top of page

ჰეგემონის ბრძოლა ძალაუფლების დაბრუნებისთვის

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

378388999_696404199182608_1878924342620069994_n.jpg

ლელა წიფურია

ჰეგემონის ბრძოლა ძალაუფლების დაბრუნებისთვის

საბედნიეროდ უახლეს  ქართული თეატრში ნამდვილი  ბუმია- გადაჭედილი დარბაზები. ბილეთს ერთი თვით ადრეც კი გაჭირვებით იყიდით. ტრადიციულად, თბილისის  თეატრების რეპერტუარში შექსპირის პიესები ყოველთვის თვალსაჩინო ადგილს იკავებს.  ოთხასი წლის წინანდელ ტრაგედიებს კვლავ კათარზისამდე მიყავს მაყურებელი.

„მეფე ლირი” დავით დოიაშვილმა პირველად 1995 წელს, მარჯანიშვილის თეატრში დადგა. მაშინ რეჟისორი 24 წლის იყო, ლირს კი ქართული თეატრის ჭეშმარიტი ვარსკვლავი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. საერთოდაც ლირის შემსრულებელთა სია ქართულ თეატრში სრულიად შთამბეჭდავია- მხოლოდ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე და რამაზ ჩხიკვაძე კმარა ჩამონათვალში. იმავე აღმაშენებლს პროსპექტზე, იქვე. ახლოს მეფე ლირს კიდევ ერთი უბადლო შემსრულებელი ყავს, ასევე ნამდვილი ვარსკვლავი ზურაბ ყიფშიძე.   ამგვარ  გარემოში რეჟისორმა „მეფე ლირის“ ახალი ვერსიის დადგმა და ამ როლზე  დავით ბეშიტაიშვილის  აყვანა გადაწყვიტა.   თავიდანვე გეტყვით ჩემს მოსაზრებას- დავით  დოიაშვილის სპექტაკლის  ლირის შემსრულებელი მსახიობის ხსენებულ ვარსკვლავთა რანგს არ მიეკუთვნება.  რით არის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თატრის წარმოდგენა მართლაც ახალი წაკითხვა შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრაგედიისა?

           

 ოცდამეერთე საუკუნის ქართული სპექტაკლები რამდენადმე „კინემატოგრაფიულადაც“ შეიძლება მოვიაზროთ. თანამედროვე ქართულ თეატრში ვიდეოინსტალაცია ევროპული წარმოდგენების გავლენით შემოვიდა. დავით დოიაშვილის ინტერპრეტაციები შექსპირული ვნებების თანამედროვე ვერსიებად წარმოსახვას გულისხმობს.  წარმოდგენა ვიდეონსატალციით იწყება, ეკრანიდან თანამედროვე ყოფა იჭრება და ფარდის აწევისთანავე აჩქარებულ ტემპო-რიტმში მოძრავი პესონაჟები შემოდიან დარბაზში. სცენაზე ლურჯი ფერი დამინირებს. ლურჯი ფერის უნიფორმებში არიან მოსილნი პერსონაჟები, რომლებიც სცენზე განთავსებულ დეკორაციას რამდენადმე სხდომათა დარბაზს ამსგავსებს.  ლურჯი ფერის რკინის კასრების სცენის მთელ სიგანეზეა განთავსებული. ეს ის ლურჯი არ არის ზეაწეულ განწყობაზე რომ დააყენებს მაყურებელს. კასრები, რომლთაც სპექტაკლის მსვლელობის დროს სცენაზე აგორავებენ, სამყაროს თითქოს გადავლით ემუქრება. ლურჯი ფერისაა ავტომობილიც, რომელშიც ოჯახური გარჩევა- რეალურად კი სამეფოს ბედის გადაწყვეტაც ხდება. ეს  ფერიც თითქოს საყოველთაო უიმედობას, დეპრსიას და შხამის ფერს გვაგონებს... მხოლოდ კორდელია (მანუ თავაძე ) და მასხარა (შაკო მირიანაშვილი) იყვნენ თეთრად მოსილები პირველ ეპიზოდში. სიმართლისათვის მებრძოლნი, ისინი დაღრჩობით ასრულებენ სიცოცხლეს. თუმცა მანამდე მასხარა, რომელიც ერთგვარ რეზონატორად გვევლინება სპექტაკლში სპექტაკლის მსვლელობისას ფაქტობრივად მაყურებელს თავებზე  გადაუვლის. სხვა პერსონაჟებიც ზედმეტად აქტიურად მოძრაობენ დარბაზში. ერთი, რაც დადებითი აქვს ამ სცენებს- კარგად ისმის ხმა, რაც სცენაზე ხშირად იკარგება და ყველა სპეციალისტის და მაყურებლის სახელით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას.

