი - “სტალინი 1902 წელს ბათომში“, ეს რუსი მწერლის ბულგაკოვის პიესის ერთგვარი ინტერპრეტაციაა.

გიორგი ჩალაძემ, ამ დადგმამდე, არაერთი ჟანრობრივად განსხვავებული, საინტერესო სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს და საკუთარი შეხედულებებისა და რწმენის შესაბამი თეატრალური ფორმების მაძიებელ შემოქმედად ჩამოყალიბდა. მის მიერ მოზარდთა თეატრში ამჯერად დადგმული სპექტაკლი, ჩემი აზრით, განკუთვნილია უფროსთათვის, რომელთაც უკვე განვლილი აქვთ ცხოვრებისეული ეტაპები, ან თუნდაც მათთვის, რომელნიც უკვე მზად არიან საკუთარი შეხედულებების კვალად იცხოვრონ, რადგან სპექტაკლი „ბრმა ძაღლები“, ჩემთვის, აღსაქმელად საკმაოდ რთული, მრავალშრიანი სანახაობა გამოდგა

დრამატურგიული ნაწარმოების ინტერპრეტირებისას, კლდიაშვილისეული ტექსტის სასცენო ტექსტად გარდაქმნის პროცესში, რეჟისორი ავტორისეული იდეის, მინიშნებების ერთგული დარჩა; მიუხედავად იმისა, რომ ერთ სურათად დაწერილი, შეიძლება ითქვას დაუმთავრებელი პიესა, არ ითვლება კლდიაშვილის საუკეთესო დრამატურგიულ ნაწარმოებად. ჩალაძის სპექტაკლის ნახვის შემდეგ, სხვა თვალით შევხედე, სხვაგვარად შევაფასე „უბედურება“.

ანდრია ვაჭრიძე საკმაოდ მოთხოვნადი მსახიობია: - ილიაუნის, გოგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ დრამატული თეატრები და დამოუკიდებელი კოლექტივები ხშირად სწორედ მასზე აგებენ რეპერტუარს. ილიაუნის ჰუმანიტარ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამსახიობო ჯგუფის იმ თაობის მიღებულთა შორის იგი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. კარგი საშემსრულებლო სკოლის გავლა წარმატების საწინდარი უნდა ხდებოდეს:

„ბერსერკების“ მესამე ნაწილის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია, სწორედ ეს თვითირონიული, ესოდენ სარკასტული ფრაზა _ სიყვარულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკის გაქრობას რომ შეგვახსენებს. იმპროვიზაციულ-სპონტანური ნაზავით შექმნილი უწყვეტი აზრთა ნაკადის ერთგვარი რეფრენია, რომელიც ირონიულ კონტექსტთან ერთად, კრიტიკული ინტონაციით ჟღერდება; სიყვარულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკა თუ ნულამდეა დასული, ესე იგი _ დიდად არც არავის უყვარს ერთმანეთი _ აი, ამ პათოსით!

გიორგი ჩალაძემ კარგად იცის რისი თქმა უნდა და ასევე კარგად იცის როგორ თქვას ის, რაც მას აწუხებს. ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორი მიკროსამყაროს ხატავს, რომელიც პროვინციალური აზროვნების საზოგადოებაა, რომელსაც არ გააჩნია მიმღებლობის და სოლიდარობის გრძნობა. ის გვიხატავს მოჩვენებით და ფარისეველ ადამიანებს, რომლებსაც თითქოს სურთ მეზობლის, მეგობრის, ოჯახის წევრის გადარჩენა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ცრურწმენებს და დაბალ ინტელექტს ისინი სხვა რელსებზე, სხვა „ღირებულებებზე“ გადაჰყავს.

„ავანტიურისტები“ - ასე ქცია სპექტაკლს, რომელიც პიერ შენოს კლასიკად ქცეული პიესის - „იცოცხლე“ საფუძველზე ზეკო და ნიტა ხაჩიძეების რეჟისორობით განხორციელდა. ფრანგი დრამატურგის ეს ნაწარმოები იმდენად პოპულარულია, რომ იშვიათად თუ მოიძებნება ქვეყანა ან თეატრი, სადაც არ განხორციელებულია. რეჟისორთა მზარდი ინტერესი და თეატრალურ ინტერპრეტაციათა უწყვეტი ჯაჭვი უპირველეს ყოვლისა ნაწარმ ოების ჟანრობრივ- სტილისტური თავისებურებით, ზუსტად აქცენტირებული პრობლემატური საკითხების აქტუალობით იყო გამოწვეული.

ნარატივი ახალგაზრდა ქალის, ანას გარშემო ვითარდება, საკმაოდ წარმატებული და ცნობილი მწერალი მეხსიერებას კარგავს. სპექტაკლში პერფორმანსი გარედან იწყება. ეზოში, მაყურებელს შორის მყოფი მსახიობი შეუმჩნევლად მიუჯდა იქვე მდგომ როიალს და დაიწყო დაკვრა. რეჟისორმა და მსახიობმა ამ ეპიზოდით შექმნეს მოლოდინის „მომენტი“.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ცენტრალური ფოიე - მ რგვლოვანი სივრცე აღმოჩნდა, რომელსაც აქაურები „მანეჟს“ ეძახიან. თავისი აგებულებით იგი ძველქართულ დარბაზს მოგაგონებთ, რომლის გადახურვა - ხის მრავალსაფეხურიანი გუმბათი - გვირგვინი, აქ მინისა და ხის ჩანართებითაა შეცვლილი და ბუნებრივი განათების კარგი წყაროა.

თითქმის 20 წლის შემდეგ (2007-2024), ამელი ნოტომის „მტრის კოსმეტიკას“, ახალგაზრდა ქალი რეჟისორი თათა პოპიაშვილი დგამს. ყველა დაინტერესდა რა ინტერპრეტაციას, რა ახალ ფორმას, რა ახალ სათქმელს, რა ახალ კონცეფციას შემოგვთავაზებს რეჟისორი. ზოგმა თქვა: როგორი გაბედული ნაბიჯიაო, ვინაიდან სტურუას სპექტაკლი დღესაც კარგად გვახსოვს.

პირველი, რაც სპექტაკლში ყურადღებას იპყრობს, სცენოგრაფიაში გამოყენებული წითელი ყაყაჩოებით მორთული მწვანე ბალახია (მხატვარი - ლომგულ მურუსიძე). ჩნდება ასოციაცია, რომ მხატვარს ჩაფიქრებული აქვს „კრწანისის ყაყაჩოების“ იმიტაცია, ყაყაჩო - როგორც სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების სახიერი გამოხატულება. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი „ადგილის დედაა“ (მსახიობი - შორენა სიხარულიძე), რომელიც ყველა სცენაში გვევლინება, როგორც მფარველი ანგელოზი, თანამებრძოლი და ხშირად მამხილებელიც კი.

როდესაც საუბარია ისტორიული დრამის ინსცენირებაზე, აუცილებელია ფაქტების და მოვლენების უტყუარობის წარმოდგენა, გარდა ამისა, რეჟისორისეული ინტერპრეტაციებიც კი დოკუმენტებით უნდა იყოს განმტკიცებული. ამ მხრივ, ისტორიული თემატიკის შემოტანა თეატრში მეტად საფრთხილოა. თუმცა, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითი ჯგუფის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ პასუხისმგებლობას თავი ღირსეულად გაართვეს და ისტორიული ნაწილის სიღრმისეული კვლევით სპექტაკლს მეტი დამაჯერებლობა შესძინეს.

