ევროპა თეატრს, 2016:
„ევროპის ჯილდო – თეატრს“ (Premio Europa per il Teatro), ასეთი სათაური ჰქონდა პროექტს, რომელიც 1986 წელს ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ჯორჯო სტრელერმა და საფრანგეთის იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა ჯეკ ლანგმა ევროპის კულტურის კომისიას წარუდგინეს. წესდების თანახმად, დიდი ჟიური, რომელშიც ევროპის ჯილდოს დირექტორატის წევრები, სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალური ასოციაციების წარმომადგენლები, თეატრმცოდნეები, ჟურნალისტები, დრამატურგები შედიოდნენ, კონსულტანტთა საერთაშორისო საბჭოს მიერ დასახელებულ კანდიდატებს შორის შეარჩევდა „ხელოვანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვოდა თეატრალური ხელოვნების განვითარებაში“.
ევროპა თეატრს, 2009: კრისტიან ლუპა
ტურინის პროგრამაში ოსკარას კორშუნოვასის, იოზეფ ნაჯის და ცნობილი იტალიელი რეჟისორის ლუკა რონკონის სპექტაკლები იყო წარმოდგენილი. ოსკარას კორშუნოვასმა ტურინში თავმოყრილ თეატრალურ ელიტას ორი სპექტაკლი აჩვენა: ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტას” ძველი დადგმა და ახალი ძმები პრესნიაკოვების “ვთამაშობთ მსხვერპლს”. უნდა ითქვას, რომ ძველი დადგმა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ახალი, სადაც სპექტაკლ-პლაკატის სტილისტიკა აშკარად დასავლურ მაყურებელზე იყო გათვლილი.
ევროპა თეატრს, 2009: კრისტიან ლუპა
კაფკას „პროცესზე“ მუშაობა კრისტიან ლუპამ ვარშავის „ტეატრ პოლსკი“- ში 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. გააკეთა ტექსტის ადაპტაცია, შეარჩია მსახიობები, მაგრამ სარეპეტიციო პროცესი შეჩერდა, რადგან შესაბამისი სტრუქტურების განკარგულებით სპექტაკლის დაფინანსება გაუქმდა. ლუპამ ვროცლავის ეროვნულ თეატრში გადაინაცვლა, მაგრამ ისიც მალევე მიატოვა, ამჯერად, უკვე პროტესტის ნიშნად, რადგან პოლონეთის ავანგარდული ხელოვნების სახატედ მიჩნეულ თეატრს ხელმძღვანელად მთავრობის ერთგული მსახიობი დაუნიშნეს.
„თეატრი ხის ცხენია, რომლითაც ჩვენ ქალაქის აღება შეგვიძლია“
„ლივინგ სიეთრა“ პირველი იყო, ვინც ამერიკას ბერტოლტ ბრეხტი და მისი „ეპიკური თეატრი“ გააცნო. ბრეხტი ამერიკის დატოვების შემდეგ იწყებს „ანტიგონეზე“ მუშაობას, ციურიხში. ანტიგონე 1948 წელს დაიდგა „ ლივინგ სიეთრას“ დამფუძნებლებთან (ჯუდით მალინა და ჯულიენ ბექი. წარმოდგენაში მთავარ როლებს სწორედ ისინი ასრულებენ) ერთად.
მთვარისკენ სწრაფვის და მასზე ცხოვრების ასახვის თავისებურებები უახლეს სათეატრო ხელოვნებაში (რობერტ ლეპაჟის „მთვარის შორის მხარე" და კლაუს გუთის „ბოჰემა“)
ციური სხეულები კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე იტაცებდა ადამიანს. შესაბამისად, ამ ინტერესს ხელოვნება სხვადასხვა ეპოქაში სათანადოდ ასახავდა. აღმოსავლური თუ დასავლური მითების სიუჟეტთა უმრავლესობა სწორედ ციურ სხეულებზეა შექმნილი, რომლებსაც ადამიანი ხან სახვითი ხელოვნების გზით, ხანაც ლიტერატურული ინსტრუმენტებით გადმოსცემდა. განსაკუთრებული ინტერესი ციურ მნათობთა მიმართ, ხელოვანებში მას შემდეგ გაიზარდა, რაც მეცნიერება განვითარდა და კაცობრიობამ უფრო მეტი შეიტყო პლანეტების, მთვარის, ვარსკვლავების შესახებ. ტექნიკურმა პროგრესმა კი ხელოვანთა წინაშე, განსაკუთრებით თეატრსა და კინოში, უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა, რათა პროგრესული გამომსახველობითი საშუალებებით, ხელოვანებს შეექმნათ საოცნებო წარმოდგენები და გადაეღოთ ფილმები, რომლებსაც, თუნდაც ნახევარი საუკუნის წინ, ვერ განახორციელებდნენ.
ჯორჯო სტრელერი, სარეპეტიციო დღიური (ვიქორ გურჩენკოს წინასიტყვაობით)
ჯორჯო სტრელერი, როგორც ბერგმანი და ბრუკი, ერთ-ერთი საუკეთესო და სწავლული რეჟისორია თანამედროვე პროფესიული თეატრის, ჩამწვდომი თეატრის საიდუმლოებაში და მთქმელი ახლის.
წიგნს შემთხვევით არა აქვს თავი `აზრები, ჩანაწერები~, აგებულია არაჩვეულებრივად, თავმოყრილია მასში სხვადასხვა საუბრები, ინტერვიუები, დღიურები, წერილები, საექსპლიაკციო ჩანაწერები, ესეები, რომლებიც რასაკვირველია არ კმარა იტალიელი რეჟისორის მთელი შემოქმედების შესასწავლად
XXI საუკუნის ახალგაზრდა თეატრის რეჟისორები (რუსეთში)
Сборник «Без цензуры: молодая театральная режиссура ХХI века» по- священ молодым лидерам российского театрального процесса, тем, кто мог пересекаться в школьном коридоре 1990-х, а дебютировав в театре XXI века, уже успел программно проявить себя в режиссуре. Сборник посвящен тем, кто вступил в жизнь и в профессию в редкое для России неподцензурное время и органически не понимал до последнего времени, что это такое. Сво- бодное поколение режиссеров, исповедующих разные типы театра, связыва- ющих театр и социум, работающих в самых разных регионах России, — герой этой книги.
მოლდოვეთის დედაქალაქი კიშინიოვი უკვე მეცხრედ ეჟენ იონესკოს სახელობის სასცენო ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს მასპინძლობდა.
„მეფე ლირის“ სცენური ინტერპრეტაციები ევროპულ და ქართულ თეატრში
წიგნში განხილულია უილიამ შექსპირის ტრაგედიa „მეფე ლირის“ სცენური ინტერპრეტაციის საკითხები მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ევროპულ (ბრიტანულ, იტალიურ) და ქართულ თეატრში. ავტორი გამოარჩევს თვალსაჩინო დადგმებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს შექსპირის პიესის თეატრის სცენაზე ახლებურ ინტერპრეტაციასა და სადადგმო ტრადიციების რღვევაში. განსაკუთრებით ვრცლად განხილულია ქართულ თეატრში განხორციელებული შექსპირის ტრაგედიის დადგმები მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე.