top of page

ტარტიუფი ფარისევლურად კარიკატურული

180717_rdl_2494.jpg

ტარტიუფი ფარისევლურად კარიკატურული

                                   

სოფო ნადიბაიძე    

                                               

თბილისის საერთაშორისო მე-11 თეატრალური ფესტივალის პროგრამის დასასრულს, ლიეტუას ნაციონალური თეატრისა და ავინიონის ფესტივალის ერთობლივი სპექტაკლი ,,ტარტიუფი“ გრიბოედოვის თეატრში გაიმართა.                                                                                                         

მაყურებელს მეტის მოლოდინი ჰქონდა 2019 წლის ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, ეს მოლოდინი 80-წლიანი ტრადიციების მქონე ლიტვის დრამის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლმა ,,ტარტიუფმა“ გაამართლა (რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი, კომპოზიტორი გინტარას სოდეიკა, დიზაინერი ვიტაუტას ნარბუტასი).                                              

 

მე-17 ს-ის ფრანგი დრამატურგის, ,,კომედი ფრანსეზის“ დამაარსებლის, ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის „ტარტიუფის“ მოქმედი გმირები ოსკარას კორშუნოვასმა სპექტაკლის დასაწყისში კარიკატურული სახით წარმოგვიჩინა. ასეთი თეატრალური გადაწყვეტა ყველაზე კარგად გვააზრებინებს დღევანდელ რეალობას.                                        

 

რეჟისორმა 110 წუთის განმავლობაში მაყურებლის წინაშე მყოფი მსახიობების,კომპოზიტორის, ოპერატორის, დიზაინერის, ქორეოგრაფის სათქმელი ერთ მთლიან მწვანე ლაბირინთში მოაქცია და ამით წინ წამოწია პოლიტიკური ექსპანსია პოლიტიკოსების ფარისევლობის  დახმარებით.                                                                               

 

სპექტაკლში მოქმედი სცენები ექვემდებარება კორშუნოვასის სათქმელს, ის გვაფრთხილებს  დაავადებაზე, რომელიც „ტარტიუფიზმის“ დიაგნოზით არსებობს. სცენაზე შეუმჩნევლად, მაგრამ საზარლად მოძრაობს ორი პოლიტიკოსი: ორგონი და ტარტიუფი (ტრამპი და პუტინი), რომლებიც ძალაუფლების გამო ფარისევლობით აბრმავებენ ოჯახის წევრებს. ორივე მოქმედი გმირი მძლავრი პოლიტიკოსის სახეს წარმოადგენს, რომლებიც ეკრანზე კოცნის ეპიზოდში გვევლინებიან.                                             

 

მწვანე ლაბირინთი ბაღის იმიტაციას ქმნის, მსახიობების ქაოტური მოძრაობები სახელმწიფოში არეულობის და მანკიერების საფრთხელს წარმოადგენს. მთავარ როლში, მოქმედ პირებთან ერთად, მოქმედი კამერაცაა, რომელიც ეკრანზე ასახავს ,,პარალელურ სამყაროში” (კულისებში) მომხდარ ქმედებებს, სადაც მსახიობები ემოციებისგან დაცლილები კამერის მეშვეობით მჟღავნდებიან. პერსონაჟები ფარსული წყობის პოლიტიკურ სისტემაში ფარისევლურ სექტას ქმნიან. სპექტაკლში პოლიტიკისადმი პრობლემის წინაშე მყოფი მაყურებელი ახალი მეთაურის შემოსვლას ოვაციებით ხვდება.

bottom of page