ფაქტია ისიც, რომ უფრო მეტჯერ და განსაკუთრებული სიხშირით, სცენებს მაინც „ჰამლეტი“ უბრუნდებ ა (და, რა თქმა უნდა, არა მარტო საქარველოში), მისი დადგმის (დაკმაყოფილებული თუ დაუკმაყოფილებელი ამბიცია ბევრს უჩნდება) და ბუნებრივია, ყოველ ჯერზე, ახალ და სხვადასხვა სახესა და ფორმას იძენს, ახალი სათქმელითა და გზავნილებით ივსება და საზოგადოებას ახალ თემებზე ესაუბრება (მცდელობის დონეზე მაინც), იმის მიუხედავად, შედეგიანი და რაღაცით მაინც, თუ განსაკუთრებით აღსანიშნია თუ არა ესა თუ ის მორიგი შეხვედრა.

კვლავ „მედეას“ დავუბრუნდეთ და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს ქორეოდრამა მედეას შესახებ, ანუ პლასტიკური ნარატივით განსხეულებული ბრუტალური და ასე ცნობილი უკვდავი მითური გმირის, მედეას ამბავი.
ფურცელაძის „მედეა“ დინამიკურია, რომელიც კონკრეტული გემოვნების მქონე მაყურებელს დააკმაყოფილებს, ან შეიძლება ‘აღაფრთოვანოს’ კიდეც. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ქორეოდრამა არ არის დამდგმელი ქორეოგრაფის მაღალი პიედესტალი, ჩემს მეხსიერებას გაცილებით შთამბეჭდავად ჩარჩა, ფურცელაძის ამავე თეატრში დადგმული „კარმენი“ - უდავოდ ნიჭიერი მსახიობებით მთავარ როლში (ანა ალექსიშვილი და ბაჩო ჩაჩიბაია).

ნოდარ დუმბაძე, ქართველ მკითხველსა თუ მაყურებელში აქტუალობას, დღემდე არ კარგავს. ქართული თეატრის სცენაზე დადგმული მისი ნაწარმოები მაყურებელს უყურადღებოდ არ რჩება. ამის მკაფიო მაგალითია ის ქართული თეატრები, სადაც რეპერტუარში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები დღემდეა მოქმედ რეპერტუარში, რომლებიც მუდამ ანშლაგებით მიმდინარეობს.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე ამავე უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსელებმა, ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის ხელმძღვანელობით (ოსტატობის პედაგოგი თინათინ კორძაძე), ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინეს. სპექტაკლი დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით დაიდგა. როგორც ჩანს, სტუდენტურ სპექტაკლში მონაწილე მომავალი მსახიობების ნაწილი (ყველა თუ არა) კარიერას დმანისის თეატრის დასში გააგრძელებს.

საუკუნეებია ახალი ნაწარმოებები სხვა ავტორთა ინსპირაციით იქმნება, ახალგაზრდა დრამატურგისთვის (თუ არ ვცდები), ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 2021 წელს „ჰარაკში“ სანდრო კალანდაძემ დადგა მარიამ მეგვინიტეს (მეღვინეთუხუცესის - იმ დროს ფსევდონიმით არ აწერდა ხელს) „სამი და“, რომელსაც ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების პიესასთან საერთო მხოლოდ სათაური და დრამატურგიული ნაწარმოების სტრუქტურა ჰქონდა. პიესა და სპექტაკლი თანამედროვე ქართველ ახალგაზრდებზე და მათ პრობლემებზე იყო.

დრომ და რუსეთის წარმოებულმა ომებმა, XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, მნიშვნელოვნად შეცვალეს ჩვენი (და არა მხოლოდ, ცხოვრება). აფხაზეთისას სხვა - ჩეჩნეთის, შემდეგ 2008 წლის აგვისტოს, შემდეგ უკრაინის მიმდინარე ომები მოჰყვა. პირველ რიგში ბოროტების დაუსჯელობიდან გამომდინარე, დაუსჯელი ბოროტების უწყვეტობის მიზეზით.

