თეატრის კვლევა
ქართული თეატრი 2023 წელს
კვლევაში წარმოდგენილია ქართული თეატრების რეიტინგები წლის განმავლობაში დადგმული პრემიერების, წარმოდგენილი სპექტაკლების, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, რეპერტუარში არსებული მოქმედი სპექტაკლების, დარბაზის დატვირთულობის, ადგილობრივი და საერთაშორისო გასტროლების მიხედვით. კვლევა ავლენს თითოეული თეატრის ლიდერ სპექტაკლს, საპრემიერო დადგმების დაფინანსების წყაროებს და წლის ყველაზე პროდუქტიულ რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს, კომპოზიტორებს და ქორეოგრაფებს.
კვლევაში დაინტერესებული მკითხველი ასევე გაეცნობა ქართული თეატრის ინტერესს დრამატურგიისა და ჟანრების მიმართ.
ქართული თეატრი 2022 წელს
კვლევაში წარმოდგენილია ქართული თეატრების რეიტინგები წლის განმავლობაში დადგმული პრემიერების, წარმოდგენილი სპექტაკლების, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, რეპერტუარში არსებული მოქმედი სპექტაკლების, დარბაზის დატვირთულობის, ადგილობრივი და საერთაშორისო გასტროლების მიხედვით. კვლევა ავლენს თითოეული თეატრის ლიდერ სპექტაკლს, საპრემიერო დადგმების დაფინანსების წყაროებს და წლის ყველაზე პროდუქტიულ რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს, კომპოზიტორებს და ქორეოგრაფებს.
კვლევაში დაინტერესებული მკითხველი ასევე გაეცნობა ქართული თეატრის ინტერესს დრამატურგიისა და ჟანრების მიმართ.
რატომ აღვნიშნავთ „ქართული თეატრის დღეს“?
ქართული თეატრის დღე, 14 იანვარი 1884 წლიდან აღინიშნება. გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ ეს დღე ქართული თეატრის აღდგენის და გიორგი ერისთავის მოგონების დღეა. ბევრს ჰგონია, რომ 1850 წლის 14 იანვარი (ძველი სტილის 2 იანვარი) ქართული თეატრის დაბადება-დაარსების თარიღია. სინამდვილეში ყოველი წლის 14 იანვარს, აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის დღეს აღვნიშნავთ, რომელიც უკავშირდება „გიორგი ერისთავის თეატრის“ პირველი წარმოდგენის გამართვის თარიღს.
ელფრიდე იელინეკის დრამატურგია
შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა, ნობელის კომიტეტის წევრმა, პროფესორ ჰ. ენგდალმა იელინეკის შემოქმედება შემდეგნაირად დაახასიათა: „ელფრიდე იელინეკი მოფიქრებულად, განზრახ უღებს საკუთარი შემოქმედების კარებს იმ კლიშეებს, რომელთაც წალეკეს მედიასიახლენი და ფართოდ რეკლამირებული პოპ-კულტურა - ჩვენი დროის კოლექტიური ქვეცნობიერი.
საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში (თეატრები და სათეატრო ფესტივალები)
პროექტი განხორიცელდა ქართული თეატრის ელექტრონული არქივის მიერ „შემოქმედებითი საქართველოს„ შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერის კონკურსის - „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში„ ფარგლებში ბრიტანეთის საბჭო საქართველოში ხელშეწყობითა და უშუალო მხარდაჭერით.
თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში
„თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში (ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა)“ - წარმოადგენს მრავალწლიანი კვლევითი პროექტის „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“ შემადგენელ ნაწილს. მეორე ეტაპი მოიცავს თბილისის 27 თეატრის შემოქმედებითი ცხოვრების მეცნიერულ გაანალიზება - დამუშავებას 2010-2013 წლებში. ამ პერიოდის რეპერტუარის გაცნობას, შემოქმედებითი პროცესის ამსახველი ტექსტური მასალის მოპოვებას, შესწავლა-დამუშავება-ანალიზს სტატისტიკურად, მაყურებლის სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარებასა და შედეგების სტატისტიკურ ანალიზს. ამ ყველაფერმა თავი მოიყარა გამოცემაში ,,თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში (ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა)“.
