top of page

ქორეოდრამული აზრთა სიმწყობრე

75635906_2513316418914005_86511086787803

ანი ცხვედაძე

ქორეოდრამული აზრთა სიმწყობრე

 

 შვეიცარიელი წარმოშობის  ფსიქოანალიტიკოსის, კარლ გუსტავ იუნგის კონფეფციაზე, კერძოდ ნაშრომ „სინქრონულობის“ ინსპირირებით, მსოფლიოში კარგად ცნობილმა,  ამერიკელმა ქორეოგრაფმა და პერფორმერმა  ქეროლინ კარლსონმა ფსიქო-ქორეოდრამული  დადგმით „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“, ონტოლოგიურ  წიაღსვლებში ამოგზაურა მაყურებელი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარის“ ფარგლებში...   


ექვსი, უმშვენიერესი და თვალწარმტაცი სხეულის  მქონე ახალგაზრდა მოცეკვავე,. სამი  მამაკაცი და ქალი, რომლებიც  გუსტავ იუნგის ფსიქოანალიზის კონცეფციაზე,  კოლექტიური არაცნობიერისა და არქეტიპების უწონადო ველში,  დემონსტრირებენ  ადამიანთა ვნებებს; ანტაგონიზმს; კონფრონტაციასა და სასოწარკვეთას...  როგორც, ვიტალურ ყოფაში, ისე ქვეცნობიერ შრეებში მუდმივად არსებული ბარიკადების  შესახებ გვიყვებიან!..  76 წლის  ქეროლინ კარლსონის ქორეოგრაფიული ხელწერა, ქალაქ ვუპერტალში მოქმედი „პინა ბაუშის სახელობის ქორეოგრაფიული თეატრის“ გავლენას, გამომსახველობით-კონცეპტუალური ფორმებით  ცალსახად განიცდის...       ექვსი, ცხადად თვალწარმტაცი  სხეული (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან!)  „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ დგას,  დინამიზმითა და ასინქრონულობით.. სხვადასხვანაირ მუსიკალურ კომპოზიციათა აკომპანირება, წყვილ-წყვილად, ხან კი  ჯგუფურად შეთანხმებული  მოცეკვავეების ქორეოგრაფიულ ფრაგმენტებს, სუქცესიურად(თანმიმდევრულად) თან ახლავს და კიდევ მეტ შთაბეჭდილებათა სიღრმეს კვეთს მაყურებლის წარმოდგენებში!..     სცენის მეპატრონე, მოქმედი გმირები, საკუთარი სხეულების ელასტიკურობის პარალელურად, ერთთავად  ითვისებენ და საკუთარ  სხეულებთან სრულ ადაპტაციაში მოჰყავთ -  სცენის რეკვიზიტად  წარმოდგენილი დეტალები: სკამების, მაგიდისა და მოძრავი კარის სახით.


...სცენის სიღრმეში  განთავსებულია წითელი ფერის კარი, რომელიც ფსიქო-ქორეო-დრამული კომპოზიციის გენიალურ კონცეპტს წარმოადგენს, ჩემივე მოსაზრებით!.. „წითელი კარი“, რომელიც ერთგვარ ‘მედიუმს’-დამაკავშირებელ მაგისტრალს ქმნის, სცენის მოქმედებებსა და სცენის ნაპირზე ფიქსირებულ ვიდეო-პროექციას შორის... ცნობიერისა და ქვეცნობიერის გზაჯვარედინი---აი, რა არის, დიდებული ქეროლინ კარლსონის ქორეოგრაფიული იდეოლოგიის მანიფესტი.   ონტოლოგიური ვნებანი, პროეცირებული ჩვენსავე ქვეცნობიერში... გონებრივ კონსტრუქციებში მოტივტივე აზრთა მდინარების რეგენერაცია და დეკონსტრუქცია... აღმოცენება  და თან  უპირობო რღვევა!!!     ხორციელი სურვილებისგან  სიგიჟემდე მისული ცოცხალი  სხეულები და მომენტალურად, ნირვანის კონდიციაში  ჩავარდნილი-ნეტარების გამომსახველი პასაჟური  ქორეოგრაფიული სცენები!


  ერთმიშვნელოვნად, თვალშისაცემი  ეპილოგი ჰქონდა, მთელს ქორეოგრაფიულ ლაბირინთს... ვიდეო-პროექციაზე  გამოსახული  მამაკაცი და (სცენაზე) მიწაზე მერყევად მდგარი  ქალი, რომელიც წითელ კარს აღებს, ენიგმატურად  უჩინარდება ჩვენი თალთახედვიდან(...), და ხვდება  ქვეცნობიერში წარმოსახულ ტიპაჟს-მამაკაცისას, განუმეორებელ და თავისეულ სუბსტანციას!! - ისევე, როგორც  ყოველი ინდივიდის ეგო, დიდი კოლიზიების შემდეგ., მაინც და ეჭვგარეშედ გაერთიანდება საკუთარ სუბიექტურ-პერფექციონისტულ საწყისთან!!!

bottom of page