top of page
129524849_1505272713003566_8451845834049

ციფრული თეატრი საქართველოში

პანდემიის პირობებში თეატრის გამომომსახველობითი ფორმებისა და პრაქტიკული განხორციელების  დომინანტური ხერხების ფუნდამენტური გადაფასება  მოხდა. XXI საუკუნეში, ერთობ პოპულარულმა ტექნოლოგიებმა, პანდემიის პირობებში მეტი დატვირთვა და მნიშვნელობა შეიძინა. ონლაინ სივრცემ  მთელი მსოფლიო მოიცვა. სალექციო თუ საკონფერენციო აუდიტორიები ონლაინ ჩართვებმა  ჩაანაცვლა, ერთი სიტყვით,  ციფრულმა მედიამ ადამიანებთან ურთიერთობაში  მთავარი ადგილი დაიმკვიდრა. ცვლილებები განიცადა თეატრალურმა ხელოვნებამაც, რომლის ძირითადი თვისება  მაყურებელსა და მსახიობს შორის ცოცხალი კომუნიკაციაა.

116335976_301779901268181_56385138311060

რაც შეიძლება სწრაფად და დიაგონალზე

პირველი, რაც პანდემიის პირველ თვეებში თვალში საცემი იყო, ჩანაწერების მოზღვავებაა. რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად უხარისხო და ცუდად აღბეჭდილ სპექტაკლები დაგროვდა და აქ კიდევ ერთხელ წარმოჩინდა სპექტაკლის მაღალ დონეზე, პროფესიულად გადაღების პრობლემა, რაც ცალკე პროფესიაა და რაც განსაკუთრებულ მომზადებას გულისხმობს.

unnamed.jpg

„აღდგომა“ მოქმედ სასაფლაოზე

პირველი, რაც პანდემიის პირველ თვეებში თვალში საცემი იყო, ჩანაწერების მოზღვავებაა. რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად უხარისხო და ცუდად აღბეჭდილ სპექტაკლები დაგროვდა და აქ კიდევ ერთხელ წარმოჩინდა სპექტაკლის მაღალ დონეზე, პროფესიულად გადაღების პრობლემა, რაც ცალკე პროფესიაა და რაც განსაკუთრებულ მომზადებას გულისხმობს.

Screen Shot 2020-07-29 at 10.34.01 AM.pn

თეატრი და Covid -19

იმხელა პასუხისმგებლობა, როგორიც 21-ე საუკუნის თეატრს აკისრია, ვფიქრობ,  ხელოვნების არც ერთ დარგს არც ერთ საუკუნეში არ ჰქონია. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში თეატრი ,,აქ და ახლა” ყოფნის საუკეთესო სივრცედ იქცა, მან თავისდაუნებურად ტაძრის ფუნქციაც აითვისა. უდიდესი კომპოზიტორისა და პუბლიცისტის - რიხარდ ვაგნერის თქმით - დადგებოდა დრო, როდესაც რელიგია ხელოვნებით ჩანაცვლდებოდა. ვფიქრობ, ვაგნერის წინასწარმეტყველება სწორედ ჩვენ დროში ახდა, როდესაც ,,მებრძოლი ათეიზმი” შემოქმედებით ფანატიზმად გარდაისახა. თუ ტაძარი არის სივრცე, სადაც ერთ გუმბათქვეშ ათობით, ასობით ან კიდევ ათასობით ადამიანი ეძებს ღმერთს, ანუ სიცოცხლის მარადიულ ჯაჭვს, თეატრში მისი ალტერნატივის ძიება მიმდინარეობს. ღვთის ალტერნატივაში კი იგულისხმება ყველაფერი, რაც    იმედის ნაპერწკალს აღვივებს - კეთილსინდისიერება, სიყვარული, დემოკრატია, უზენაესი სამართალი, ლიბერალური ღირებულებები, სოციალური თანასწორობა, ჰუმანიზმი, ან თუნდაც ,,გოდო”.

109815185_280990933324905_51699099976323

„COVID-19 და მისი გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“

დამოუკიდებელი კვლევის შედეგები

2020 წელმა მსოფლიო კარდინალურად შეცვალა და ისტორიაში შევა, როგორც დიდი კრიზისის და გამოწვევების პერიოდი. მე არ მეგულება კონკრეტული ადამიანი თუ გლობალური ინდუსტრია, რომელსაც პანდემია არ შეხებია.

ახლა, როდესაც პოსტ-პანდემიურ პერიოდში შევდივართ, ირგვლივ მყოფთა ისტორიები ყველაზე მეტად ზღვის შტორმში მოხვედრილებს და გადარჩენილებს მაგონებს - როდესაც ნაპირზე მჯდომი გემის ნაფლეთებს შეჰყურებ და ფიქრობ, ახალი ცხოვრება როგორ უნდა დაიწყო. რადგან ძველის გაგრძელება უკვე შეუძლებელია.

