top of page
Shadow on Concrete Wall

მიჭუჭუნე

ანუ

აპრაკუნე ჭიმჭიმელის მტრები

(განაჩენი მ. ვასაძის პასკვილს)

იონა ვეკელს პიესა აქვს ერთი - „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“.

მიჭუჭუნეა იქ ერთი პერსონაჟი. დადის. დაძვრება.  ადგილს ეძებს საკუთარი უნიჭობით შეწუხებული. არც მიჭუჭუნეთა დინასტიის წარსული დიდება შველის. რომ არაფერი გამოდის, მერე ცდილობს, „დიდებს“ მიეტმასნოს. მათ საამებლად ვინმეს ჩაცხოს... მოსპოს. ჩაუსაფრთდეს...

Shadow on Concrete Wall

მითის დეკონსტრუქციის თუ ახალი მითის შექმნის მცდელობა?

არსებობს პროფესიები, არსებობენ პროფესიონალები და არსებობენ არაპროფესიონალები, ისინი ვისაც არც განათლება, არც ცოდნა არ ჰყოფნით, ასვე არ უნდათ, რომ არჩეულ პროფესიაში დაოსტატდნენ, განვითარდნენ და მაინც სურთ, რომ საკუთარი თავები პროფესიონალებად წარმოაჩინონ და საზოგადოება დაარწმუნონ თავიანთ უპირატესობაში.

Shadow on Concrete Wall

სად არის იოსებ გედევანიშვილი?

სათაურში გაცხადებული სახელი და გვარი ბევრს ნიშნავს ქართული თეატრისთვის, ფართო საზოგადოებისთვის კი არაფერს. მხოლოდ თეატრის ისტორიკოსებმა თუ იციან, რომ იოსებ გედევანიშვილის პიესებმა სათავე დაუდეს მოდერნიზმს ქართულ თეატრში, მისი პიესის „სინათლე“ მიხედვით დაიდგა პირველი ქართული „რეჟისორული სპექტაკლი“. ქართველი დრამატურგების - სანდრო შანშიაშვილის, გრიგოლ ბერძენიშვილის, იონა ვაკელის, ოთარ მამფორიას, ვალერიან კანდელაკის, ალექსანდრე ჩხაიძის პიესებმა ბევრი წარმატება მოუტანეს ქართულ თეატრს. ერთ დროს ყველაზე პოპულარული დრამატურგების მიმართ ქართულმა თეატრმა ინტერესი სრულად დაკარგა. ვფიქრობ მიზეზი მრავალმხირვია, მათ შორის, ისიცაა, რომ ახალი თაობის რეჟისორებს მათი დრამატურგიის შესახებ თითქმის არაფერი სმენიათ.

Shadow on Concrete Wall

კრიტიკოსში კეთილმოსურნე შეიცანით...

არ მეგონა, თუ ჩემს რეცენზიას თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლზე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ამდენი „შემფასებელი“ გამოუჩნდებოდა  და 43 კომენტარს, 30 მოწონებასა და 3 გაზიარებას დაიმსახურებდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრიტიკის მიღების კულტურა ზოგიერთ რეჟისორსა და მსახიობში ძალიან დაბალია. მავანთა დაუმსახურებელ ქება-დიდებას შეჩვეულნი, რეალობას ვეღარ აცნობიერებენ და ილუზიურ ე.წ. „ვარსკვლავურ“ სამყაროში დაფრინავენ.

Shadow on Concrete Wall

კრიტიკოსში კეთილმოსურნე შეიცანით...

არ მეგონა, თუ ჩემს რეცენზიას თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლზე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ამდენი „შემფასებელი“ გამოუჩნდებოდა  და 43 კომენტარს, 30 მოწონებასა და 3 გაზიარებას დაიმსახურებდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრიტიკის მიღების კულტურა ზოგიერთ რეჟისორსა და მსახიობში ძალიან დაბალია. მავანთა დაუმსახურებელ ქება-დიდებას შეჩვეულნი, რეალობას ვეღარ აცნობიერებენ და ილუზიურ ე.წ. „ვარსკვლავურ“ სამყაროში დაფრინავენ.

Shadow on Concrete Wall

რატომ არ გვჯერა ქალი რეჟისორის თეატრში?

თანამედროვე თეატრალური საზოგადოება ამაყობს მრავალფეროვნებისადმი ღიაობითა და განსხვავებულობის აღიარებით; თეატრს, სახალხოობიდან გამომდინარე, მას ოდნავ მემარცხენე ელფერიც დაჰკრავს, თუმცა ფაქტია, რომ თეატრში დღემდე არსებობს პრობლემათა მთელი კასკადი, რომელიც  გენდერულ თანასწორობას მიემართება.

