top of page

პროექტები

kvleva.jpg

საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში (თეატრები და სათეატრო ფესტივალები)

პროექტი განხორიცელდა ქართული თეატრის ელექტრონული არქივის მიერ „შემოქმედებითი საქართველოს„ შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერის კონკურსის - „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში„ ფარგლებში ბრიტანეთის საბჭო საქართველოში ხელშეწყობითა და უშუალო მხარდაჭერით.

თავისუფალი თეატრალური პროექტები.jpg

თავისუფალი თეატრალური პროექტები

წინამდებარე კრებული, როგორც კვლევა, ეფუძნება 2014-2015
წლებში თავისუფალი თეატრალური პროექტების პროგრამის ფარგლებში
განხორციელებულ სპექტაკლებს. 
 62 სპექტაკლის კვლევა ნათლად ხატავს თანამედროვე
ქართულ თეატრში მიმდინარე რთულ, წინააღმდეგობებით სავსე შემოქმედებით პროცესს, პრობლემებს და პერსპექტივას. 

პროექტი გაგრძელებაა კვლევის „თანამედროვე ქართული თეატრი“ (სტატისტიკა, ანალიტიკა, პრაგმატიკა)

1 slaidi.jpg

„ვის უხმობს ზარი?“

ილიას სახ. უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი მეორე წელია ატარებს თეატრალური სეზონის სტატისტიკურ  კველევას და მის შედეგებს აქვეყნებს. მათ მიერ წამოწყებული საქმე უდიდესი მნიშვნელობისაა, თუნდაც იმიტომ რომ მას ნამდვილი პროფესიონალები ატარებენ (სიმართლე რომ ითქვას ასეთ კვლევას  თეატრის მოღვაწეთა კავშირი უნდა ატარებდეს), ისინი,  რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული საქართველოს თეატრალურ ცხოვრებაში და ყველაზე მეტად იცნობენ იმ პრობლემებს თუ გადაუჭრელ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით მთელი თეატრების წინაშე დგას.

teatraluri-universiteti.jpg

ინტერკულტურული  თანამშრომლობის  ერთიანი  შემოქმედებითი  სივრცე

2018  წლის  ოქტომბერში  ხელი  მოეწერა  ისრაელის  საშემსრულებლო  ხელოვნების  სტუდიასა  და   საქართველოს  შოთა  რუსთაველის  თეატრისა  და  კინოს  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმს. 

dedofliswyaro.jpg

გაწირული, თავდადებული, ჩუმი გმირები

ჩემი ბავშვობის მეგობარი (ხათუნა-ანა ჭელიძე) ხშირად ამბობს ხოლმე: „ეს ცხოვრება სიმბოლოებით გველაპარაკება“... შეიძლება ითქვას, რომ მისი „საყვარელი გამონათქვამი“, ჩვენი „შეწირულთა თაობის“ (1960-იანების შუაწლებში საქართველოში დაბადებულები), უფრო კონკრეტულად, ჩვენი ამქვეყნად  დარჩენილი სამეგობროს ცხოვრების თანამდევ „რეფრენად~“იქცა. თავისუფლება _ „ძვირად ღირებული“ _ ცნებაა. 

bottom of page