პორტრეტი
ვეუბნებოდი უარს მაგრამ არ ისმენდა, ვტიროდი, არ შემიძლია მეთქი
ქართულ თეატრს არა ერთი გამორჩეული, მსახიობი ჰყავს. მათ ერთმანეთისგან სწორედაც, რომ ინდივიდუალიზმი, პროფესიონალიზმი და პროფესიისადმი სიყვარული გამოარჩევს. თუმანიშვილის თეატრის, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მსახიობმა, რუსიკო ბოლქვაძემ, დაბადებიდან 65 წლის და სცენაზე დგომის 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო სპექტაკლში, „უცნაური ქალბატონი სევიჯი“ ითამაშა, სადაც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, არაპროფესიონალებიც იდგენენ სცენაზე. თუ სხვები, საიუბილეო თარიღებს, სცენაზე სავარძლის დადგმითა და მიძღვნილი ქება დიდებით აღნიშნავენ, მსახიობმა მისი დაბადების დღე სხვებს მიუძღვნა. მაყურებელს ინკლუზიური სპექტაკლი შესთავაზა.
ჩვენ შენ გვიყვარხარ!..
მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე, მისი და მათი საერთო თეატრის ერთგული წევრი და მეგობარი, საყრდენი და ნამდვილი მემატიანე. ამბობენ, რომ თუ ვინმეს რამე არ ახსოვდა, ახსოვდა ზაზას; თუ რაღაც ფაქტი ეჭვს იწვევდა, ზაზა მიქაშავიძესთან უნდა შეგემოწმებინა; თუ რომელიღაც სპექტაკლში რომელიმე სცენა ჩვეულ კალაპოტს სცდებოდა, ზაზა მაშინვე თავის ადგილს უბრუნებდა და ეს დაბრუნება უტყუარი, სანდო და საიმედო იყო.
სამუშაონი და დღესასწაულნი კაცისა ანუ შველიძის „მირონი“
შველიძემ იმთავით აუღო ალღო სტურუას ანტიმიმეტურ ესთეტიკას, მის პარაბოლურ თეატრალურ დისკურსს. ეს იყო „სხვა“ თეატრი ანდა თეატრის „სხვა“... პოლიკარპე კაკაბაძის ტექსტის საფუძველზე რისკიანად შეთხზული სანახაობის „თვალთმაქცობას“ შველიძე თავისი დეკორაციით აუბამს მხარს და ასე შეუერთდება სპექტაკლის თავბრუდამხვევ თამაშებრივ სტიქიას;
დონ კიხოტი საქართველოდან
რეჟისორ ვასო ჩიგოგიძის სახელთანაა დაკავშირებული ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების სცენური ინტერპრეტაციები და ნოდარ დუმბაძის შემოქმედების პოპულარიზაცია უცხოეთში. გიგა ლორთქიფანიძის შემდეგ, ვასო ჩიგოგიძე პირველია, ვინც ყველაზე მეტი და ყველაზე მეტჯერ განახორციელა სცენაზე ნოდარ დუმბაძის პროზა საქართველოში თუ უცხოეთში (განსაკუთრებით ლიეტუვაში).
მისი გაზაფხულის მუდმივი შემოდგომა
გასული 40 წლის განმავლობაში რეზო გაბრიძის უცნაურმა და „გასულიერებულმა“ თოჯინებმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მონახულება მოასწრეს და მონაწილეობა მიიღეს ყველაზე დიდ, პრესტიჟულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში: ავინიონში, ედინბურგში, ნიუ იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ლოზანაში, ჩარლსტონში, დრეზდენში, პეტერბურგში, მოსკოვში და სხვა ქალაქებში.
სიტყვის საკრალიზაცია თემურ ჩხეიძის რამდენიმე სპექტაკლში
თემურ ჩხეიძის სათეატრო ენა, რეჟისორული ხედვა, სხვადასხვა თეატრალური ხერხების ჰარმონიული შერწყმაა, რომელთა შორის - ქმედით სიტყვას, ფსიქოლოგიური ნიუანსების გათვალისწინებით პერსონაჟის სახის გაცოცხლებას, მოვლენათა რიგის სკრუპულოზურად აგებას, ამბის გადმოცემისას, პერსონაჟთა თუ ტიპაჟთა ურთიერთობებში ინტრიგის არსის წვდომას, კვანძის შეკვრასა და გახსნას, დრამატურგიული მასალის ინტერპრეტირებას, კონცეფციის ნათლად გამოხატვას - უმნიშვნელოვანესი ადგილი ეთმობა.
არა მარტო ხარისხით, არამედ ქმედებებითაც...
მარჯანიშვილის თეატრი მისი მდიდარი ისტორიის და გამორჩეული ხელწერის მიუხედავად არასდროს ყოფილა იმდენ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თუ ფორუმზე, რამდენჯერაც ეკა მაზმიშვილის მმართველობის პერიოდში. გაიზარდა მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო რუკის არეალიც და ის შორეული აღმოსავლეთიდან უკიდურეს დასავლეთ ევროპამდე ვრცელდება.
