top of page

საუკუნოვანი ზნედაცემულები

74788290_889137744815595_501881329562943

საუკუნოვანი ზნედაცემულნი

სოფო ნადიბაიძე                                                                                                                                                                                                                                                       

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული  სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლი „ჭკუისა მჭირს“(ზნედაცემულნი) გაიმართა(რეჟისორი გიგი ლორია). ერთ მოქმედიანი სპექტაკლი „თბილისური ვოდევილის“ ჟანრშია წარმოდგენილი. თეატრალური წარმოდგენა  მსუბუქად, შეპარვითა და კომედიური  ხასიათით გამოხატავს კონფლიქტს, რომელიცჩუტყვავილასავით  გადამდებია ბანკების,მევახშეებისა და  იპოთეკარების ფონზე.          

                                                              

რეჟისორი შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობია, რომელიც წინ  არ აღუდგა გამოწვევას და რეჟისორის ამპლუაშიც წარმატებას მიაღწია. „ჭკუისა მჭირს“ მისი სადებიუტო ნაშრომია.

                                                                             

რეჟისორმა მსახიობების (ტასო-ანა ჩოგოვაძე, ბოქაული-იოანე იმედაძე, გრიშა-ნიკა კობახიძე, სტუდიის მეპატრონე-კოტე რობაქიძე, მუსიკოსები: კლავიში-ბეგი ნიკოლეიშვილი, ვიოლინო-თათა თევზაძე, დასარტყმელი საკრავი-თორნიკე კერესელიძე), მხატვრის (თეო კუხიანიძე), კომპოზიტორის (გიორგი ჩლაიძე, Michailo), ქორეოგრაფის (სალომე ფილიშვილი), სიმღერების ტექსტის ავტორის (ოთარ ანდღულაძე), ტექნიკური რეჟისორის (ინგა მესხორაძე) დახმარებით „ვოდევილური“ ატმოსფერო შექმნა.   

                        

სცენაზე მოქმედი ხმის ჩამწერი სტუდიაა, რომელიც ცოცხალი მუსიკით ერწყმის პერსონაჟებს. მუსიკა ერთ-ერთი  მოქმედი პირის რანგში გვევლინება და საუკუნოვან პრობლემას რიტმის ფონზე გვიყვება. სცენოგრაფიის მთავარი დეტალი გარდერობია, რომლის გარშემოც ხდება მოქმედება. რეკვიზიტების მეშვეობით რეჟისორმა დაგვანახა საუკუნოვანი ტრაგედია, სადაც ძვირფასი სამოსისა და საჩუქრების უკან მევალეების გახელებული სახეები იმალება. მხატვრის ინტერპრეტაცია სასცენო კოსტუმებთან მიმართებით არც აქვსენტი ცაგარელის (დრამატურგი, მსახიობი, პიესის ავტორი) მოღვაწეობის პერიოდის ატმოსფეროს გიფუთავს და, არც 28 წლის რეჟისორის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლის ატმოსფეროს, არამედ მის მიერ შექმნილი კოსტუმები მე-19-დან 21-ე საუკუნის გარდამავალ პერიოდს ასახავს.                                                                   

 

ტემპო-რიტმის ერთობლიობას მოქმედების სწრაფი განვითარება ქმნის, რომელიც ვოდევილის ჟანრისთვის დამახასიათებელია. „ჭკუისა მჭირს“ პირდაპირი მნიშვნელობით ხმამაღალი გამოხატულებაა შემაძრწუნებელი პრობლემების.

bottom of page