top of page
449735256_1186564062776709_5560752287192866107_n.jpg

პირველი სვანი თეატრალურში

ლეო ფილფანი - 90

გამოჩენილი მსახიობის შვილიშვილის, ასევე მსახიობისა და პოეტის ნინო ფილფანის ინიციატივით, უკვე მესამე წელია მესტიაში აღინიშნება ლეო ფილფანის დაბადების დღე. წელს მას 90 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო კვირეულის ორგანიზებაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, ჩაერთო მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.

photo_2023-01-23 11.51.58 PM.jpeg

იამაყე, შენი ნამუშევრით

დაინტერესებულ საზოგადოებას თუთა ჯგუშია უნდა გავაცნო. დიახ, თუთა პროფესიით ჟურნალისტია, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ის ამჟამად მედიის მონიტორინგის მიმართულებით მუშაობს. თუთას ისტორია საბავშვო წიგნის გამოცემას მოიცავს. ,,კარგად ყოფნის წესები'' სწორედ ასე ჰქვია მის წიგნის. თუთა ჯგუშია გამომცემლობა ,,პალიტრა L-ის'' კონკურსის ,,გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია და ეს წიგნიც სწორედ კონკურსის ფარგლებში გამოიცა. 

Screenshot 2022-04-29 at 11.08.02 AM.png

„სამი და“ რუსთავში, ოზურგეთსა და ბათუმში!

თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ თავისი სპექტაკლით „სამი და“ 5-12 მაისს რუსთავს, ოზურგეთსა და ბათუმს ეწევა. მარიამ მეღვინეთუხუცესის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 2021 წლის სექტემბერში თბილისში შედგა, ახლა კი, დასი წარმოდგენას თბილისის სხვადასხვა ქალაქების თეატრებში გამართავს. სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე და მასში მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე, ბექა ხაჩიძე. პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

269762562_283380900506181_2893562511138976157_n.jpg

4 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით სამინისტრო  სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ხელახლა აცხადებს კონკურსს.

Screen Shot 2021-12-08 at 1.06.19 PM.png

თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსი გამოცხადდა

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით 3 სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა, ხოლო 4 თეატრში ამ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა

263181146_282050527157358_77828302059972764_n.jpg

თეა წულუკიანმა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსზე ისაუბრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

263181146_282050527157358_77828302059972764_n.jpg

თეა წულუკიანმა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსზე ისაუბრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

40694478_308582396617670_8857879171892772864_n.jpeg

წლის საუკეთესოები ქართულ თეატრში 2021

შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის - „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის“ ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციები განაწილდა შემდეგნაირად:

258744911_3193074274272104_3111432368855280718_n.jpg

ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის

პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

24 ნოემბერს, თეატრის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/machabelitheatre ლაივ სტრიმის საშუალებით

ნაპოლი მილიონერთა ქალაქი

თეა წულუკიანის ინიციატივით, ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა (2).jpg

ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა, რომელსაც, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე ჩაუდგება სათავეში.

Image 2021-10-21 at 14.34.20.jpeg

„გურიის დედოფალი“ პრემიერა გაიმართა

როგორც კულტურის მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო ხელს შეუწყობს ყველა იმ რეჟისორს, რომელიც თბილისში საქმიანობს, მაგრამ გადაწყვეტს, რომ გავიდეს რეგიონში და იქ დადგას სპექტაკლი. ამგვარი ხელშეწყობის ფარგლებში, რეჟისორი თბილისიდან ნიკოლოზ საბაშვილი მიმდინარე წლის დეკემბერში ახალ სპექტაკლს ოზურგეთის თეატრში დადგამს.

კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი სათეატრო კრიტიკის ხელშეწყობას იწყებს.jpg

კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი სათეატრო კრიტიკის ხელშეწყობას იწყებს

პროექტის მიმდინარეობის პირველი სამთვიანი პერიოდის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, და შესაბამისი პროფესიონალების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, კულტურის სამინისტრო გეგმავს, მომავალი საბიუჯეტო წლიდან სათეატრო კრიტიკის პროექტის დაფინანსება გააგრძელოს, მას შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი შეუქმნას მდგრადობის მიზნით და, საბოლოოდ, სწორედ პროექტში მონაწილე კრიტიკოსებისგან შეადგინოს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების საარჩევნო პროგრამის შესრულების ანალიზი უნდა განახორციელოს.

ოზურგეთის თეატრი 1.jpeg

ოზურგეთის თეატრის საგსტროლო ტურნე რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში იწყება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტი ითვალისწინებს ათ დღიან გასტროლებს რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის თეატრი წარმოადგენს ორ სპექტაკლს თამარ ბართაიას „მთავარ როლს“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) და „ფიროსმანს“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).

Screen Shot 2021-08-09 at 12.50.52 PM.png

ციხის ნაცვლად კულტურის ცენტრი

მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა ნებისმიერ ხელოვანს შეეძლება. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები.

225272706_185571666953772_4349952269318579398_n.jpg

თეა წულუკიანმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიულ მიზნებზე ისაუბრა

კულტურაში სამინისტრო სტრატეგიული მიზნებია: საყოველთაო ხელმისაწვდომობა კულტურაზე და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა; კულტურასა და შემოქმედებით პროცესებში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტეგრაცია, ხელოვანთა მხარდაჭერა

Image 2021-07-28 at 13.43.18.jpeg

თეა წულუკიანმა საზოგადოებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო

კულტურაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, კულტურასა და შემოქმედებით პროცესებში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტეგრაცია, ხელოვანთა მხარდაჭერა და სოციალური დაცვა, შემოქმედებითი საქმიანობის და ინდუსტრიების გაძლიერება, სახელოვნებო განათლების განვითარება და ხელმისაწვდომობა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. კულტურის როლისა და მნიშვნელობის გაზრდა სახელმწიფოს მდგრად განვითარებაში - ეს არის ის სტრატეგიული მიზნები, რაზეც თეა წულუკიანმა ისაუბრა.