ქართული თეატრი 2019
კრებული „ქართული თეატრი 2019“ მოიცავს ქართველი თეატრმცოდნეების რეცენზიებს და სტატიებს 2019 წელს დადგმულ სპექტაკლებზე, ასევე ქართული თეატრის 2019 წლის სტატისტიკურ-ანალიტიკურ კვლევას თითოეული თეატრის მიხედვით, რომელიც ნათელ სურათს ქმნს ბოლო ერთი წლის ქართულ თეატრზე.
კრებულის შემდეგენელ-რედაქტორები არიან: მაკა ვასაძე და ლაშა ჩხარტიშვილი
ქართული თეატრი
2015-2018
კრებული „ქართული თეატრი (2015-2018)“ მოიცავს ქართველი თეატრმცდონეების, კრიტიკოსების და რეგიონში მოღვაწე რამდენიმე ჟურნალისტის, 2015-2018 წლებში, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასა თუ ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებულ წერილებს, სტატიებს, რეცენზიებს, მიმოხილვებს, ინტერვიუებს. მასში ასახულია ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებითი (და არა მარტო) პროცესები და ტენდენციები, წარმატებული თუ წარუმატებელი სპექტაკლები, საფესტივალო ცხოვრება, სარეპერტუარო პოლიტიკა, უახლესი ქართული თეატრის შემოქმედებითი მიღწევები, ექსპერიმენტები და ძიებები.
ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის თემა თანამედროვე ქართულ თეატრში
ტირანიის პრობლემა ყოველთვის იყო ქართული თეატრის რეპერტუარის შემადგენელი ნაწილი. ამჯერად თანამედროვე თეატრში შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლებზე შევჩერდებით მცირე ისტორიული ექსკურსით.
ტირანიის თემა აქტუალური იყო დიდი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელისთვის. ეს საკითხი გასული საუკუნის 30-იან წლებში პოლიტიკურად ხელშესახები და საგრძნობი გახდა. ამიტომაც დადგა შილერის ,,ყაჩაღები” მეორე სახელწოდებით ,,ინ ტირანოს”, ანუ ,,ტირანიის წინააღმდეგ”.
გენდერი და თანამედროვე ქართული თეატრი
თანამედროვე მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება ადამიანის “სოციალური სქესი” ანუ გენდერი. ამასთან ერთად, ჩვენს ცნობიერებაში (და უნდა ითქვას ბოლო ათწლეულის განმავლობაში, უკვე აქტიურად ყოფიერებაშიც) ჩნდება “მესამე სქესი”. ამ ტერმინით მოიხსენიებენ ტრანსგენდერ ადამიანებს ანთროპოლოგიურ ლიტერატურაში, რომლებიც დღემდე მარგინალიზებულ ჯგუფად მიიჩნევიან საქართველოში. ტერმინის “გენდერი” თანამედროვე გაგებამ, რომელიც უკვე ორი სქესის მიღმაა და გვთავაზობს მესამე სქესის ცნებასაც, გარკვეულწილად შეცვალა საკითხისადმი მიდგომა და დიდი განხილვის საგანიც გახდა. ეს ყველაფერი სხვადასხვა ფორმით ხელოვნებაშიც აისახა.
სუზან გლასპელის „წვრილმანები“, როგორც ფემინისტური დრამის მაგალითი
თანამედროვე მსოფლიო თეატრში ქალთა დრამატურგიას ღირსეული ადგილი უკავია და თუკი ჩვენ მის ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ გენდერული დრამის განვითარებას უდიდესი დაბრკოლებების გადალახვა მოუწია, ისევე როგორც მთლიანად ქალთა მწერლობას. ქალი დრამატურგების რიცხვის ზრდასთან ერთად ჩვენ მივიღეთ ორიგინალური პიესების მთელი წყება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ახალი თეატრის დაბადებასთან იყო კავშირში. სწორედ, ასე იყო სუზან გლასპელის შემთხვევაშიც.
