top of page

მტკივნეული აბსურდი

73323486_1503286889803004_35057805415573

ელენე კავთელაძე

მტკივნეული აბსურდი 

თეატრალურმა ფესტივალმა ‘’საჩუქარმა“ ქართველ მაყურებელს ნამდვილი საჩუქარი დაახვედრა რუსთაველის თეატრის სცენაზე.


მაგი მარენის ქორეოგრაფიული სპექტაკლი ‘’May B” ‘’შეიძლება“ -ზუსტად ამ დროისა  და სივრცისათვის იყო განკუთვნილი და სიმბოლურია, რომ მტკივნეული რეალობით გაიხსნა ეს ფესტივალიც, რადგან აბსურდის თეატრი ამ ეპოქაში ყველაზე კარგი ტრიბუნაა ,არაფერი ვთქვათ და ამ დუმილით ყველაფერი ითქვას...
 სემუელ ბეკეტის ნაწარმოებების მიხედვით, პლასიკითა და შეფასებებით, ასევე პაუზებით, შეძახილებითა და მუსიკის თანხლებით, ერთი ამოსუნთქვით შესრულდა სანახაობა, ყოველგვარი დანაწევრების გარეშე, თუმცა მუსიკა, თავის მხრივ ყოფდა ფრაგმენტებად და ამოსუნთქვის საშუალეა ეძლეოდა მაყურებელს.


შეუძლებელია არ ვთქვათ ის, რომ სპექტაკლი მთლიანად დახუნძლული იყო მეტაფორებით, მაგალითად, მონაწილეების ვიზუალი და სცენოგრაფია ერთ მთლიანობად იქმნებოდა ცარცის, ფქვილის, თიხის ან მტვრის დახმარებით. მსახიობებს დამახასიათებელი თიხის ნიღბები და უსახური გრიმი ჰქონდათ, ასევე ატარებდნენ თეთრ ტილოს ტანსაცმელს და ეს სითეთრე და ერთ ყალიბზე მოჭრილი გარეგნობა თავის მხრივ მეტაფორა იყო სისუფთავის, ერთფეროვნების ან თუნდაც განწმენდის.


გევინ ბრაიერსის მუსიკაზე გამოჩნდა ისევ  მტვრიანი ტანისამოსი და რეკვიზიტები მაგალითად ჩემოდნები, ფეხსაცმელები, ისინიც თიხიანი  და იდენტური...
ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ სანახაობა მსახიობების ქაოსური მოძრაობით დაიწყო, მთელ სცენაზე მიმოფანტული... შემდეგ სცენის ცენტრში გაერთიანდნენ და „სამყაროს აღქმა დაიწყეს“, რაც ბუნებრივია მტკივნეული პროცესია, ეს პლასტიკითა და ჟესტებით იდეალურად გადმოსცეს მსახიობებმა.


  გაჟღერდა ასევე  შუბერტის მუსიკა და ამის პარალელურად მსაიობების ემოციური შეძახილი ისმოდა, რაც დამთრგუნველი იყო. ასევე ტორტის განაწილების სცენა იყო სევდიანი. მთლიანობაში ,-ბეკეტისეული მარადიული უსასრულობა, რეალური აბსურდი, მთელი 80 წუთი იღვრებოდა სცენიდან, მინიმალისტურად და სულში ჩამწვდომად. დასასრული ისევ ქაოტური და მტვრიანი იყო, რაც კიდევ ერთი ბიძგი იყო ფიქრისკენ... ყველაზე ამაღელვებელი სცენა „გოდოს მოლოდინიდან“ იყო როცა განათებების დახმარებით ერთად შეკრებილნი  სიბინელიდან სინათლეს ხედავდნენ, იქ ალბათ იმედიც იყო და სივრცე რომელიც ადამიანს ხშირად რწმენის გარეშე მიუღწევლადაც კი ეჩვენება... ამ სინათლის მსახიობებს თითქოს ეშინოდათ, გაურბოდნენ და ეგუებოდნენ ძველ მდგომარეობას...

სწორედ ეს არის მთლიანად აბსურდი რომელსაც არც დასასრული აქვს არც დასაწყისი.

bottom of page