Shadow on Concrete Wall

ორიოდ სიტყვა თეატრზე

თეატრი, ყოველმხრივი გამოვლინებით - ბრწყინვალებით თუ ბნელი ჯურღმულებიდან ამოსული ვნებებით, დაუცხომელი ამბიციების და აუხდენელი ოცნებების ბუდე, სადაც ტყუილ-მართალი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ უტყუარი ჭეშმარიტება - ,,აქ და ახლა’’, რომელიც ისეთივე გაუფასურებულია, როგორც თავად თეატრის არსებობა ჩვენს ყოფიერებასა და ცნობიერებაში... მისი არსებობა მხოლოდ პერსონალური ვნებების დაკმაყოფილებით ვლიდება, თეატრალურ ინტელექტუალთა წრე კი იმდენად ზედაპირულია, რომ მასთან ინტეგრირების არავითარი შინაგანი სურვილი არ გაგიჩნდება;

Shadow on Concrete Wall

პასუხი ბატონ ვ-ს,

ანუ რესანტიმენტი ქართულ თეატრში 2

ბატონ ვ-ს, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობ, თუმცა მისი სახელი მას შემდეგ გავიგე, რაც კონკრეტულ თეატრალურ საგანმანათლებლო სახელოსნოში მიიღეს, აქვეყნებს წერილს ჩემი მისამართით სახელწოდებით - „პასუხი ქალბატონ ა-ს, ანუ რესანტიმენტი ქართულ თეატრში“ო. მას შემდეგ რაც ბატონი ვ, ქართული ხელოვნების ყველაზე გრძელ თეატრალურ დინასტიას შეუერთდა, თამამდება კიდეც და რიგითი უცნობი ავტორისადმი, რომლის შესახებ წარმოდგენა არ აქვს, აქვეყნებს საკმაოდ კადნიერ წერილს, რჩევა-დარიგებებით სავსეს, თან გამაფრთხილებელს, რომ „მორალისტობას თვით ასკეტებიც კი უფრთხიანო“, ხოლო თავად კი ამ ყველაფერს გაორმაგებული ძალით აკეთებს და ჩემდამი წერილს თავისი „ათი მცნებით“ ასრულებს. ამისთვის ნამდვილად ბრავო და დიდება ბატონ ვ-ს!
 

Shadow on Concrete Wall

პასუხი ქალბატონ ა-ს, ანუ რესანტიმენტი ქართულ თეატრში

ქალბატონმა ა-მ, რომელსაც მე არ ვიცნობ (არ ვიცი, რამდენი წლისაა, რა პროფესიისაა და რას საქმიანობს), ამას წინათ წერილი გამოაქვეყნა, სათაურით: „ხელოვნების რე-აქცია ყოფიერების კატაკლიზმაში“. პირველი, რასაც მივხვდი, ის იყო, რომ ავტორი გიორგი მაისურაძესთან აშკარად არ მეგობრობს, თორემ ეს უკანასკნელი ეტყოდა, სიტყვა „ყოფიერება“ არ გამოიყენო, არ გინდაო. მეორე, რაც ვიეჭვე, ინგა გრიგოლიას დაქალი ხომ არ არის-მეთქი: „რე-აქციადან“...

Shadow on Concrete Wall

ხელოვნების რე-აქცია ყოფიერების კატაკლიზმაში

რეჟისორებმა, რომ საკუთარი დადგმების რეცენზირებას მიჰყონ ხელი, ან კიდევ დრამატურგებმა თავიანთი ტექსტების (ან სასცენო ადაპტაციების) თვით-ანალიზაცია მოახდინონ, ხოლო კრიტიკოსებმა კი, სპექტაკლების დადგმა, ან პერმანენტულად პიესების წერა (ეს რომ ხმოვანი ტექსტი იყოს, აქ მოუხდებოდა თვითდამცინავი სარდონიკული სიცილის ხმა) - უდავოდ საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა, ღმერთმანი...
 

Shadow on Concrete Wall

თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნება და ნეოლიბერალიზმი

„სპექტაკლისგან“ წარმოებული საზოგადოება სპექტაკლისავე წიაღში დაკარგული დესაკრალიზაციის დანაკლისს, როგორც ინდივიდუალურ, ისე საერთო გამოცდილებაში, მხოლოდ ამ საკრალურისავე აღდგენით თუ შეივსებს.  იმდენად, რამდენადაც თეატრი ჯერ კიდევ ცერემონიალური მაგიის სემანტიკის მატარებელია, შეგვიძლია თამამად ვიკითხოთ,  რჩება თუ არა რიტუალის ადგილი იქ, სადაც სოციალური რიტუალი მკვდარია?!

Shadow on Concrete Wall

დათა თავაძე და პაატა ციკოლია - ახალი ქართული თეატრის დეკონსტრუქტივისტები

დათა თავაძე და პაატა ციკოლია - ორივე რეჟისორი ახალი ქართული თეატრის დეკონსტრუქტივისტია, იმ მოულოდნელი და სავსებით კანონზომიერი მოძრაობის წარმომადგენელი, როცა „დროთა კავშირი გაწყდა“ და თვითგამორკვევის ამოცანა სრული სიმწვავით წარმოსდგა სცენაზე. და მით უფრო ასეა, და მით უფრო დეკონსტრუქციულია მათი შემოქმედება, რაც უფრო ჩუმი, შეუმჩნეველი და არაღიარებულია მოვლენათა კუთვნილი სახელი.