თეატრი კარანტინში
ტექნიკური პროგრესის ბუმმა ჩვენს საუკუნეში შვა ახალი ტიპის თეატრი, რომელსაც დღეს დასავლეთში „ჰიბრიდულ თეატრს“ უწოდებენ. ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში მსახიობს უამრავი გამოწვევის მიღება მოუხდა, მას გაუჩნდა ახალი პარტნიორი სცენაზე უსულო საგნის, უფრო სწორად გამოსახულების სახით, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს მას. „გამოსახვის ახალ ფორმებს ნერგავს და ანვითარებს უამრავი თეატრალური კომპანია ევროპაში და ამერიკაში, მაგრამ მსახიობის ხელოვნება მაინც წამყვანი და ცენტრალური ფიგურა რჩება ამ მომხიბვლელ თაიგულში.
ომი, ეპოქა, ქალაქი...
XX საუკუნის 90-იანი წლების მწვავე პრობლემები უახლესი ქართული ქართული თეატრის სცენაზე
XX საუკუნის მწვავე პოლიტიკურ- სოციალურ პრობლემებს ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოეხმაურა ქართული თეატრი 90იანებშივე. ომის, სოციალური სიდუხჭირის, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის, ტერიტორიების დაკარგვის პრობლემებს აგონიაში მყოფი ქართული თეატრის რეჟისორები სხვადასხვა თეატრის სცენიდან (რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ავთანდილ ვარსიმასვილი, დიმიტრი ხვთისიაშვილი...) ეხმიანებოდნენ. აღმოჩნდა, რომ XXI საუკუნის მეორე ათწლეულის დასასრულს, კვლავაც გადაუჭრელია ის პრობლემები, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო მწვავეც და თანადროულიც.
მთვარისკენ სწრაფვა და ცხოვრება მთვარეზე (რობერტ ლეპაჟი და კლაუს გუთის ვარიაციები)
XXI საუკუნის თეატრი უახლესი თეატრია, ათასი შესაძლებლობით, ფორმითა და იდეებით. ხელოვნება, მათ შორის, თეატრი, უფრო მიუახლოვდა მეცნიერებას, კვლევას. რობერტ ლეპაჟი კი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოსტატია, რომელიც მეცნიერების სიახლეებისა და ახალი გამოცდილების თეატრში დანერგვის გზით, ავითარებს არა მხოლოდ სათეატრო ხელოვნებას, არამედ ადამიანის გონებას, უგროვებს მას ინტელექტს, აწვდის ახალ ინფორმაციას და ამოგზაურებს „მთვარის შორ მხარეში“ და ადამიანთა სულებში ერთდროულად.
თავისუფალი თეატრალური პროექტები
წინამდებარე კრებული, როგორც კვლევა, ეფუძნება 2014-2015
წლებში თავისუფალი თეატრალური პროექტების პროგრამის ფარგლებში
განხორციელებულ სპექტაკლებს.
62 სპექტაკლის კვლევა ნათლად ხატავს თანამედროვე
ქართულ თეატრში მიმდინარე რთულ, წინააღმდეგობებით სავსე შემოქმედებით პროცესს, პრობლემებს და პერსპექტივას.
პროექტი გაგრძელებაა კვლევის „თანამედროვე ქართული თეატრი“ (სტატისტიკა, ანალიტიკა, პრაგმატიკა)
თავისუფლებისკენ სწარფვის იდეა და ხერხები უახლესი ქართული თეატრის სცენაზე
2016 წელს, სამეფო უბნის თეატრში, ამავე ჯგუფის მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლისთავზე, ახალი სპექტაკლის _ „პრომეთე. დამოუკიდებლობის 25 წელი“ _ პრემიერა გაიმართა. დათა თავაძისა და დათო გაბუნიას ერთობლივი პიესა-კვლევა, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლიანი ისტორიის ფრაგმენტებზე, მოგონებებსა და ასოციაციებზეა აწყობილი.
