თარბას შვეიცარიული ნეიტრალიტეტი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ზუკა ნემსაძე
თარბას შვეიცარიული ნეიტრალიტეტი
ჟოანა მიურეი სმიტის პიესა, „შვეიცარია“ ქართულ თეატრის ისტორიაში პირველად, რეჟისორმა დავით თარბამ, ათონელის თეატრის სცენაზე დადგა. პიესა, ქეთევან სამხარაძემ თარგმნა. სპექტაკლის მხატვარი ჯაბა ქურთიშვილია, კომპოზიტორი კი ნიკა კოხრეიძე.
მოკლედ პიესის შესახებ:
ჟოანა მიურეი სმიტის პიესა, ტრილერის დედოფლად აღიარებული პატრიცია ჰაისმიტის შესახებ, უფრო ზუსტად კი მწერალი ქალის შემოქმედებითი კრიზისის შესახებ მოგვითხრობს. ქალი, რომელიც სასპენსის ელემენტებს და ადამიანებში ძალადობრივი გამოვლინებებისა და მენტალური აშლილობებისადმი ინტერესს შემოქმედებითი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე ავლენდა. მისი რომანები სწორედ, რომ ძალადობით, მკვლელობებით და სიკვდილის სცენის „საინტერესო“ გადაწყვეტილებების ძიებით არის დახუნძლული.
ახლა, ქართული თეატრის, კერძოდ კი ათონელის თეატრის სცენას დავუბრუნდეთ და რეჟისორ დავით თარბას, მიერ კვლევის საგნად აღებულ „შვეიცარიას“.ქართული თეატრალურ სივრცეში ახალგაზრდა რეჟისორი საინტერესო ხელოვანად არის შეფასებული. შეიძლება ითქვას, რომ მან უკვე სპექტაკლების დადგმის საკმარისი გამოცდილება შეიძინა.
სპექტაკლის დაანონსებიდან წამიდან, სპექტაკლისადმი ინტერესს უკვე ნატა სოფრომაძის ფოტო და თამარ სამხარაძის მიერ მომზადებული პოსტერი იწვევს.
„შვეიცარიაში“ ორ მოქმედ გმირს ვხვდებით, რომელსაც მსახიობები - ახალგაზრდებში უკვე პოპულარული ზუკა პაპუაშვილი და ცნობილი მსახიობი, სცენის ოსტატად აღიარებული ნინო ბურდული განასახიერებენ.
შეიძლება ითქვას, რომ დავით თარბა მაყურებლის წინაშე, - საინტერესო, დახვეწილი, ნაფიქრი, თანმიმდევრული და ორიგინალური გადაწყვეტით წარსდგა. მას აშკარად კარგად ჰქონდა გააზრებული, სპექტაკლის ორი გმირის ცხოვრება, მათი აზროვნება, მორალი, ემოციები... რაც სპექტაკლს ეტყობოდა კიდეც. ასევე ხაზგასმით შემიძლია აღნიშვნა, რომ დავით თარბას აშკარაა, რომ მსახიობებთან მუშაობის უნარი და გამოცდილებაც აქვს. ის ყოველთვის მუშაობს ქართული თეატრის გამორჩეულ მსახიობებთან.
ნინო ბურდულისა და ზუკა პაპუაშვილის პარტნიორობაც რეჟისორის მორიგი საინტერესო არჩევანი იყო. ჩემი აზრით, ზუკა პაპუაშვილისთვის კი უდიდესი გამოცდილება და შანსი, რომ სცენაზე შეხვედროდა ისეთ არტისტს, როგორიც ნინო ბურდულია. უნდა აღინიშნოს, რომ ზუკა პაპუაშვილმა, რეჟისორის დაკისრებულ მისიას თავი საინტერესოდ და შთამბეჭდავად გაართვა. ამავდროულად, ღირსეული პარტნიორობა გაუწია ნინო ბურდულსაც.
როგორც რეცენზიის დასაწყისში აღვნიშნე, მწერალი, რომელიც მიუხედავად, იმისა, რომ შემოქმედებით კრიზისშია, მასთან გამომცემლებს მაინც აქტიური შეთავაზებები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი შვეიცარიის ალპებში გამოიკეტა, მასთან მაინც შეთავაზება შეთავაზებაზე მიდის. ამის ნათელი მაგალითია ზუკა პაპუაშვილის მიერ განხორციელებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც გამომცემლობის დავალებით, პატრიცია ჰაისმიტის (ნინო ბურდულის) კარზე დააკაკუნებს.
მსახიობ ზუკა პაპუაშვილის პერსონაჟი იმდენად შთამბეჭდავი, საინტერესო და ამაღელვებელია, რომ ზოგჯერ გავიწყებს კიდეც რომ სპექტკლაზე ხარ, ზოგჯერ გრჩება განცდა, რომ ფილმს უყურებ. ზოგჯერ კი მასთან ერთად აღმოაჩენ, რომ მის გვერდით ხარ, უკან, წინ ან კიდევ თავად შენ ხარ. აშკარაა, რომ ახალაგზრდა მსახიობს როლზე, რეჟისორთან ერთად ბევრი აქვს ნამუშევარი.