Shadow on Concrete Wall

თეატრი? მხოლოდ თეატრი?

ანუ - რა ევალებათ კრიტიკოსებს?

საკმარისია თუ არა, ვისაუბროთ მხოლოდ თეატრზე, როდესაც თეატრზე ვსაუბრობთ? ჩემი აზრით, არ არის საკმარისი. იმიტომ, რომ კრიტიკოსის ნამდვილი ადგილი დისკურსია. ის არის დისკურსის მწყემსი; შესაბამისად, დისკურსის საჭიროებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. როცა დისკურსი ღარიბია, კრიტიკოსმა მისი გამდიდრებისთვის, შევსებისათვის უნდა იზრუნოს. როგორ შეავსებს ის დისკურსს, თუკი თემატურად არ დაუკავშირდება სხვა დარგებს, სხვა სფეროებსა და შრეებს?

Shadow on Concrete Wall

ექსპრესიონიზმი და იმპრესიონიზმი ქართულ სცენაზე

(ორი ახალგაზრდა რეჟისორის - საბა ასლამაზიშვილისა და დავით ხორბალაძის მაგალითზე)

აკი შეუნდეს კიდეც ჩვენმა თეატრმცოდნეებმა, ელენე შალუტაშვილის გამოკლებით. არათუ შეუნდეს, შეუქეს კიდეც! რატომ მოიქცნენ ასე? ვერ შენიშნეს წინააღმდეგობა? ვერ შენიშნეს ეკლექტიკა? ვერ შენიშნეს სტილთა აღრევა? შესაძლოა შენიშნეს, მაგრამ სიყვარულით ქნეს... ხომ იცით, სიყვარულმა ბრმაა და როგორც ფროიდი დეტალურად გვიხსნის ნაშრომში - „სამი ესე სექსუალობის შესახებ“, ყველაფერს გვაკეთებინებს.

Shadow on Concrete Wall

პროფესიული კრიტიკა და საშემსრულებლო ხელოვნება

იმ პირობებსა და მოცემულობაში, როცა თეატრალური ხელოვნება - საზოგადოებრივ-სოციალური ცხოვრების ფორმირებაზე უმნიშვნელო გავლენასაც კი არ ახდენს(!), ცხადია, ერთი მხრივ, რთულია დისკურსის წარმოება „კრიტიკის მნიშვნელობაზე“ სფეროში...
თუმცა, მეორე მხრივ, მსგავსი დისკურსი თუ არასდროს წამოიჭრა, სტაბილურ ბუნდოვანებაში გააგრძელებს არსებობას თავად დარგი, რამდენი პროგრესული წელიც არ უნდა გავიდეს!

Shadow on Concrete Wall

თეატრში მოქცევის წესები

ხშირად კამათობენ იმაზე, შეიძლება თუ არა პატარა ბავშვის მიყვანა ისეთ სპექტაკლზე, რომელიც უფროსებისთვისაა დადგმული. როგორ უნდა მოიქცეს თეატრის კაპელდინერი (ან ადმინისტრაცია) იმ შემთხვევაში, თუკი აფიშაზე მითითებულია ასაკობრივი ზღვარი 18+, მაგრამ დედა უკვე შეძენილ ბილეთს აფრიალებს და პრეტენზიული ტონით არწმუნებს ყველას, მისი მცირეწლოვანი შვილი იმდენად განვითარებულია, რომ საუფროსო სპექტაკლსაც მშვენივრად გაიგებს.

Shadow on Concrete Wall

მარგინალიები

მსახიობობა პროფესია კი არა, დიაგნოზიაო, – არის ასეთი მოსაზრება. და არის ამაში გარკვეული რეზონიც.

დიაგნოზი თავის თავში უკვე შეიცავს დაავადების შედეგს. ანუ, მსახიობობა ერთგვარი დაავადებაა.

რთული დაავადებაც.

ნიცშეს მიაჩნდა, რომ მსახიობი შეუფასებლობისგან კვდება.

ანუ, დიაგნოზი მძიმეა!

საბოლოო!!!

Shadow on Concrete Wall

კონტრაპუნქტები ქართულ თეატრზე

დიდი სტაგირელი ამბობდა, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისიც, შუაცა და  დაბოლოებაცო...

ალბათ, ეს ყბადაღებული პანდემიაც ამ ლოგიკის გარდაუვალი ნაწილია...

მივეჩვიეთ კიდეც, მგონი - პირბადეებს, ლაგამივით რომ ამოგვიდევს პირში... ხელის სტერილიზატორებსა და მის აუტანელ სურნელს...

რაღაც სხვა ოდოროლოგიური ნიშნებიც გვცემს ცხვირში...

დისტანციას... შიშებსაც მივეჩვიეთ...

მასალების გამოყენებისას აუცილებელია ავტორის მითითება და ციტირების ნორმების დაცვა. საავტორო უფლების დარღვევა ისჯება კანონმდებლობით

bottom of page