 

რადგანაც მანქანის ეპიზოდი ვახსენეთ, აქვე დავძენ- ეს ერთ-ერთი საუკეთესო სცენაა წარმოდგენაში. დავით დოიაშვილის წარმოდგენაში უხვად არის გამოყენებული ვიდეოინსტალაცია. ეს კადრები, რომლებიც ახლო ხედით არის გადაღებული, თითქოს პერსონაჟების სულში გვახედებს და მათი ჭეშმარიტი არსის წაკითხვაში გვეხმარება.  განსხავავებული არსის-რადგან რეჟისორის გადაწყვეტით გონერილი (ნატა ბერეჟიანი) და რიგანი (ეკა დემეტრაძე) ერთნიშნად ბოროტები არ არიან. მამის მიმართ მათი დამოკიდებულება ამბივალენტურია. ეს განსაკუთრებით იკვეთება აბაზანის ეპიზოდში, როცა გონერილი (ნატა ბერეჟიანი) მორალურად ანადგურებს, თავს აწყევლინებს და ფიზიკურად ატირებს ერთ დროს მრისხანე მამას. ლირის ორივე უფროსი ქალიშვილი უსიყვარულობის მსხვერპლია. გონერილის ქმარი, მთავარი ალბანიისა (ანდრო ჭიჭინაძე),  და რიგანის ქმარი-მთავარი კორნვალიისა  (გიორგი ბახუტაშვილი)   ხეიბრისა და  ფაქტობრივად მანიაკის დუეტია. რეჟისორი თითოს მათი დაუკმაყოფილებელი ცოლების საქციელის გამართლებას თუ არა, მიზეზის ძებნას მაინც ცდილობს. ედმუნდის (გივიკო ბარათაშვილი) შეყვარება და მისთვის დაუნდობელი ბრძოლაც ორი სუბლიმირებული მდედრის შერკინებაა, საიდანაც არავინ გამოდის გამარჯვებული.

 

დავით ბეშიტაშვილის ლირი არ არის მოხუცი, საშუალო ხნის საკმაოდ ენერგიული და რამდენადმე ცინიკური კაცია. სამეფოს გაყოფის ეპიზოდში ის სხდომის თავმჯდომარეს უფრო გვაგონებს, ვიდრე მონარქს. საერთოდაც, სამეფოს გაყოფა მისთვის უფრო თამაშის ნაწილია, სადაც ყველას ჭადრაკის ფიგურებივით თავის ჭკუაზე განათავსებს და შემდეგ, მთელი წარმოდგენის მანძილზე ჰეგემონის სტატუსის დაბრუნებისთვის იბრძვის და ამ ბრძოლაში აცნობიერებს, რომ ყოველივე არარაა. დავით ბეშიტაიშვილი ფსიქოლოგიური რყევების ქარტეხილში წარმოგვიდგენს ტრაგიკულ გმირს, რომელიც ნამდვილ ქარიშხალში მოხვედრილი უკვე სრულიად დაცლილი და უძლურიაცაა. ულამაზესია ნისლების ეპიზოდი. შემაძრწუნებელია ტალახის, უფრო ზუსტად ლაფის დასხმა ყველას თავზე. ჯოჯოხეთური სცენა, საიდანაც ყველა განადგურებული გამოდის.

 

ტრაგედია შედგა. ტრაგიკული პერსონაჟებს თანალმობის და თანაგანცდის გზით მაყურებლები კათარზისისკენ მიყავთ. აუცილებლად ნახეთ „მეფე ლირი“. ცხადია, ბილეთს თუ იშოვით.

bottom of page