როგორ იდგმებოდა „კავკასიური ცარცის წრე“
„კავკასიური ცარცის წრის“ დადგმის ისტორია, ერთდროულად კონკრეტულიცაა და ზოგადიც. კონკრეტულია, რადგან სარეპეტიციო დღიურები ამ სპექტაკლზე მუშაობის თავგადასავალს მოგვითხრობენ. ეს ჩანაწერები, იმ წლებში, თეატრალური მუზეუმის მთავარ მცველს, ქალბატონ ლედი კაპანაძეს ეკუთვნის, რომლის თავდადებული შრომა რომ არა, ეს ფურცლები არც იარსებებდა. რობერტ სტურუასთან მუშაობა ხომ ძალიან ბევრ სირთულეს უკავშირდება.
სანდრო ახმეტელისა დ აბესო ჟღენტის კონფლიქტი
საქართველოს პოლიტსამმართველოს არქივში დაცულია 1928 წლის 30 ოქტომბრის საინტერესო ინფორმაცია რუსთაველის თეატრის შესახებ. მასში ნათქვამია: ,,ა.წ. 24 ოქტომბერს შედგა პიესიის ,,ანზორ ჩერბიშის” გენერალური რეპეტიცია. რეპეტიციაზე მოიწვიეს რიგი პასუხისმგებელი მუშაკები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტუმართა შორის იყო ,,ლეფოვეცი” ბესარიონ ჟღენტი. ახმეტელმა შეამჩნია რა ეს უკანასკნელი დაუწყო ყვირილი თეატრის დირექტორ დადიანს, შემდეგ კი ცელმს.
ხელოვნება თავისუფალ საქართველოში (1917-1921)
ართული თეატრის მძიმე მდგომარეობა 1914 წელს შენობის დაწვის შემდგომ, უფრო დამძიმდა პირველის მსოფლიო ომის პერიოდში. ჟურნალი ,,თეატრი და ცხოვრება”1 ქვეყნის ურთულეს სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარების აღწერასთან ერთად, თეატრის მდგომარეობის შესახებაც წერდა, რომ ტფილისის თეატრი მუდმივი სცენის უქონლობის გამო ძველ პიესებს უჩვენებდა და დრამატული დასის დაქსაქსვის გამო, სხვადასხვა კლუბების სცენებზე პერიოდულად გამოსვლით თანდათან პროფესიონალურ დონეს კარგავდა. ქართული დრამატურგიაც ვერ ასახავდა საზოგადოებრივ ცხოვრებას.
ქართული თეატრი და ეროვნული მოძრაობა
თეატრი ქართველი კაცის ეროვნული თვალსაწიერის ფორმირებაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ძველთაგანვე არაერთი ხალხური სანახაობა არსებობდა. მათ შორის დღემდე ბერიკაობა შემორჩა. მასში ძირითადად თამაშდებოდა უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები: სალაშქრო, ეკლესიის მსახურთა მამხილებელი, ბატონყმობისა და საერთოდ უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები. იგი წარმოადგენდა ნიღბების იმპროვიზებულ თეატრს. თავიდანვე არსებულმა საკულტო-რელიგიური დანიშნულების სანახაობამ დროთა განმავლობასში სახე იცვალა და მემამულეთა და ეკლესიის წინააღმდეგ ხალხის დამოკიდებულებას გამოხატავდა.
პეტრე ოცხელის საქმე
დიდი ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელის საქმეს პირველად მე გავეცანი სუკ-ის არქივში 1989 წელს. განაჩენი დავბეჭდე სტატიაში `სერგო ამაღლობელის დაკითხვის ოქმები” (ჟურნ. `ცისკარი”, 1991 წ. #11-12. გვ. 305-310), ვინაიდან სერგო ამაღლობელი, ვახტანგ აბაშიძე და პეტრე ოცხელი ერთი საქმით იყვნენ რეპრესირებულნი. ავღნიშნავ, რომ მხოლოდ პეტრე ოცხელის დაკითხვის ოქმის ასლი გადავეცი საჩუქრად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს.
თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეა და ხერხები უახლესი ქართული თეატრის სცენაზე
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წელს დაბადებული თაობა თანატოლ სამშობლოსთან ეძებს საკუთარ დამოუკიდებლობას, იხსენებს და ივიწყებს გამოცდილებას. დათა თავაძე არ კარგავს კავშირს მითოლოგიასთან და ისე, როგორც „ტროელ ქალებში“, აცოცხლებს მითოლოგიურ არქეტიპებს. ამ სპექტაკლში, ეპოქაზე თხრობისას, რეჟისორი ერთმანეთს უკავშირებს მითოლოგიასა და პერსონალურ რეალურ ისტორიას, რომელიც ახალ მითად იქცევა.
პოსტსაბჭოური ქართული თეატრი
156 წლის პროფესიული ქართული თეატრის ცხოვრებაში მრავალი საინტერესო პერიოდი ყოფილა _ შემოქმედებითი აღზევებისა და დაცემის, წარმატებისა და წარუმატებლობის, სტაგნაციისა და საინტერესო ძიებების, საერთაშორისო აღიარებისა თუ კარჩაკეტილობის ხანა. XX საუკუნის 90-იანი წლები ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარების ერთ-ერთი თავისებური, სასცენო შემოქმედების მკვლევარისათვის საინტერესო პერიოდია. უდავოდ საჭირო და აუცილებელია მასზე საუბარი, ამ ისტორიულ მონაკვეთში თეატრალური ხელოვნების განვითარების თავისებურებათა განხილვა კონკრეტული სპექტაკლებისა თუ თეატრების მოღვაწეობის მაგალითებზე.
„მეფე ლირის“ სცენური ინტერპრეტაციები ევროპულ და ქართულ თეატრში
წიგნში განხილულია უილიამ შექსპირის ტრაგედიa „მეფე ლირის“ სცენური ინტერპრეტაციის საკითხები მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ევროპულ (ბრიტანულ, იტალიურ) და ქართულ თეატრში. ავტორი გამოარჩევს თვალსაჩინო დადგმებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს შექსპირის პიესის თეატრის სცენაზე ახლებურ ინტერპრეტაციასა და სადადგმო ტრადიციების რღვევაში. განსაკუთრებით ვრცლად განხილულია ქართულ თეატრში განხორციელებული შექსპირის ტრაგედიის დადგმები მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე.
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თარიღის დასადგენად
მინდა საქმიანად გამოვეხმაურო ჩემს კოლეგა გიორგი ცქიტიშვილს, რომელმაც ჟურნალ `თეატრის” ამავე ნომერში სათაურით `ვითარება” სამსჯელოდ გამოიტანა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დაარსების თარიღის დადგენა. ავტორი ამბობს, რომ დაარსების თარიღად უნდა აღიარდეს 1939 წელი, საიდანაც იწყება მისი მუშაობის უწყვეტი პერიოდი. ამჟამად კი დაარსების თარიღად 1923 წელია მიჩნეული, როდესაც საქართველოს განსახკომის ბრძანებით თეატრალური ინსტიტუტი შეიქმნა.
რამდენი წლისაა თეატრი გორში?
ორში, თეატრის მოღვაწეების მიერ წამოწყენული საზოგადეობრივად უმნიშვნელოვანესი ინიციატივა უნიკალურია მაგალითია ჩვენი თანამედროვეობისთვისაც, ვინაიდან სწორედ რეგიონში მომზადდა ძალა, რომელმაც შეძლო აღედგინა ქართული პროფესიული თეატრი. ამ იდეის სულისჩამდგმელები, უკლებლივ ყველანი გორიდან დედაქალაქში გაემგზავრნენ და გახდნენ ავტორები ისტორიული მოვლენის. მათ თბილისში ექვსი წელი იმოღვაწეს და ისევ გორში დაბრუნდნენ.