Image 2021-07-25 at 10.56.26.jpeg

თეა წულუკიანმა თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელობასთან და თეატრმცოდნეებთან თეატრის რეფორმაზე პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაციის საკითხს, საშემსრულებლო სფეროში მიმდინარე პროცესებს, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით ეფექტური პოლიტიკისათვის სწორი რეგულაციების შემუშავებასა და ქართული თეატრის თანამედროვე სტანდარტის შექმნის აუცილებლობას. მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფო თეატრების მართვის წესი.

193076733_143241101186829_5204075199445959730_n.jpg

კულტურის სამინისტრომ 5 კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 21 ივნისს კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხუთ კონკურსს აცხადებს:

img5.jpg

რას დააფინანსებს კულტურის სამინისტრო?

„დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ იმ პრიორიტეტებსა და პროექტებს, რომლებსაც კულტურის სამინისტრო დააფინანსებს მიმდინარე წელს მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რომლებიც გამოყოფილი გვაქვს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში." - ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

ოზურგეთის თეატრი 1.jpeg

ოზურგეთის ახლად რეაბილიტირებული შენობა იხსნება

153-ე სეზონისთვის, ოზურგეთის თეატრმა, 7 საპრემიერო დადგმა მოამზადა. განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის სათეატრო სეზონი ოზურგეთის თეატრში გაიხსნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლით „მონატრება - ნუ გააღვიძებ“ (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, ინსცენირება ლელა არაბიძის), რომელშიც თეატრის 4 თაობა მონაწილეობს, მათ შორის, დებიუტანტი პროფესიონალები, რომლებსაც პირველად შეხვდება და გაიცნობს ფართო აუდიტორია.

unnamed.jpg

ქუთაისის თეატრმა 160-ე სეზონი გახსნა

მსოფლიო პანდემიამ ადამიანთა ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალა. ეს მოვლენა,რა თქმა უნდა, ქართულ თეატრზედაც აისახა და ახალი გამომსახველობითი ძიებები დაიწყო. ერთ-ერთი აქტუალური საშუალება ღია სივრცეში სცენისა და დარბაზის მოწყობა გახდა.

conference baner.jpg

გაიგე და დაინახე მეტი

თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების ინიციატივით, 11 მაისს თბილისის დროით 11 საათზე ონლაინ პლატფორმაზე Zoom  გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია „თეატრი ონლაინ“, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს 12 ქვეყნის წარმომადგენელი. 

Biesy Fot. Karol Budrewicz (205).jpg

გაიგე და დაინახე მეტი

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რომელთა შერჩევა მოხდა საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება „შოუ-ქეისი“, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს აჭარაში მოქმედი თეატრების წარმოდგენები.

pjimage.jpg

Drunk enough to say I love you?

წლევანდელ ,,დურუჯში” ნომინირებული სპექტაკლებიდან პირადად მე ყველა ვერ ვნახე. როდესაც საუბარია ესოდენ გამომწვევი სათაურისა და ფინანსური მასშტაბების მქონე პრემიაზე, ვფიქრობ აუცილებელია სპექტაკლი სარეპერტუარო ხასიათის იყოს. ჩემი აზრით თეატრები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ ნომინირებული სპექტაკლების პერიოდულ ჩვენებას. ამის მთავარი მიზანი ისაა, რომ საზოგადოებაში კონკრეტულ სპექტაკლებთან მიმართებაში რაიმე ცრუ მოსაზრება არ გაჩნდეს.

74331131_2435632359817565_90942816408127

ერისთავის თეატრის კონკურსი

ერისთავის თეატრი აგრძელებს ახალგაზრდა რეჟისორების მხარდაჭერას და აცხადებს კონკურსს ,,GATE 35,,
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა რეჟისორებს 35 წლამდე.

52115578_1290733047725057_44996790953233

ხელოვნების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“ იწყება

მოხარული ვართ გაცნობოთ, წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება თბილისის ცენტრალურ თეატრალურ დარბაზებში. ფესტივალის დაარსებიდან 22-ე  წელიწადს თეატრისა და ხელოვნების  მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უმაღლესი ხარისხის სახელოვნებო მიღწევებს, რომლებიც ევროპის კულტურულ მემკვიდერობას ჰქმიან და ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს უწევენ პოპულარიზაციას.  

70147979_1997898193644525_25859030776681

ოზურგეთის თეატრი საქართველოში სამი პრიზით დაბრუნდა

ანა პეტროვასა და ნევენა მიტევას სპექტაკლი „კოცნა“ ბულგარეთსა და უკრაინაში წარმატებული ტურის შემდეგ მალთაფეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა, რომელშიც ათი ქვეყნის ჩვიდმეტი თეატრი მონაწილეობდა. თავად თურქეთი ფესტივალზე შვიდი თეატრით იყო წარმოდგენილი.

DSC_0409.JPG

პრემიერა ფოთის თეატრში და საგასტროლო ტურნე

23-24 სექტემბერს ფოთში, 26 სექტემბერს თბილისში, გრიბოდოვის თეატრში, 27 სექტემბერს გორში, 28 სექტემბერს ახალციხეში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელწიფო თეატრი მასშტაბურ პრემიერას გამართავს. 

Picture1.png

პრესკონფერენცია

17 სექტემბერს, სამშაბათს  11:00 საათზე,  (ათონელის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანი)
 თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია -  პროგრამის პრეზენტაცია.

bottom of page