top of page

რა მოხდა ვენეციაში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.​

 

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტისსამინისტროს მიერ.​

 

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

TCH42491 (1).jpg

ლელა წიფურია

რა მოხდა ვენეციაში

ვენეციაში სწორედ ისეთი ამბები ხდება, რომელიც სხვაგან ვერ მოხდებოდა- იდუმალი ჟიგოგლოს სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც ერთი მხრივ კლასიკური მელოდრამის სამკუთხედის ყველა კომპონენტს შეიცავს და მეორე მხრივ სრული იდუმალებით არის მოცული. პიესის ავტორიც ანონიმურია, მეთექვსმეტე საუკუნის უცნობი დრამატურგი. ირინა ბაგაურის თარგმნილი ეს კომედია მიიჩნევა რენესანსის ხალხური თეატრის შედევრად. გონდოლების, კარნავალების და ნიღბების ქალაქში  უცნობის ფაქტორი ფრიად ხელსაყრელია- გამოიყენებ როგორც მოისურვებ და ვენეციიდან მალეც წავა, აქ არავის გაახსენდება. მტვირთავი      ბერნარდოს (დავით დვალიშვილი) გონდოლაც ისე გაცურავს ვენეციის არხებში, რომ ვერავინ შეამჩნევს ვისთან მიყავს სიყვარულით დასატკბობად თავგადასავლების მაძიებელი ახალგაზრდა ჯულიო (გიორგი წერეთელი).

ინტრიგებით და ვნებებით სავსე ვენეცია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რუმინელმა რეჟისორმა ადრიან ჯურჯეამ გააცოცხლა. წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თამაშდება, სადაც ორივე მხარეს მაყურებელთა სკამებია განლაგებული. პერსონაჟთა სამოქმედო არეალი კი მაყურებელთა შორის არის „გაჭრილი“ ვენეციური არხივით. და როგორც ნამდვილ ვენეციას შეეფერება  სცენოგრაფმა ქეთევან ნადიბაიძემ და კოსტიუმების მხატვარმა ავთო მოდებაძემ სპექტაკლის დეკორაციაც და კოსტიუმებისც ისე წარმოსახეს- ჰაეროვანი ფარდებით შექმნილი სივრცით, სადაც ვენეციის პეიზაჟი ირეკლება არხებითა და გონდოლებით. სასიყვარულო სამკუთხედის მთავარ გმირებს- სიყვარულის ობიექტ ქალბატონებს ელეგანტური გრძელი კაბები მოსავთ, მთლად შუა საუკუნეების არა, მაგრამ სტილიზებული ქალური სილუეტის ნამდვილად არის.  შუა საუკუნეების იტალიის კოსტიუმებს ნამდვილად არ გავს მამაკაცების ჯინსები და ქურთუკები. ნენას, შეყვარებული ქვრივი ქალბატონის მოსამსახურესაც თანამედროვე კოსტიუმი აცვია .  სამაგიეროდ კონკურეტი ვალერიას მოსამსახურის ორიას სამოსი თანამედროვეობის და აღორძინების პერიოდის სრული სინთეზია: თანამედროვე მაისურზე და ჩექმებში  ჩატანებულ მოტკეცილ შარვალზე გამჭვირვალე კრიოლინი აქვს გადაცმული. დეკორაციის  ერთ მხარეს, ფარდებზე, ჩიტების და მთვარის აპლიკაციებია მიკრული. მეორე მხარეს კი  ისარმომარჯვებული ამურია, ისე, როგორც სიტუაციას შეეფერება.  ბუტაფორიებში ვენეციის სიმბოლოებიც მოიძებნება-ანტიკური თაღი და ლომის ქანდაკება. და კიდევ რამდენიმე ჩარჩოში ჩასმული თვალი-სწორედ ისეთი, რენესანსის ეპოქის მხატვრები რომ ხატავდნენ.  თვალის რამდენიმე გამოსახულება  პერსონაჟებშიც და აუდიტორიშიც ერთსა და იმავე ემოციას ბადებს- არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს, მაყურებლისთვის მაინც...

ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ადრიან ჯურჯეას სპექტაკლში როლების შექმნა უმთავრესია-„ილ ვენეციანა“ სამსახიობო სპექტაკლია. პერსონაჟის განცდების,  ემოციების წარმოსახვა კი მხატვრული სახის შექმნის უმთავრესი მეთოდოლოგია. ლიკა ქობულაძე-დიდგვაროვანი ქვრივი ანჯელა უკანასკნელ სიყვარულს ჩაჭიდებული ბანოვანის განსახიერებაა.

 

მოშიშვლებული მხრებით და მკერდზე ბაფთით, ის ჯერ კიდევ მშვენიერი გარგნობისაა. როგორც ბერნარდოს სიტყებიდან ვიგებთ, ტემპერამენტიც უხვად აქვს- მტვირთავს დიდხანს უხდება წყვილის რამდენიმე მიყოლებული სასიყვარულო აქტის დასრულების დალოდება. და მაინც, ლიკა ქობულაძე დიდი სიფაქიზით ახდენს ასაკში შესული ქალის კომპლექსების წარმოსახვას სცენაზე. საოცრად ნაზი და მოსიყვარულეა ახალგაზრდა ვაჟთან ურთიერთობისას. უხვად აჯილდოებს ბერნარდოს ჟიგოლოს მოყვანისთვის, ჯულიოს კი უძვირფასეს ზურმუხტით შემკობილ ოქროს ჯაჭვს ჩუქნის. საბოლოოდ სწორედ ეს ჯაჭვი ხდება მისი მხილების და ვალერიას მრისხანების მიზეზი. ანჯელასგან განსხვავებით ვალერია უფრო მხოლოდ ხორციელ ვნებებს აყოლილი ქალია, რომელიც შესანიშნავად ახერხებს ქედმაღალი არისტოკრატის ნიღაბს ამოეფაროს და ქმრის ღალატს სიყვარული უწოდოს. თუმცა რას ვიზამთ, ეს ხომ ვენეციაა, ნიღბების ქალაქი.

ორი მოსამსახურე- ლილე ფილფანი და ეკატერინე მახარობლიშვილი. ორთავე ქალბატონების მესაიდუმლეები და მუდმივად გამეცადინებულები მათ ასიამოვნონ. ლილე ფილფანი მტვირთავს უფრო თანამზრახველად აღიქვამს. ნენეს ქმედებებში ანჯელას თაობისადმი სოლიდარობა იგრძნობა. მისგან განსხვავებით ეკატერინე მახარობლიშვილი ორიას  მუდმივი პრანჭვის და კეკლუცობის რეგისტრში ასრულებს თავისი ქალბატონის მსგავსად.

ვენეციის არხებში მოსეირნე ორი მამაკაცი- ნამდვილი არტისტიზმით დაჯილდოებული დავით დვალიშვილი - მტვირთავი. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის საკმაოდ მცირე მონაკვეთებშიც კი ახერხებს მსახიობი პერსონაჟის სრულყოფილად წარმოსახვას. უხვი გასამრჯელოს მოლოდინში ლამის ემუდარება ჯულიოს გაყვეს ქვრივთან. დაბეჯითებით ურჩევს თავგადასავლების მაძიებელ ჟიგოლოს არჩევანის გაკეთებას ქვრივის სასარგელოდ. დავით დვალიშვილგან განსხვავებით ტყავის ქურთუკით მოსილი გიორგი წერეთლის ჯულიო სრულიად უემოციოა ყველა ეპიზოდში, პიკანტურ სცენებშიც კი.

ეს ვენეციაში მოხდა- ნიღბების ქალაქში, სადაც ყველა მცხოვრები თავის ჭესმარიტ სახეს მალავს, რადგანაც მუდმივი კარნავალის მონაწილეა. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, ადრიან ჯურჯეას მიერ ლამაზ და ჰაეროვან გარემოში ჩასახლებული მსახიობები  მგრძნობიარე პერსონაჟებს თამაშობენ.  ყველანი ერთად კი, სიყვარულის და ვნებების  ხლართებით,  ესთეტიურ სანახაობას ქმნიან სიყვარულის კარნავალზე, ვენეციაში.

bottom of page