დოდო გოგუა
ქართული მუსიკოლოგია ეროვნული მეცნიერების ღირსეული სახელოვნებო შტოა, რომელიც წარმოდგენილია ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეული პერსონებით; მათ შორისაა ქალბატონი დოდო გოგუაც _ პიროვნება და მუსიკოსი, რომლის ირგვლივ უამრავი სათქმელი ისეთი ინტენსივობით იბადება გონებაში, რომ აზრებს თანმიმდევრობით ვერც კი მოუხერხებ ჩამოყალიბებას, ყველა ფიქრი პირველხარისხოვანია.
ტანგოს ქართველი რაინდი
კობა შონიას, იგივე იაკობ შონსკის სახელი საქართველოში სახელოვნებო წრეებში ტანგოსთან ასოცირდება. მოცეკვავე, ტანგოს მსახიობი, ქორეოგრაფი, რეჟისორი და პედაგოგი (რომელსაც ტანგოს მაესტროს ტიტულიც მიენიჭა) კობა შონია ორ ათეულ წელზე მეტია არავერბალური საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია საქართველოში ტანგოს აკადემიის დაარსება და ტანგოს საერთაშორისო ფესტივალი „Bestfest Tbilisi“, რომლის დამფუძნებელიც არის 2017 წლიდან.
მარინა თბილელის სილამაზე, სილაღე და თავისუფლება
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარეგნობით იქცევდა ყურადღებას. სილამაზით, აღნაგობით, ელეგანტურობით, მოხდენილობით. არასტანდარტული იერითა და ღირსეული თავდაჭერით. ამბობენ, რომ შეუმჩნეველი არსად რჩებოდა. ჰქონდა მაგიური აურა და მაგნეტიზმი. მაგრამ მთავარი მაინც იწყებოდა შემდეგ, როდესაც საქმე განსახიერებულ როლებზე მიდგებოდა და მშვენიერი ქალი ადგილს დიდ მსახიობს „უთმობდა“. აქ სრულად იშლებოდა ზღვარი ეკრანის ჩარჩოს, სცენის ბარიერსა და სინამდვილეს შორის. ახალი რეალობა იწყებოდა. დაუჯერებელი და ერთმანეთთან „შეუთავსებელი“ შრეებით შედგენილი. რადიკალურად განსხვავებული და ამასთან, ერთიანი და მოცულობითი.
მოძღვარი-
ვასილ კიკნაძე
ვასომ დიდი ამაგი დასდო ქართულ თეატრმცოდნეობას - ბევრი იკვლია, ბევრი წერა. დამფასებელი და პატივისცემელიც ბევრი შეიძინა. დროდადრო აუგისმთქმელიც გამორეულა - ძირითადად იმათგან, ვისაც ადრე შესწევია - სიკეთე უქმნია, მაგრამ მერე, რაკიღა შეუმჩნევია, ესენი შინიდან გასვლისას, სინდისს სამზრეულოს რომელიღაც უჯრაში ამწყვდევდნენ, თანადგომის ხალისი დაუკარგავს, ან დრო-ჟამი გასულა და სიკეთის ქმნის ბერკეტებიც ხელიდან გამოსცლია. ამიტომ არ, თუ ვეღარ დახმარებია.
თემურ ჩხეიძე-რეჟისორი რომელიც არ ჩანს
ინტრიგის მოყვარულებს აქვე დავაშოშმინებ: სათაურში არც ინტრიგა და არც კრიტიკა მიგულისხმია, თუმცა ეს ფრაზა გამომწვევად და კრიტიკულ კონტექსტში ნამდვილად ითქვა თეატრის მოღვაწეთა კავშირში გამართულ შეკრებაზე, სადაც ახლადდამთავრებულ ფესტივალზე და, რაღა თქმა უნდა, თემურ ჩხეიძის პეტერბურგულ სპექტაკლზეც „კოპენჰაგენი“ ვიმსჯელეთ.
ეროვნული კლასიკა და ფოლკლორი იქ, სადაც ყველაფერი იწყება
თუ რა მნიშვნელობა აქვს თეატრს ქვეყნის, საზოგადოების აწმყოსა თუ მომავლისთვის, სრულიად ნათელია, მაგრამ, ამ ფონზეც კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც იმ თეატრებს აქვთ, რომლებიც ყველაზე პატარა მაყურებლისთვის არიან განკუთვნილი. თოჯინებისა და თეატრებს - ყმაწვილების, მოზარდებისთვის.
ბატონი გიზო მისი პროდუქტიულობით შეიძლება ლოპე დე ვეგასაც კი შევადაროთ, უამრავი საოპერო სპექტაკლის დამდგმელი, საბავშო ოპერის დამაარსებელი, ასზე მეტი დრამატული სპექტაკლის რეჟისორი, პედაგოგი და ღირსეული მოქალაქე სულ მალე ოთხმოცი წლის გახდება.
თეატრალურ ფიცარნაგზე მოღვაწე ადამიანებს ქართველები ორი, ერთიდაიგივე პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვით მოიხსენიებენ, ესენია: მსახიობი და არტისტი. მსახიობი ბევრია დღევანდელ სცენისმოღვაწეთა შორის, არტისტი კი ძალიან ცოტა.