top of page

პრესკონფერენცია

Picture1.png

17 სექტემბერს, სამშაბათს  11:00 საათზე,  (ათონელის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანი)


 თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია -  პროგრამის პრეზენტაცია.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან:
კახი კალაძე  - ქალაქ თბილისის მერი  /

ბადრი მაისურაძე  -   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე   /

სოფო ხუნწარია - მერის მოადგილე  /

ეკატერინე მაზმიშვილი - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის  დირექტორი/

ჯასთინ მაქენზი  - სმიტი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში

/ ზაზა ფურცელაძე -  ბრიტანეთის საბჯოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში /

რებეკა საიმორი  - ბრიტანეთის საბჭოს ფესტივალების და სეზონების დირექტორი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს  ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით  დაფუძნდა.  წელს  დედაქალაქი  უკვე მე-11  თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

შემოდგომა თბილისში თეატრალური შეხვედრებისა და გაცნობების დროა. სიახლეების ნახვისა და გაზიარების, ახალი აღმოჩენებისა და ახალი გეგმების, ახალი პერსპექტივების, ახალი შესაძლებლობების დაბადებისა და ძველი კავშირების გამყარების დროა.

2019 წლის, მე-11 ფესტივალი, უკვე გამოცდილება დაგროვილი,  ტრადიციას არ ღალატობს და არც ახალ მოცემულობებსა და ახალ ექსპერიმენტებს  უშინდება.  ყოველ წელს ფესტივალს ჰქონდა და აქვს გარკვეული გეზი, ამოცანები და პრიორიტეტები. ის ყოველწლიურად სახეს იცვლის.

ყოველ წელს ფესტივალი არა მარტო საუკეთესო სპექტაკლებს წარადგენს არამედ გამოწვევის, დისკუსიისა და კამათის მცდელობაა  საზოგადოებასთან; კამათისა და დისკუსიის, რომელიც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე,  მომავალ თაობაზე, ქვეყნის და ქალაქის განვითარებაზე.

2019 წელს ფესტივალი სამი ახალი  მოვლენით წარსდგება:

ფესტივალს დაემატა ახალი მიმართულება არტ- მარკეტი

ბრიტანული სეზონის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის   ფესტივალის პირველი კო - პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად,  რომელიც OUTDOOR პროგრამის ფარგლებშია.

ბრიტანული სეზონი UK/Georgia 2019 ბრიტანეთის საბჭოს და ბრიტანეთის საელჩოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც განხორციელდება  2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე.

6 ოქტომბერს თბილისის მერიასთან ერთად  თბილისობის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საჰაერო თეატრი   - მუარე გამოცდილება (ესპანეთი, ინგლისი)

მაშ ასე!  2019 წლის თბილისის საერთაშორისო თეატალურ ფესტივალს წარმოგიდგენთ!
საერთაშორისო პროგრამა -  23  სექტემბერი - 24 ოქტომბერი

15 სპექტაკლი  - ბრიტანეთი, გერმანია, ლიტვა, შვეიცარია, ისრაელი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, უკარინა, ბელორუსია

3 სპექტაკლი პროგრამა პროგრამა NEW - იტალია, უკარინა, ბელორუსია

ქართული სპექტაკლების პროგრამა  2- 6 ოქტომბერი

26 სპექტაკლი,  5 პრემიერა (როგორც დედაქალაქიდან ისე რეგიონებიდან)

11 რეკომენდირებული სპექტაკლი  - კრიტიკოსთა ასოციაციის მიერ

ქართული სპექტაკლების პროგრამის და არტ მარკეტის ფარგლებში  95 საერთაშორისო სტუმარი გეგმავს ჩამოსვლას:

არგენტინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ჩინეთი, ფინეთი, გერმანია, ინდოეთი, ისრაელი, იაპონია, ყაზახეთი, ლატვია, ლიეტუა, მაკედონია, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, უკრაინა, ბრიტანეთი, აშშ, ესტონეთი, ირანი, ბრაზილია. მათ შორის არიან ბრიტანეთის და ჩინეთის დელეგაციები.

 

მოკლედ ფესტივალის ისტორია:

თბილისის  საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა

10  წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 170 კომპანიას ქვეყნებიდან: იტალია,  გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა.

ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არის რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი.  პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი,  ალვის ჰერმანესი და სხვა.  მათთან ერთად კი კომპანიები, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისაკენ.

bottom of page