top of page

კახი კავსაძე - არტისტი და არა მსახიობი

a82701b.jpg

კახი კავსაძე _ არტისტი და არა მსახიობი    

ნიკა წულუკიძე 

 

თეატრალურ ფიცარნაგზე მოღვაწე ადამიანებს ქართველები ორი, ერთიდაიგივე პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვით მოიხსენიებენ, ესენია: მსახიობი და არტისტი. მსახიობი ბევრია დღევანდელ სცენისმოღვაწეთა შორის, არტისტი კი ძალიან ცოტა. ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და ღირსეული ამ არტისტებს შორის კახი კავსაძე გახლავთ.  რომ გადახედოთ ბატონი კახის ბიოგრაფიას აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ მოასწრო ერთმა ადამიანმა ამდენი. თეატრი, კინო, ესტრადა და რაც მთვარია, ყოფილიყო ღირსეული მეუღლე, მამა და პიროვნება. ძნელი მოსაძებნია მეორე ქართველი  მსახიობი, რომელსაც იმდენ ფილმში ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული, რამდენშიც კახი კავსაძეს, ქართულ კინოში მან სამოცდათექვსმეტი პერსონაჟი განასახიერა, საერთოდ კი ასრვა ფილმს ითვლის მისი კინობიოგრაფია, რაც დამეთანხმებით რეკორდული მაჩვენებელია ქართველ მსახიობთა შორის. გასაოცარია ის ფაქტიც, რომ მის მიერ განსახიერებული როლები, როგორც თეატრში, ასევე კინოშიDდიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობენ მაყურებელთა შორის, რაც უმთავრესად კახი კავსაძის აქტიორული ნიჭის დამსახურებაა.

     ხშირად უთქვამთ ადამიანზე ნიჭიერია ან უნიჭოაო, მოდით ახლა ჩვენ დავადგინოთ თუ რას ნიშნავს აქტიორული ნიჭი და ეს ნიჭი დავყოთ შემადგენელ ნაწილებად. მაშ ასე, იმისათვის რომ არტისტი (და არა მსახიობი) იყოს საუკეთესო, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი თვისებები: მუსიკალური სმენა, სასცენო პლასტიკა,  გარდასახვისა და იმპროვიზაციის უნარი, იუმორი, გადმოცემის უნარი, ზომიერების გრძნობა და გემოვნება. კახი კავსაძე კი ყველა ამ თვისების მატარებელი ხელოვანია, რაც აგრერიგად იშვიათია ჩვენში. Yყოველივე ამის დამსახურებაა ის, რომ კახი კავსაძე საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია.

     ძნელია თეატრში ისე განვლო შემოქმედებითი გზა, რომ გულნატკენი ან მოშურნე ადამიანი არ გყავდეს. Aარ მეგულება თეატრალური მოღვაწე, რომელსაც აუგი ეთქვას ბატონ კახიზე, თუმცა თავად ბევრჯერ ატკინეს გული.

`მოხუცი ჯამბაზების~ რეპეტიციების დროს ჩასაფრებულები ვიყავით და ველოდებოდით შესვენებას, რათა ბატონი კახის ნაამბობისთვის მოგვესმინა. Mმის გვერდიდ იყრიდა თავს, ყველა თაობის ადამიანი და მონუსხული უსმენდა ამ შესანიშნავი მთხრობელის მიერ მოყოლილ იუმორისტულ  მოგონებებს, იმის შესახებ თუ როგორ იცეკვა სტრიპტიზი პოლონეთში და როგორ გადარია ნანა ხატისკაცი და სოფიკო ჭიაურელი. ერთ-ერთი შესვენების დროს დავუსვი შეკითხვა, რომელიც კახი კავსაძის თეატრალურ წარსულს შეეხებოდა. უცბად თვალები აუცრემლიანდაDდა მითხრა ხვალ მოდი ჩემთან სახლში ისე რომ თავისუფალი დრო გქონდეს, ამ ამბის მოსაყოლად ერთი საათი და ორმოცდაშვიდი წუთი დამჭირდებაო. ეს თქვა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. და მართლაც, მეორე დღეს ვესტუმრე ბატონ კახის. შემიყვანა სამუშაო ოთახში, პატარა მაგიდაზე დამიდგა ერთი ჭიქა წითელი ღვინო (რომლის მსგავსი არსად არაფერი გამისინჯავს) და ხილი. თვითონ ადგა, გამორთო მობილური და დაიწყო თხრობა. უცბად მივხვდი, რომ აღმოვჩნდი თეატრში, რომელსაც ერთი მსახიობისა და ერთი მაყურებლის თეატრი ჰქვია. წინასწარ მომზადებული დეკორაცია, საგანგებოდ შერჩეული რეკვიზიტი, შესაფერისი კოსტუმი და გენიალური მთხრობელი _ ჰქმნიდა იმის განცდას, რომ მართლაც საოცარ სპექტაკლს ვუყურებდი. Dდაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, უცბად თვალწინ გადამიშალა რუთაველის თეატრის 60-იანი წლები, საბჭოთა პერიოდი,  კახის და ბელას სასიყვარულო ისტორიები და ამ დროის პარალელურად მომხდარი ერთი არასასიამოვნო ისტორია, რომელმაც მსახიობს დიდი ტკვილი მოუტანა. პირველად ვნახე ბატონი კახი ასეთი სევდიანი, დავინახე მისი უსაზღვრო სიყვარული თეატრის მიმართ და თვისება რაც ძლიან ცოტა ხეოლოვანს აქვს, მოვლენების ობიექტურად შეფასება. Aარ ვიცი როგორ მოახერხა და თხრობისათვის მართლა ერთი საათი და ორმოცდაშვიდი წუთი დასჭირდა, ესეც ხომ არტისტისათვის აუცილებელი თვისება - დროის შეგრძნებაა. დამშვიდობებისას მითხრა _ ამ ამბავს ნურსედ ნუ დაწერ, უბრალოდ შენთვის იცოდე და გახსოვდეს თუ რა საოცარი სამყაროა თეატრიო. ვუსრულებ ამ სურვილს ბატონ კახის და არ ვწერ თუ რაზე ვისაუბრეთ იმ დღეს, იმ დღეს _ რომელიც არასოდეს დამავიწყდება ცხოვრებაში.

ქართულ თეატრს ბევრი დიდი არტისტი ყოლია და ბევრიც ეყოლება, მაგრამ ისეთი დიდი სიყვარული ხალხისა, როგორიც დაიმსახურა კახი კავსაძემ მხოლოდ ერთეულებს ერგოთ. სწორედ ამიტომ დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ბატონო კახი ღმერთმა ნურც თქვენ და ნურც ჩვენ მოგვიშალოს ეს ბედნიერება.

bottom of page