Coveney.png

სპექტაკულარიზაცია და თეატრალური ძალაუფლების კრიზისი

პანდემიურმა ჟამმა პოსტმოდერნული სკეპტიციზმიც გაამძაფრა; ორიგინალობის მოდერნული გაგებისადმი უნდობლობა კიდევ უფრო გამოააშკარავა:რა საჭიროა სპექტაკლის ყოველდღიური გათამაშება,როცა შეგვიძლია მათი ერთხელ „ჩაწერა“ და ინფორმაციულ ქსელებში ცირკულირება?მაგრამეს „ჩანაწერი“ ხომ ასლია; სპექტაკლის ციფრული ხატი მაინც არაა თავად სპექტაკლი,როგორც ასეთი.ის ყოველ ჯერზე ჩემ თვალწინ უნდა დაიდგას,შესრულდეს და...დასრულდეს.

110336536_302576107462220_58971487437996

ნულოვანი წერტილი

მოცემულობა, რომელშიც თეატრის დღეს აღმოჩნდა ნულოვანი წერტილია. დროთა განმავლობაში დაგროვებული წარმოდგნები თეატრის შესახებ წარსულში უნდა დავტოვოთ.  რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდება რამდენიმე დღეში, მაგრამ  აუცილებელია ჩავატაროთ სამუშაოები  გასათავისუფლებლად და გამოსაჯანმრთელებლად.

107467163_304560447260088_87702298029643

თეატრი და კარანტინი

ხალხს უნდა, რომ იგრძნოს  თეატრალური კულტურის თვალსაჩინოება, მისი, როგორც მაღალი კულტურული ინსტიტუციის გარდაუვლად არსებობის საჭიროება(!), რაც რასაკვირველია, პირდაპირპროპორციულ კავშირშია მოქალაქის, როგორც სოციო-კულტურული ინდივიდის ჩამოყალიბებისა და თვითგანვითარების თვალსაზრისით.    ვფიქრობ, რომ  ახლა არაა მოთქმა-გოდების დრო,  თუ რატომ სასწრაფოდ, ჯერ ისევ პანდემიის პირობებში არ თამაშობენ სპექტაკლებს!  ახლა,  ეგრეთ წოდებული „დააფდეითების“, თვითგანახლებასა  და სამომავლოდ სიცოცხლეზე ფიქრის დროა.
 

Screen Shot 2020-07-17 at 10.20.24 AM.pn

თანამედროვე სათეატრო სივრცე გლობალურ ონლაინ რეჟიმში

ადრესატებთან, მაყურებელთან ვიდეო მესიჯებით „ურთიერთობა“, XX ს. 70-იან წლებში, რობერტ ვილსონმა დაიწყო. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ინტერნეტზე საერთოდ არ იყო საუბარი. დღეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი მისი `ZOOM პორტრეტები~, რომელიც მან 2007 წ. განახორციელა. მის შემოქმედებაში, კარგად გათვლილ მარკეტინგულ პროექტს, წინ უძღოდა 1970-იან წლებში 20 წამიანი ვიდეოპორტრეტების შექმნა. იმ პერიოდში, ინტერნეტი კი არა, ვიდეოგადაღება იყო სიახლე. პარფიუმერული ფირმის „ივ როშას“ წარმომადგენლის, ელენე რუბენშტეინის, ლუი არაგონის პორტრეტები გადაიღო კიდეც. პროექტი ტელევიზიისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ არ განხორციელდა.

1588334484739717.jpg

ატრი და ეპიდემია

საუკუნეების განმავლობაში, როცა სამყაროს ეპიდემია მოედებოდა, პირველ რიგში, პრევენციის მიზნით სამი დაწესებულება იკეტებოდა – ეკლესია, თეატრი და საგანმანათლებლო წერტილები, თითქოს ისინი საზოგადოებისთვის ერთნაირი მნიშვნელობის იყო. ეპიდემიის დასრულების შემდეგ კი, პირველ რიგში, სწორედ ეს სამი დაწესებულება იხსნებოდა და მათ, განსაკუთრებით კი თეატრს კონკრეტული მისია ეკისრებოდა.

cyber_security02.jpg

ქართული თეატრიც არ ჩამორჩა მსოფლიო პროცესს და უმრავლესობამ ვიდეო არქივი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ხელმიუწვდომელი იყო, საჯარო გახადა. მაყურებელმა გარკვეული სპექტაკლების, რეჟისორების, მსახიობების შესახებ პირველად ონლაინ პრემიერების შემდეგ გაიგო. თუმცა, ამ პროცესმა აშკარა გახადა მრავალი პრობლემა _ არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ სარეპერტუარო პოლიტიკის, ტექნიკურ-მატერიალური რესურსის სიმწირის და მისი ვერ ათვისების.

Screen Shot 2020-07-14 at 4.54.20 PM.png

წლევანდელი გაზაფხული უჩვეულო აღმოჩნდა ქართული თეატრისთვის - ამბობენ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მიერ დაკავებულ პარიზშიც კი არ დახურულა  თეატრები.

პანდემიის პირველმა  დღეებმა ისე დაძაბა გარემო, რომ შემოქმედ ადამიანთა თითქმის ყველა თაობის (არა მხოლოდ სარისკო ჯგუფების)  წარმომადგენლებს საერთოდ დაავიწყდათ რა იყო სპექტაკლი. იძულებით იზოლაციაში მოხვედრილ სათეატრო დასებს (და მოგეხსენებათ თუ რა ოდენობის ადამიანთა არეალია ეს) მხოლოდ ერთი საზრუნავი გაუჩნდათ: ხელის სისტემატიური დეზინფექცია, პირბადის შოვნა-შეძენა და აუცილებელი პროდუქტების მომარაგება:

bottom of page