შიშველი ქალის სხეული, დისციპლინური კონცენტრირებით მიღწეული ნევროტული ხმა, მკვეთრი ხმის ტემბრი, ინტენსიური ვერბალური ექსპრესიულობა. თითქმის სტატიკურ პოზაში მყოფი ქალის სხეული, რომელიც დარდობს, მოთქვამს, ტირის, პოლიტიკურ-სოციალურ და ერთდროულად მულტიკულტურულ ასპექტში - ადამიანის ეგზისტენციალურ სატკივარს; სატკივარი, როგორც საყოველთაო, ყველას <ხმა> შესაძლოა მოიცავდეს არა კონკრეტულ პრობლემას, არამედ, პრობლემათა მთელ სპექტრს.

სპექტაკლი, რომელზეც ვისაუბრებ ეძღვენება სამშობლოს, რომელიც იბრძვის, იტანჯება, სტკივა და სამარადისო ღალატშია გაჭედილი. ეს არის ბუნკერიდან ამომავალი ქართული სიმყრალის მწარე აღსარება, ხოლო სამშობლოს სიმყრალით გაჟღენთილი მოქალაქე წარსულს ვერასდროს დაახწევს თავს. ამ უკანასკნელზე გვესაუბრება მიშა ჩარკვიანი ივა ფეზუაშვილის რომანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე „ბუნკერი“.

სპექტაკლი დაკითხვის სცენით იწყება, სცენა ჩაბნელებულია ისმის მხოლოდ გამომძიებლის და ეჭვმიტანილის დიალოგი, რომელიც გაჯერებულია მუქარის შემცველი ტექსტებით და რეჟიმისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ტერორით. სცენა ნათდება, ვხედავთ მთავარი გმირის საცხოვრებელ სახლს, რომელიც შემდგომ ყველა იმ ლოკაციას აერთიანებს სადაც ესა თუ ის მოქმედება ხდება, იქნება ეს დაკითხვისთვის განკუთვნილი განყოფილება, ქუჩა, თეატრი თუ პირადი ავტომობილი. სცენის მხატვრობის ხარჯზე, კი მაყურებლისთვის ნათელი ხდება, რომ არ არსებობს არანაირი ხილული თუ უხილავი კედელი სახელმწიფოსა და ინდივიდებს შორის.

ტროელი ქალები ევრიპიდეს ტრაგედიაა, რომელიც დრამატურგმა გამარჯვებული ბერძნების მიერ დატყვევებულ ქალებს და მათი ტანჯვის ციკლს მიუძღვნა. ტრაგედია გვიყვება ერთი მხრივ დაუსრულებელ, არასრულყოფილ, სიუჟეტებად დაყოფილ ამბავს უდიდესი ტკივილისა და სისასტიკის პათოსზე, რომელიც იმდენად საყოველთაოა, რომ ნებისმიერ დროსა და ნებისმი ერ ქვეყანაში აქტუალური იქნება.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, „მეფე ლირი“ რიგით მეორე პოლიტიკური სპექტაკლია. პირველად „ოიდიპოს მეფე“ დაიდგა, რომლის პრემიერითაც გაიხსნა თეატრი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსად გამოჩენილი რეჟისორისა - პიტერ ბრუკი, რომელმაც სამჯერ დადგა „მეფე ლირი“, ქართველი ეპატაჟური რეჟისორი, დავით დოიაშვილიც საკმაოდ დაინტერესებული და გატაცებულია ამ პიესით, შედეგად, აწ უკვე მეოთხედ დადგა შექს პირის მართლაც არაჩვეულებრივი ტრაგედია.

სპექტაკლი იწყება სიტყვებით “get out of here’ რომელსაც მსახიობი მარინა ჯოხაძე სცენაზე არსებულ აღმართულ კედელზე მჯდომი ხმის მძაფრი ინტონაციით წუთსი რამდენჯერმე იმეორებს და თითქოს მოქალაქეებს აფრთხილებს გაიქცნენ სანამ ამის დრო და შესაძლებლობაა, გაექცნენ არსებულ პრობლემებს და თავი დააღწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაჩენი სიკვდილია.

