top of page

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი

ქ. სოხუმში თეატრს გააჩნდა თავისი დარბაზი, ყოფილი მასწავლებელთა პროფკავშირების სასახლე, რომელიც თეატრს უსასყიდლოდ გადასცა ქ. სოხუმის იმჟამინდელმა მერმა და  საქართველოს ეროვნულმა გმირმა  ბატონმა გურამ გაბესკირიამ. დარბაზის რესტავრაციასა და აღდგენაში  უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ, რომელმაც უსასყიდლოდ გადმოგვცა სასცენო განათების აპარატურა და მაყურებლისათვის განკუთვნილი 500 ცალი სავარძელი. ამჟამად თეატრი ქ. თბილისში სპექტაკლებს მართავს ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დიდი სცენაზე , ხოლო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი დიმიტრი ღვთისიაშვილი ჩვენს თეატრს დახმარებას უწევს სპექტაკლებისა და რეპეტიციების გამართვაში.

bottom of page