top of page

ვკვდები როგორც ქვეყანა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

403750930_729370295885998_5468766139927451078_n.jpg

მარიამ სამხარაძე

ვკვდები როგორც ქვეყანა

 

მიშა ჩარკვიანის სპექტაკლი, რომელიც დაიდგა დიმიტრი დიმიტრიადის პიესის მიხედვით, ხოლო ანდრო დადიანმა  მოარგო ქართულ რეალობას. პიესა ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე ძველ თუ ახალ პოლიტიკურ ვითარებას და თანმხლებ პრობლემებს. 

 

სპექტაკლი იწყება სიტყვებით “get out of here’ რომელსაც მსახიობი მარინა ჯოხაძე სცენაზე არსებულ აღმართულ კედელზე მჯდომი ხმის მძაფრი ინტონაციით წუთსი რამდენჯერმე იმეორებს და თითქოს მოქალაქეებს აფრთხილებს გაიქცნენ სანამ ამის დრო და შესაძლებლობაა, გაექცნენ არსებულ პრობლემებს და თავი დააღწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაჩენი სიკვდილია. 

 

მაყურებლისთვის ერთი შეხედვით მარტივი სცენოგრაფია თითოეული მსახიობის გამოცდათაა ქცეული და ხასზ უსვავს მათ შესაძლებბლობებს. სპექტაკლს ჯამში ათი მოქმედი პირი ყავს და თითოეულ მათგანს საკუთარი ამოცანა აბარია.  წარმოდგენაში მონაწილეობენ როგორც ახალბედა მსახიობები ასევე გამოცდილი მსახიობები. Აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოქმედი პირებიდან კახა კინწურაშვილის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ ესმევა ხაზი. ასევე აუცილებლად უნდა გამოვყო გივიკო ბარათშვილი, რომელიც არაერთი როლით მოევლინა უკვე მაყურებელს, მაგრამ ამჯერზად სრულიად განსხვავებული როლით წარსდგა ჩვენს წინაშე, რომელსაც თავი კარგად გაართვა. რაც შეეხება  ახალგაზრდა, დამწყებ მსახიობებს მინდა აღვნიშნო, რომ ლუკა ჯაფარიძემ, ანდრო ჭიჭნაძემ და თორნიკე ლაზაშვილმა ამ გამოცდას გაუძლეს და შეინარჩუნეს ბუნებრიობა რაც სპექტაკლის მსვლელობის დროს დამაკლდა მაშო მაყაშვილის, ქეთი ჯავახიშვილის და ბაია კერესელიძის შესრულებისას. რაც შეეხება ეკა დემეტრაძეს მისი დიალოგების ნაწილი კარგავდა ავთენტურობას, მაგრამ მისი სცენა კახა კინწურაშვილთან ორგანულად არის შერწყმული და მსახიობის ემოცია უბრუნდება ბუნებრივს, რაც ცხადია მაყურებელში იწვევს ემოციას. 

 

როგორც აღვნიშნე სცენა აღმართულია ზევით და მსახიოები ზევიდან ქვევით მოსრიალებენ და ეშვებიან სცენის ფსკერისკენ. კახა კინწურაშვილის პერსონაჟი კი პირიქით სცენის ფსკერიდან ცდილობს და მიათრევს საკუთარ სხეულს და ფეხზე მოკიდებულ უღელს სიმაღლისკენ. აი აქ პარალელი გავავლე სიზიფესთან.

 

სიზიფე  არის ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირი, რომელიც ღმერთებმა დასაჯეს. სიზიფეს ღმერთების მიმართ უპატივცემულობამ, სიკვდილისადმი სიძულვილმა და სიცოცხლის ძლიერმა წყურვილმა ენით გამოუთქმელი სასჯელი მოუტანა, რომელშიც მთელი მისი არსება ამაო მიზანს ემსახურება. ღმერმთმა კი სიზიფეს უზარმაზარი ლოდის მთაზე დაუსრულებლად ატანა მიუსაჯა. სწორედ ასე აქვთ მისჯილი მსახიობებს ამ ლოდის ზიდვა, რაც  ქვეყანაში არსებული პრობლემებისგან გამოწვეული პროტესტით და უარყოფით ხდება. სწორეს ისე იღწვიან სიცოცხლისთვის, როგორც სიზიფე იბრძოდა. კახა კინწურაშვილის დიალოგში თავი აქვს მოყრილი ქვეყნის წარწულს, რომლებმაც ქვეყანაზე გადაიარა და დიდი იარა დატოვა მასზე. ასევე კახა კინწურაშვილი თავის მონოლოგში ხშირად იმეორებს “არა ვარ კაცი, კაცი არა ვარ მიწა  ვარ მიწა, მე ვარ ქვეყანა” რთულია მონოლოგის ეს სიტყვები  გულზე არ მოგხვდეს და არ გაიაზრო რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი და ქმედება, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ ქვეყანა! თითოეულ ინდივიდზეა დამოკიდეული ქვეყნის კეთილდღეობა. 

 

ნათელია როგორ კვდება არა ერთი ან ორი ადამიანი არამედ მთელი ქვეყანა.  რამხელა დაღს ადებს ქვეყანას ომი, როგორ რჩებიან ქალები მარტო და რისი გადატანა უწევთ მათ მარტოობაში, როგორ მიდიან ახალგაზრდა ბიჭები ომში და კარგავენ ყველაფერს რაც გააჩნიათ იმის გამო რომ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და ებრძოლონ ოკუპაციას. გადაარჩინონ ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად მკვდარია, მაგრამ მაინც იბრძვიან მისი სიცოცხლის გახანგძლივებისთვის. 

 

 სპექტაკლი სრულდება გელათის მონასტრის ღვთისშობლის მოზაიკის ინსტალაციით, რომელზეც  ეკა დემეტრაძის და კახა კინწურაშვილის სილუეტები იკვეთება და კიდევ ერთხელ გვახსენებს როგორ კვდება კულტურა და კულტურასთნ ერთად ქვეყანა. 

 

საბოლოო ჯამში ქვეყანას დაკარგული აქვს სუვერენიტეტი და ის ფასეულობები რის გამოც ხალხი მუდმივად იბრძვის. და მაინც სპექტაკლის დასასრულისას ისმის კითხვა მოვიპოვებთ სუვერენიტეტს და ვიქნებით დამოუკიდებლები? ნუ მოვკვდებით ისე, როგორც კვდება ქვეყანა ?! 

bottom of page