თამამად ვი ტყვი, რომ თავისუფალი თეატრი მუდამ ანებივრებს მაყურებელს ახალ-ახალი პრემიერებით. ამ სეზონის კიდევ ერთი პრემიერა, „თეთრი ვარდები“, 14 მაისს გაიმართა, რომლის როგორც რეჟისორი, ასევე პიესის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილი გახლავთ. ეს არის სევდიანი კომედია ორ მოქმედებად ერთ ჩვეულებრივ ქალზე, რომელსაც ირინელა ჰქვია. იგი რეალობის ზღვარზე იმყოფება და სწორედ ეს ხდის სპექტაკლს უფრო საინტერესოს და დამაინტირგებელს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ირინელა და იქნება თუ არა ეს მისთვის სასიკეთო.

ზოგადად დავით კლდიაშვილის პიესებში თვალსაჩინოა უიმედობისა და სასოწარკვეთის გრძნობა, ყოფიერების შინაგანი დისჰარმონიის გამომხატველი მსოფლგანცდა, თუმცაღა ეს განსაკუთრებულად შესამჩნევია მის პირველ პიესაში „ირინეს ბედნიერება“.
მე რომ მკითხოთ, ეს პიესა უპირველესად იმით გამოირჩევა, რომ პირველ და მეორე მოქმედებას შორის ვხედავთ ერთგვარ კონტრასტს. პირველი მოქმედება სიცოცხლით სავსეა, მეორე კი შედარებით დინამიური. თუმცა ჩემი ამ აზრის დაფიქსირება სწორედ იმიტომ მჭირდება, რომ დავსვა კითხვა რაზე დადგა რეჟისორმა სპექტაკლი?

მაშინ, როცა XXI საუკუნეში ჯერ კიდევ გვიწევს საუბარი გენდერულ, რასობრივ და რელიგიურ თანასწორობაზე, გურიაში, ოზურგეთში რუსეთსა და აშშ-ზე გაცილებით ადრე ჩატარდა თვითმმართველობის თანასწორი არჩევნები. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ორივე სქესის, ასევე სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები. ფაქტია, რომ გურულებმა შეძლეს და ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაზე ადრე დაამკვიდრეს დემოკრატიული არჩევნების სისტემა.

სპექტაკლის დაწყებისთანავე მარტივი მისა ხვედრი იყო, რომ რეჟისორი ბრმად მისდევდა პიესას, მიუხედავად იმისა, რომ პიესის ავტორი თავად პაატა ციკოლიაა, მომეჩვენა, რომ ის არ არის გათვლილი სცენისათვის, ყოველშემთხვევაში ამგვარი თხრობით. დასაწყისი 40 წლის შემდეგ მთავარი ამბიდან, მომდევნო ეპიზოდები წარსულიდან, ალაგ-ალაგ არც ისე წარსულიდან და ალაგ-ალაგ არც ისე აწმყოდან, სულ მცირე საჭიროებს ისეთ ტექნიკურ გამართვას, რომ ნებისმიერი მაყურებლისთვის არ იყოს დამღლელი,

შექსპირი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმადი დრამატურგია საქართველოშიც, რომ არაფერი ვთქვათ ძველ დროზე, ახალ დროშიც ის, რობერტ სტურუადან დავით დოია შვილამდე დიაპაზონში აქტიურად იდგმება. თანამედროვე ქართული თეატრი, რომელიც დიდი გარდატეხით - „ყვარყვარეთი“ და „კავკასიურით“ დაიწყო, მალევე გაგრძელდა რობერტ სტურუას „რიჩარდ III“-ითა „მეფე ლირით“, მისი „მაკბეტის“ მიმართ უფრო ორაზროვანი გამოხმაურება იყო.

