top of page

თანასწორობის ამბავი

Joel Brown and Eve Mutso presents 111 (O

თანასწორობის ამბავი

 

სოფო ნადიბაიძე

 

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალი რეჟისორ ჯორჯ ბუშევეის სპექტაკლ,,111/ას თერთმეტით”გაიხსნა, მასში მონაწილეობდნენ ჯოუელ ბრაუნი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ივ მაცო - ,,სკოტიშ ბალეტის”წამყვანი მოცეკვავე. მათი სცენაზე შემოსვლა ემოციურ ფონს ქმნის  - თითქოს მარადისობაში იყურებიან და იქ ხვდებიან ერთმანეთს(აქ არიან და თან არ არიან). მათი რთული მოძრაობები (სიძლიერე, შინაგანი დაჭიმულობა, წონასწორობა, სინქრონი) ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. მათ სიყვარული აძლიერებთ და აერთიანებთ. თუმცა, ეს ,,ლამაზი მოძრაობები” ახალს არაფერს იძლევა, მხოლოდ თანაგანცდას იწვევს მაყურებელში. აფიქრებინებს, რა რთულია ინვალიდობა და ამავე დროს, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის, როგორი თანასწორია მასთან. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მაყურებელი გაოცებისგან გაშეშდა - ვერ გაეგო ეტირა თუ ტაში დაეკრა. თეატრიდან რომ გამოვედი, დავფიქრდი მაყურებლის ემოციაზე, თუმცა, არც გამკვირვებია მათი, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყოველთვის განიცდიდნენ დისკრიმინაციას და ყველასგან გარიყულნი იყვნენ.

bottom of page