ქართული თეატრი დღეს
პოსტსაბჭოთა პერიოდში, იდეოლოგიურ-ფინანსური ცენზურისგან გათავისუფლებული ქართული თეატრი ერთგვარი დილემის წინაშე დადგა. ის ინერციით განაგრძობდა მეტაფორის ენით საუბარს მაყურებელთან, თუმცა მალევე გადაერთო ახალი ფორმების ძიებაზე, რომლებიც მისთვის იყო უცხო, ხოლო ევროპისათვის _ უკვე განვლილი გზა. გასული საუკუნის 90-იან წლებში უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქართულმა თეატრმა ბევრი განსაცდელი გამოიარა და ამ ჭრილობებს დღემდე იშუშებს.
მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლების მხატვრული გადაწყვეტის პრინციპი
ხელოვანი, შემოქმედი სხვა თვალით უყურებს სამყაროს. სხვაგვარია დანახულის მისეული აღქმაც, სიმძაფრე აღქმისა. მხატვრულად გააზრებულს და საკუთარ, პიროვნულ პრიზმაში გატარებულს კი სათქმელად ჩამოაყალიბებს შექმნილ ნაწარმოებში,
სამყაროს მის მიერ შემოთავაზებულ ამა თუ იმ მოდელში.
ამერიკული კინოკომედია და კინოდრამა უახლესი ქართული თეატრის სცენაზე
ბოლო რამდენიმე წელია, სათეატრო რეჟისორები ხშირად მიმართავენ ცნობილი ფილმების თეატრალური ვერსიების შექმნას. 2015 წ. ორი საინტერესო სპექტაკლი შეიქმნა ქუთაისისა და თბილისის თეატრების სცენებზე. აღსანიშნავია, რომ ორივე სპექტაკლი ამერიკული ფილმების თეატრალურ ადაპტაციას წარმოადგენს. ერთი მსუბუქი, კომედიური, გასართობი ჟანრის სპექტაკლია, მეორე კი დრამატული, ადამიანთა გაუსაძლისი ცხოვრების ამსახველი.
ამერიკული დრამატურგია და რობერტ სტურუას სათეატრო ენა
რობერტ სტურუა, სულ რაღაც 2 წლის მისული იყო რუსთაველის თეატრში და მხოლოდ 3 თუ 4 სპექტაკლი ჰქონდა დადგმული, როდესაც მილერის „სეილემის პროცესზე“ დაიწყო მუშაობა. შეიძლება ითქვას, იგი ჯერ კიდევ ახალბედა რეჟისორი გახლდათ. ამისდამიუხედავად, სპექტაკლმა ნათალად წარმოაჩინა სტურუას ჩამოყალიბებული, ორიგინალური სარეჟისორო ხელწერა, მხატვრული აზროვნების სიღრმე და მსოფლმხედველობა. ახალგაზრდა რეჟისორი ა. მილერის დრამატურგიული ნაწარმოებით დიდ თემებსა და პრობლემებს შეეჭიდა.
იყო თუ არა თეატრი უფლისციხეში
სანახაობითი კულტურის აღმოცენება საქართველოში
იმ შორეული ეპოქიდან იღებს სათავეს, როდესაც ადამიანის
ცნობიერება სამყაროს ცალკეულ ღვთაებათა საუფლოდ გაიაზრებდა. მათდამი მიძღვნილი რიტუალები დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა, ერთმანეთში იკრებდა ქორეოგრაფიის, მუსიკის, მხატვრობის ელემენტებს და კონკრეტული შინაარსით გაჯერებული სანახაობის იერს იძენდა.
იყო თუ არა თეატრი უფლისციხეში
რობერტ სტურუას მიერ რუსთაველის თეატრში ქართული კლასიკური პიესების დადგმამ მეტ-ნაკლები წარმატება მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში, მეტად მწვავე დისკუსია გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ კლასიკური ნაწარმოებები რეჟისორმა სრულიად ახლებურად წაიკითხა და განხორციელა. ამჯერად შევეხები პოლიკარპე კაკაბაძის პიესების _ „ყვარყვარე თუთაბერი“ და „სამი ასული“ _ სტურუასეულ ინტერპრეტაციებს.