პაპუაშვილი ხატავს, გამომცემლობიდან მისული, ახალგაზრდა მამაკაცის, პერსონაჟის მხატვრულ სახეს, წარმოაჩენს მის შინაგან სამყაროს (ზოგჯერ დაბნეულს, ზოგჯერ თავდაჯერებულს, ამბიციურს, სევდიანს, დაფიქრებულსა თუ იმპულსურს). პაპუაშვილზე კიდევ შეიძლება ითქვას, ისიც რომ მას ნამდვილად ყოფნის პროფესიული ტექნიკა, უნარები და გამოცდილება, დაიცვას ზომიერება ემოციების გამოხატვისას, სანახაობრივია და სამსახიობო ოსტატობითაა წარმოდგენილი ყველა მიზანსცენა, რომლის წარმატებაზეც პასუხისმგებლობა პაპუაშვილის პერსონაჟს ეკისრება, აქვს გამორჩეული საუბრისას მანერა, ბუნებრიობას არ კარგავს და მის მიერ წარმოთქმული ყველა ბგერა მაყურებლამდე ემოციურად და გარკვევით აღწევს.
ნინო ბურდულის პატრიცია ჰაისმიტი, ძალიან ჰგავს ცნობილ მწერალს (ვიზუალურად, კოსტიუმირებულად, თმით..) - იგი მწერლის მიმიკებს მაყურებლის წინაშე მთელი სიზუსტით ასახიერებს
ნინო ბრუდულის ჰაისმიტი, ურთულესი პერსონაჟია. ის ტრაგიკული პერსონაა, რომელიც რეალურად შემოქმედებით კრიზისშია, იგი მოწყვეტილია გარე სამყაროს, მას მორალური ტრავმები აქვს, რომელიც ოჯახმა მიაყენა. ბურდული, ოსტატობითა და მაღალი პროფესიონალიზმით, თანმიმდევრულად ხატავს მისი პერსონაჟის განვლილ ცხოვრებას და აწმყოს. ბურდულის მიერ განსახიერებული პერსონაჟი, სპექტაკლის მსვლელობისას არასდროს გამხდარა პათეტიკური და ხელოვნური. მისი მოძრაობა, საინტერესოდ მოწყობილ და გაფორმებულ სცენაზე ამაღელვებელი იყო, მაყურებელს ყოველ წამს ქონდა მოლოდინი რომ ბურდულის მიერ გაცოცხლებული პერსონაჟი, რაღაც არაამქვეყნიურ საქციელს ჩაიდენდა და ასეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ბურდულმა მაყურებელს ზოგჯერ არაადეკვატური, ზოგჯერ აღელვებული, ზოგჯერ კი ემოციური პერსონაჟი დაუხატა და უთხრა, რომ მისი პერსონაჟისგან ყველაფერს უნდა ელოდნენ. ფინალი, რომელიც რეჟისორის მიერ ერთ-ერთ საინტერესო გადაწყვეტად მიმაჩნია, მაყურებლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - ამას ცხადყოფდა მაყურებლის ემოციები სპექტაკლის დასასრულს. ბურდულს წამითაც კი არ დასტყობია, მღელვარება იგი აშკარად ბოლომდეა როლში შესული და სწორედ აქვს გააზრებული, პერსონაჟის ცხოვრებისეული ტრაგედია.
რეჟისორმა, საინტერესო ხერხს მიმართა - ვიდეო პროექციით, რომლის ავტორი ნიკოლოზ გაგლოშვილია, წარმოგვიდგინა რამდენიმე სცენა. მაყურებელი ორ მოქმედებას გაფაციცებით უყურებდა სცენაზე და სცენის მიღმა - ეს ყველაფერი კი სპექტაკლს უფრო სახიერს და საინტერესოს ხდის.
რეჟისორმა ჩვენ წინ გაათამაშა, ცხოვრებისგან დაღლილი, ბესტსელერობას მიჩევული მწერლის ცხოვრება, რომლის რომანებიც სავსეა საინტერესო „მკვლელობის“ სცენებით. ნინო ბურდულის ჰაისმიტი, ცდილობს რომ მასთან მოსული გამომცმელობის წარმომადგენელი, რომელიც შემოთავაზებითაა მოსული, მკვლელად აქციოს, ოღონდ მკვლელობა საინტერესო უნდა იყოს, აღგზნებადი და ამაღელვებელი. ზუკა პაპუაშვილმა, სწორედ მკვლელობის მიზანსცენაში, ნინო ბურდულთან ერთად მოახერხა, რომ მაყურებლისთვის საინტერესოდ ეჩვენებინა, მწერალზე „თავდავიწყებით შეყვარებული“ მკითხველის ემოციები, რომელიც მისთვის საყვარელ მწერალს (ნინო ბურდულს) კლავს. სწორედ ასე დააწერინა, ნინო ბურდულის ჰაისმიტს, მაყურებლის წინაშე ახალი რომანი , „საინტერესო მკვლელობის“ სცენით რეჟისორმა.
მიმაჩნია, რომ დავით თარბა საინტერესო რეჟისორია, რომელსაც აქვს ორიგინალური ხედვა ადამიანებზე, მათ ფსიქოლოგიაზე. „შვეიცარია“ კი არის სპექტაკლი, რომელიც გემოვნებიანმა და დეტექტივების მოყვარულმა მაყურებელმა აუცილებლად უნდა ნახოს.