top of page

ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი

258744911_3193074274272104_3111432368855280718_n.jpg

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის

პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

24 ნოემბერს, 19.00 საათზე, თეატრის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/machabelitheatre ლაივ სტრიმის საშუალებით

ნაპოლი მილიონერთა ქალაქი

ავტორი - ედუარდო დეფილიპო

რეჟისორი - გოჩა კაპანაძე

მხატვარი - ლომგულ მურუსიძე

კოსტუმების მხატვარი - ნუცა ჭყონია

მუსიკალური გაფორმება - გოჩა კაპანაძის

 

/ანოტაცია/

  მეორე მსოფლიო ომის დროს ნაპოლში ცხოვრება რთულია, მაგრამ დონა ამალია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახი შეინახოს თუნდაც შავ  ბაზართან გარიგების გზით. ამის გამო უთანხმოება აქვს მეუღლე ჯენაროსთან. ამალია დიდი ფულის პატრონი ხდება მაშინ, როდესაც ჯენარო დაკარგული და სავარაუდოდ, მკვდარია. დონა ამალია ნაპოლის მაფიის ბოსია... ქალაქში მოულოდნელად ჯენარო ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მისი მისი ცოლი მაფიოზია,  ვაჟი მანქანის ქურდი,  უფროსი ქალიშვილი ორსულადაა,  უმცროსი კი მძიმედაა ავად. ჯენაროსთვის უცხოა ახალი ნაპოლი, სადაც ადამიანები ერთმანეთს აღარ ინდობენ, უცხოა საკუთარი სახლიც კი, რომელიც სასახლედ ქცეულა, თუმცა ჯენაროს ძველი უფრო მოწონდა... ამ ყველაფრით გაოგნებული ჯენარო ცდილობს,  ოჯახი გადაარჩინოს და  სახლში ძველი ხალისი და სიყვარული დააბრუნოს.

 

მონაწილეობენ:

ჯერარო - დავით ველიჯანაშვილი

ამალია - ლელა მახნიაშვილი

ამადეო  - ცოტნე მეტონიძე

მარია - ნუცა მესტუმრიშვილი                                                                   

ასუნტა - თამარ გოგიძე

პეპენელა - ციცო გიგაური

ვინჩენცა - დალი დოიჯაშვილი

დონა აჯელინა - მაკა გელაძე

ბრიგადირი ჩაპა - მამუკა პავლიაშვილი

ფედერიკო - ნიკოლოზ გოგიძე

bottom of page