გეორგ ბიუხნერის დაუმთავრებელი პიესა „ვოიცეკი“ ნამდვილ ამბავზეა აგებული. ვინმე დალაქმა ვოიცეკმა ეჭვიანობის ნიადაგზე თავისი საყვარელი მოკლა, რის გამოც მას სიკვდილი მიუსაჯეს. ამის გამო, კარგა ხანი მიდიოდა დავა მედიკოსთა და იურისტთა შორის, სწორი იყო თუ არა დამნაშავის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ჰქონდა თუ არა მას ფსიქიკური პრობლემები. პიესის ცენტრალური ხაზი, ისევე როგორც სპექტაკლის ძირითადი ამბავი, გადმოგვცემს სოციალური წყობის იერარქიაში, ადამიანებს შორის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს.

„მეფე ლირი” დავით დოიაშვილმა პირველად 1995 წელს, მარჯანიშვილის თეატრში დადგა. მაშინ რეჟისორი 24 წლის იყო, ლირს კი ქართული თეატრის ჭეშმარიტი ვარსკვლავი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. საერთოდაც ლირის შემსრულებელთა სია ქართულ თეატრში სრულიად შთამბეჭდავია- მხოლოდ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე და რამაზ ჩხიკვაძე კმარა ჩამონათვალში.

ნიკა ჩიკვაიძესვე ეკუთვნის რომანის გაპიესება, ბევრი კუპიურითა და მკვეთრად გამოხატული თავისთავადი სიუჟეტურ-იდეური ხაზით. ტექსტი (რომელიც არსად არღვევს „ნამდვილობას“, რომანის არსს, განვითარების ავთენტურობასა და მოვლენათა რიგითობას) ორგანულადაა დამონტაჟებული და შეკრული, საკუთარი შინაგან/აზრობრივი და ფორმისეული ლოგიკითა და შრეებით. მოქმედება საათნახევრი გრძელდება და მის (სპექტაკლს) და თეატრს მიღმა, ზოგადსაკაცობრიო წრემდე, პრობლემება მდე განივრცობა.

მანამდე კი სცენაზე იყო: დაახლოებით საათნახევრიანი ქრონომეტრაჟის წარმოდგენა დეტექტიურ ჟანრში, რომელში გამოყენებული მუსიკაც (კომპოზიტორი: ნიკა კოხრეიძე) ჟანრობრივ დრამატურგიულ სტრუქტურასთან შესანიშნავად სინთეზირდა. თითქოს, ერთგვარი ’დინამიკური და ტონური მახვილის’ ფუნქციას ასრულებდა მუსიკა, ნინო ბურდულის ყოველი მახვილგონივრული პრეისტორიულობის თხრობის დროს და თხრობის შემდეგ. მხატვარი: ჯაბა ქურთიშვილი. ვიდეო პროექცია: ნიკოლოზ გაგლოშვილი. ფოტო: ნატა სოფრომაძე. პოსტერი: თამარ სამხარაძე.

თუმანიშვილის თეატრში გოგი მარგველაშვილის „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)“ უმაღლესი პროფესიონალიზმით დადგმული სპექტაკლია. პირანდელოს, ამ გენიალურ, თუმცა ურთულეს დრამატურგს ასეთი ზუსტი გასაღები, ფორმა მოუძებნო იშვიათია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მის მიერვე რამდენიმე წლის წინ დადგმული პირანდელოს „ექვსი პერსონაჟი ავტორის ძიებაში“, ამ პიესის ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტაცია გახლდათ.

სპექტაკლის დაანონსებიდან წამიდან, სპექტაკლისადმი ინტერესს უკვე ნატა სოფრომაძის ფოტო და თამარ სამხარაძის მიერ მომზადებული პოსტერი იწვევს.
„შვეიცარიაში“ ორ მოქმედ გმირს ვხვდებით, რომელსაც მსახიობები - ახალგაზრდებში უკვე პოპულარული ზუკა პაპუაშვილი და ცნობილი მსახიობი, სცენის ოსტატად აღიარებული ნინო ბურდული განასახიერებენ.
